თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2013, 14:58
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 14
სერ ალექსი "სტოკთან" მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სტოკ სიტისთან" მატჩის წინ წინა-სამატჩო პრესკონფერენცია გამართა...
სერ ალექსი
ტრავმირებულები


სერ ალექსმა განაცხადა, რომ მისი გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრი, რამოდენიმეს გამოკლებით, მზადაა კვირას სათამაშოდ:"ვიმედოვნებ, რომ უკვე დღეს ვიდიჩი ვარჯიშს განაახლებს. კარგი ამბავიც გვაქვს, რადგან ჯონი ევანსი მთელი კვირა სრული დატვირთვით გუნთან ერთად ვარჯიშობდა. "სიტისთან" მატჩში ეშლი იანგმა მცირე დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც ის რამოდენიმე კვირას გამოტოვებს. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მზადაა, რომ თავისი ძალები "სტოკთან" გამოავლინონ." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

"კრის სმოლინგი გუნდის ვარჯიშებს ამ კვირაში შეუერთდა. ასევე მზადაა პოლ სქოულზიც, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი დიდი იმპულსის მომცემი ფაქტორია."

მიზანი


შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, "სტოკთან" მატჩში გამარჯვება ძალინ იმოქმედებს საჩემპიონო ტიტულზე:"ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა გავაკეთოთ. დარჩა შვიდი თამაში და ეს თამაშები წარმატებით უნდა ჩავატაროთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სატურნირო ცხრილის მდგომარეობა, ჩვენ მხოლოდ ჩვენი სამუშაო უნდა დავასრულოთ ბოლომდე."

მოწინააღმდეგე


"არა მგონია "სტოკი", რომ პრემიერ–ლიგიდან გამოვარდეს, რადგან კლუბს საკმარისი ქულები აქვს იმისთვის, რომ შემდეგ წელსაც გააგრძელოს ასპარეზობა."

მარცხი დერბიში


"დერბიში მარცხი ყოველთვის დიდ გაკვირვებას იწვევს. "სიტი" ბურთს პირველ ტაიმში აკონტროლებდა, ხოლო ჩვენ მეორეში. მაგრამ ჩვენ გავუშვით ორი გოლი, რაც დერბიში არ უნდა მოხდეს. მატჩის დასაწყისი კი შეუდარებელი იყო. ორივე კლუბი შეტევაზე იყო ორიენტირებული დაბურთიც არ ჩერდებოდა ერთ ადგილას. ეს იყო ფანტასტიკური დერბი."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
12 აპრილი 2013 14:58
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დაგიბრუნდით...იმედიაა კარგ მატჩს ჩავატარებთ...
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
12 აპრილი 2013 14:59
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ვან პერსი გაიტანე გოლი :XXX
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: red devil
12 აპრილი 2013 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia movigebt
0
№4
ავტორი: Tamara
12 აპრილი 2013 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
მიდით რა ბიჭებო )) 5 მაისს ჩელსისთან ოლდზე გავიფორმოთ ჩემპიონობა რაა <3

0
№5
ავტორი: UTD-Rule
12 აპრილი 2013 15:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
უნდა მოვიგოთ რა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: love united
12 აპრილი 2013 15:49
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეპლ პრემიერ ლიგათი შეცვალე ან ინგლისურად დაწერე რა... smile
0
№7
ავტორი: chakhna
12 აპრილი 2013 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
TrueDeviL ,
პერსიმდე ბურთი აიტანონ ჯერ ვალენსიას იანგს და ნანის უთხარით. კაი სტატიააა.
0
№8
ავტორი: Red Hooligan
12 აპრილი 2013 16:30
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
chakhna,
მეტს ვერ ამბობ ვერაფერს ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: chakhna
12 აპრილი 2013 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
Red Hooligan,
მე რაც გამისწორდება იმას ვიტყვი და შენი ზედმეტი მითითებები არ მჭირდება ;)
0
№10
ავტორი: Amerigo
12 აპრილი 2013 17:20
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
chakhna,
wink Red Hooligan,
შენ რა გადარდებს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top