თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2013, 17:43
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2249,
კომენტარები: 18
ინტერვიუ რენე მალესტინთან
კლუბის ოფიციალურმა საიტმა "United Review" რენე მალესტინს ინტერვიუ ჩამოართვა...
ინტერვიუ რენე მალესტინთან
რა იქნებოდა თქვენი მთავარი მიზანი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე?


მაქსიმალურად ვიმუშავებდი გუნდთან და ნებისმიერ ფეხბურთელთან, რომ კლუბს ყოველ მატჩში მიეღწია წარმატებისთვის. ეს იქნებოდა ჩემი მიზანი.

რამდენი ხანი ამზადებთ გუნდს მატჩისთვის მაიკლ ფელანთან ერთად?


გუნდს ყოველი კონკრეტული თამაშისთვის ვამზადებთ, მაგრამ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს დიდ და დამღლელ ცხრილს. ყველაზე დიდხანს კი "სანდერლენდთან" და "ჩელსისთან" მატჩისთვის ვემზადებოდით, რადგან ამ ორ მატჩს შორის დაშორება მხოლოდ ორი დღე იყო. ჩვენ ყოველთვის ვაანალიზირებთ მოწინააღმდეგის თამაშს, მაგრამ იმასაც ვუკვირდებით, რომ ფეხბურთელები ცოტა ხნის წინ იყვნენ ნაკრებიდან დაბრუნებულნი და აღდგენით პროცესებს გადიოდნენ.

ამაყობთ იმით, რომ პირველ გუნდში ისეთი პეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც არიან ტომ კლევერლი და დენი ველბეკი, რადგან ისინი პატარაობიდანვე თქვენთან იზრდებოდნენ?


რათქმაუნდა მეამაყება. კლუბს აქვს საშუალება განავითაროს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები და უმაღლეს საფეხურამდე მიაღწევიინონ მათ. ის შემთხვევა, რომ ტომი და დენი პირველ გუნდშიც და ნაკრებშიც სისტემატიურად თამაშობენ, რათქმაუნდა საამაყოა. მათ ყველაფერი იციან კლუბზე, რადგან ეს ყველაფერი უკვე გულში აქვთ.

როგორ მიაღწიეთ იმას, რომ რობინ ვან პერსიმ ფორმა თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში შეინარჩუნა?


ჩვენი სამუშაოს პირველი ნაწილი სწორედ ის იყო, რომ რობინი რაც შეიძლებოდა მალე შეწყობოდა კლუბს. ჩვენი უპირატესობა ის იყო, რომ ჩვენ მისი შესაძლებლობები უკვე ვიცოდით. ყველაზე რთული კი ის იყო, რომ რობინი ახალი კლუბის ატმოსფეროს შეჩვეოდა და ეჩვენებინა საუკეთესო ფეხბურთი. მაგრამ ის ჩვენ ისე სწრაფად შეგვეჩვია, რომ არც კი გვეგონა. ის შესანიშნავი იყო და ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო კარგი იქნება შემდეგში.

ამ სეზონში თქვენი ყველაზე დიდი კმაყოფილება რამ გამოიწვია?


მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ის ღამე "ოლდ ტრაფორდზე". ამ გაოცებამ კი ჩვენ ხელი დაგვატყო.

ხოლო თუ დადებით მხარეებზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს კლუბის შემართებაა წინა წარუმატებელი სეზონის შემდეგ:"ჩვენ ვეცდებით ყველაფრის გაკეთებას, რომ ეს აღარ განმეორდეს." დამიჯერეთ, მე მათ შემართებას ვარჯიშებზეც ვგრძნობ. დღესდღეობით, ჩვენ კმაყოფილები ვართ სატურნირო ცხრილში მდგომარეობით. ყველა მოთამაშე ტიტულის დაბრუნებაზეა კონცენტრირებული.


ბევრი ფეხბურთელი ამბობდა, რომ ამ სეზონს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.


სრულიად მართალია. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რა მოხდა წინა სეზონში. ჩვენ ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად ვმუშაობდით, მაგრამ სეზონი ცარიელი ხელებით დავასრულეთ. არ მსურს, რომ ეს კიდევ განმეორდეს. ყველა ჩვენი მოთამაშე სეზონის დასაწყისს სულმოუთმენლად ელოდა. ეს დიდი გამოცდილებაა, როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის. ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ყოველი მატჩი აუცილებელია და მიხვდნენ, რომ თუ ტიტულს მოიგებენ ეს კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.


ავტორი ლადო ღონღაძე!
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
12 აპრილი 2013 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
tornike015,
გაუმარჯოს! ლოგოზე რა გჭირს? wink
0
№12
ავტორი: Luka Gelashvili
12 აპრილი 2013 21:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ლადო..
მალესტინი მაგრად მევასება ესეც და ფელანიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№13
ავტორი: Amanda Seyfried
12 აპრილი 2013 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
gilmour

კარგი კითხვაა troll
0
№14
ავტორი: Lev
12 აპრილი 2013 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
gilmour, გასარეცხი აქვს)

კაი სტატია)) საღოლ ლადო) ამ სეზონში თქვენი ყველაზე დიდი კმაყოფილება რამ გამოიწვია?
მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე>>>>>>ფერგიმ ამასაც გაასინჯა შოტლანდიური პლანი))))))))))) როგორ უნდა დარჩე კმაყოფილი თურქის და მსაჯრიდის რეალთან თამაშის მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№15
ავტორი: Amanda Seyfried
13 აპრილი 2013 00:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
Lev

რაც რეალს ვეთამაშეთ, სანამ გაგვიგდეს ნანი ის იგულიხსმა ალბათ. ეს კიარა მეც მეამაყება ისე ვთამაშობდით(სანამ ის ავბედითი მომენტი მოხდა)
0
№16
ავტორი: chakhna
13 აპრილი 2013 01:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კაი სტატიაა !
0
№17
ავტორი: Lev
13 აპრილი 2013 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Amanda Seyfried, ხო)))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№18
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 22:23
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ესეც მაგარი კაცია smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top