თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2013, 13:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2624,
კომენტარები: 11
სტივ ბრიუსი: "ფალკაოს ტრანსფერი რუნიზე ზეგავლენას არ მოახდენს"
სტივ ბრიუსი თვლის, რომ ფალკაო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იქნება.
სტივ ბრიუსი:
„ჰალ სიტის“ მწვრთნელმა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფალკაოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი „იუნაიტედში“ გადასვლა რუნიზე ზეგავლენას არ მოახდენს.
ესპანური მედია უკვე რამდენიმე დღეა რადამელ ფალკაოს მომავალს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებს. „წითლებთან“ ერთად, რადამელისთვის „სიტიც“ და „ჩელსიც“ იბრძვიან.
„ვერ ვიტყოდი, რომ ფალკაოს ტრანსფერი რუნის „მანჩესტერული“ კარიერისთვის დასასრული იქნებოდა. ხალხი ასე ფიქრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფალკაოს „იუნაიტედში“ გადასვლის შემთხვევაშიც, რუნის გუნდში მაინც დიდი ადგილი ეკავება."
ფალკაომ ევროპული კლუბების ყურადღება მადრიდის „ატლეტიკოში“ მიღწეული წარმატებებით მიიპყრო. რადამელმა წინა სეზონში ჯერ ევროპის ლიგა, შემდეგ კი „ჩელსისთან“ სუპერ თასი მოიგო, სადაც მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. ფალკაო 22 გოლით მესამე ადგილს იკავებს პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა სიაში.
სტივ ბრიუსი თვლის, რომ 27 წლის კოლუმბიელი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შესანიშნავი შენაძენი იქნება.
“ფალკაო საოცარი ფეხბურთელია. „პორტოში“ მან ჩინებული ორი სეზონი ჩაატარა, შემდეგ კი „ატლეტიკოში“ დიდ თანხად გადავიდა. ის ტიპიური 9 ნომერი ცენტრ-ფორვარდია, მისნაირი მსოფლიოში არც ისე ბევრია, თავდამსხმელები ახლა ძირითადად 10 ნომერს ირჩევენ.
არ იქნება გასაკვირი, თუ მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილავ, რადგან ეს კლუბი მუდმივად ცდილობს გუნდის გაძლიერებას.“
- განაცხადა სტივ ბრიუსმა.

წყარო: talksport.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 16:05
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ჭორი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top