თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2013, 17:43
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2242,
კომენტარები: 18
ინტერვიუ რენე მალესტინთან
კლუბის ოფიციალურმა საიტმა "United Review" რენე მალესტინს ინტერვიუ ჩამოართვა...
ინტერვიუ რენე მალესტინთან
რა იქნებოდა თქვენი მთავარი მიზანი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე?


მაქსიმალურად ვიმუშავებდი გუნდთან და ნებისმიერ ფეხბურთელთან, რომ კლუბს ყოველ მატჩში მიეღწია წარმატებისთვის. ეს იქნებოდა ჩემი მიზანი.

რამდენი ხანი ამზადებთ გუნდს მატჩისთვის მაიკლ ფელანთან ერთად?


გუნდს ყოველი კონკრეტული თამაშისთვის ვამზადებთ, მაგრამ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს დიდ და დამღლელ ცხრილს. ყველაზე დიდხანს კი "სანდერლენდთან" და "ჩელსისთან" მატჩისთვის ვემზადებოდით, რადგან ამ ორ მატჩს შორის დაშორება მხოლოდ ორი დღე იყო. ჩვენ ყოველთვის ვაანალიზირებთ მოწინააღმდეგის თამაშს, მაგრამ იმასაც ვუკვირდებით, რომ ფეხბურთელები ცოტა ხნის წინ იყვნენ ნაკრებიდან დაბრუნებულნი და აღდგენით პროცესებს გადიოდნენ.

ამაყობთ იმით, რომ პირველ გუნდში ისეთი პეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან ტომ კლევერლი და დენი ველბეკი, რადგან ისინი პატარაობიდანვე თქვენთან იზრდებოდნენ?


რათქმაუნდა მეამაყება. კლუბს აქვს საშუალება განავითაროს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები და უმაღლეს საფეხურამდე მიაღწევიინონ მათ. ის შემთხვევა, რომ ტომი და დენი პირველ გუნდშიც და ნაკრებშიც სისტემატიურად თამაშობენ, რათქმაუნდა საამაყოა. მათ ყველაფერი იციან კლუბზე, რადგან ეს ყველაფერი უკვე გულში აქვთ.

როგორ მიაღწიეთ იმას, რომ რობინ ვან პერსიმ ფორმა თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში შეინარჩუნა?


ჩვენი სამუშაოს პირველი ნაწილი სწორედ ის იყო, რომ რობინი რაც შეიძლებოდა მალე შეწყობოდა კლუბს. ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ ჩვენ მისი შესაძლებლობები უკვე ვიცოდით. ყველაზე რთული კი ის იყო, რომ რობინი ახალი კლუბის ატმოსფეროს შეჩვეოდა და ეჩვენებინა საუკეთესო ფეხბურთი. მაგრამ ის ჩვენ ისე სწრაფად შეგვეჩვია, რომ არც კი გვეგონა. ის შესანიშნავი იყო და ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო კარგი იქნება შემდეგში.

ამ სეზონში თქვენი ყველაზე დიდი კმაყოფილება რამ გამოიწვია?


მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ის ღამე "ოლდ ტრაფორდზე". ამ გაოცებამ კი ჩვენ ხელი დაგვატყო.

ხოლო თუ დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს კლუბის შემართებაა წინა წარუმატებელი სეზონის შემდეგ:"ჩვენ ვეცდებით ყველაფრის გაკეთებას, რომ ეს აღარ განმეორდეს." დამიჯერეთ, მე მათ შემართებას ვარჯიშებზეც ვგრძნობ. დღესდღეობით, ჩვენ კმაყოფილები ვართ სატურნირო ცხრილში მდგომარეობით. ყველა მოთამაშე ტიტულის დაბრუნებაზეა კონცენტრირებული.


ბევრი ფეხბურთელი ამბობდა, რომ ამ სეზონს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.


სრულიად მართალია. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რა მოხდა წინა სეზონში. ჩვენ ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად ვმუშაობდით, მაგრამ სეზონი ცარიელი ხელებით დავასრულეთ. არ მსურს, რომ ეს კიდევ განმეორდეს. ყველა ჩვენი მოთამაშე სეზონის დასაწყისს სულმოუთმენლად ელოდა. ეს დიდი გამოცდილებაა, როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის. ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ყოველი მატჩი აუცილებელია და მიხვდნენ, რომ თუ ტიტულს მოიგებენ ეს კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.


ავტორი ლადო ღონღაძე!
ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
12 აპრილი 2013 17:44
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სპს დათოს....ეჰჰ რეალიიიიიიი
0
№2
ავტორი: Amerigo
12 აპრილი 2013 17:47
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Lado Ghonghadze,
კაია ავტორ მერე გადავხედავ ახლა არ მცალია.
0
№3
ავტორი: sHumaHer
12 აპრილი 2013 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
სგ ავტორრრრ
0
№4
ავტორი: Amanda Seyfried
12 აპრილი 2013 19:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ეჰ არადა რა მაგარს ვყუმარობდით რეალთან
0
№5
ავტორი: I L C
12 აპრილი 2013 19:55
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Amanda Seyfried,
აბაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: tornike015
12 აპრილი 2013 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გამარჯობა ყველას ახალი ვარ

ავტორ მაგარიხარ derpthumb
0
№7
ავტორი: Shako Jones
12 აპრილი 2013 20:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ბაბუს შემცველლ
0
№8
ავტორი: manutd-14
12 აპრილი 2013 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
პერსის ფორმა რო აქ დაკარგული ეგ ჩემზე კარგად იცის და ქლევერლი რო არ არი ნორმალური ფეხბურთელი ეგეც ჩანს უკვე
0
№9
ავტორი: love united
12 აპრილი 2013 20:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
manutd-14
ქლევერლის მეც აღარ მჯერა...თუ არ გამოასწორებს სასწრაფოდ თამაშს...

ყოჩაღ ლადო...
0
№10
ავტორი: ლადო
12 აპრილი 2013 21:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
sHumaHer,
giorgi20002000,
გაიხარეთ ბრატვაა...

tornike015,
გაგიმარჯოს...იმედია იაქტიურებბ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top