თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2013, 14:58
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2550,
კომენტარები: 14
სერ ალექსი "სტოკთან" მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სტოკ სიტისთან" მატჩის წინ წინა-სამატჩო პრესკონფერენცია გამართა...
სერ ალექსი
ტრავმირებულები


სერ ალექსმა განაცხადა, რომ მისი გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრი, რამოდენიმეს გამოკლებით, მზადაა კვირას სათამაშოდ:"ვიმედოვნებ, რომ უკვე დღეს ვიდიჩი ვარჯიშს განაახლებს. კარგი ამბავიც გვაქვს, რადგან ჯონი ევანსი მთელი კვირა სრული დატვირთვით გუნთან ერთად ვარჯიშობდა. "სიტისთან" მატჩში ეშლი იანგმა მცირე დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც ის რამოდენიმე კვირას გამოტოვებს. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მზადაა, რომ თავისი ძალები "სტოკთან" გამოავლინონ." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

"კრის სმოლინგი გუნდის ვარჯიშებს ამ კვირაში შეუერთდა. ასევე მზადაა პოლ სქოულზიც, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი დიდი იმპულსის მომცემი ფაქტორია."

მიზანი


შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, "სტოკთან" მატჩში გამარჯვება ძალინ იმოქმედებს საჩემპიონო ტიტულზე:"ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა გავაკეთოთ. დარჩა შვიდი თამაში და ეს თამაშები წარმატებით უნდა ჩავატაროთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სატურნირო ცხრილის მდგომარეობა, ჩვენ მხოლოდ ჩვენი სამუშაო უნდა დავასრულოთ ბოლომდე."

მოწინააღმდეგე


"არა მგონია "სტოკი", რომ პრემიერ–ლიგიდან გამოვარდეს, რადგან კლუბს საკმარისი ქულები აქვს იმისთვის, რომ შემდეგ წელსაც გააგრძელოს ასპარეზობა."

მარცხი დერბიში


"დერბიში მარცხი ყოველთვის დიდ გაკვირვებას იწვევს. "სიტი" ბურთს პირველ ტაიმში აკონტროლებდა, ხოლო ჩვენ მეორეში. მაგრამ ჩვენ გავუშვით ორი გოლი, რაც დერბიში არ უნდა მოხდეს. მატჩის დასაწყისი კი შეუდარებელი იყო. ორივე კლუბი შეტევაზე იყო ორიენტირებული დაბურთიც არ ჩერდებოდა ერთ ადგილას. ეს იყო ფანტასტიკური დერბი."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: don_vini
12 აპრილი 2013 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
არ ვართ ფორამში.ცუდია .მაგრამ უნდა მოიკლლან თავი ადა შEძლონ 3 ქულსი აღება.რადაც არ უდნა დაუჯდეთ რა თამაშის ხარისხი თუ არ იქნება მაღალი მთAვარი მაიცნ 3 ქულაააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№12
ავტორი: Zizou
12 აპრილი 2013 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
იმედია მოკრძალებულ 1:0 არ შემოგვთავაზებთ :)
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
12 აპრილი 2013 19:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ნანი დამიყენე რა
0
№14
ავტორი: Shako Jones
12 აპრილი 2013 20:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ნანი,სქოულზი,რუნი დაიდოს ძირითადში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top