მინდოდა ეს ყველაფერი 3 ნაწილში ჩამეტია, მაგრამ...
დაიწყო 2009-2010 წლის სეზონი. ეს სეზონი რაღაცით გამორჩეული გამოდგა. მანჩესტერმა მოგებული ჩემპიონობა დაკარგა და ა.შ. მოკლედ არ გავაგრძელებ, რადგან პერსიზე ვსაუბრობთ გავაგრძელოთ. მოკლედ პერსისთვის ეს სეზონი საოცრად დაიწყო. მან ჯერ უარი თქვა არსენალის შეთავაზებაზე კონტრაქტთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ კი საბოლოოდ დათანხმდა. ამის შემდეგ მან ასეთი განცხადება გააკეთა:- „მე არ შემიძლია, რომ სხვა კლუბის მაისური მოვირგო, მაგრამ ვნახოთ მომავალში რა იქნება. მე ახლა მეთოფე ვარ და იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ წარმატების მიღწევასო.“ ამ ყველაფრის შემდეგ ემანუელ ადებაიორი გუნდიდან წავიდა. ვენგერმა გამოკვეთილ ფორვარდად დააყენა რობინ. ფლეიმეიქერი უნდა ყოფილიყო ფაბრეგასი, რომელიც კაპიტანი გახლდათ. გუნდი დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა. მათ ევერტონს 6-1 მოუგეს, სადაც პერსიმ 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მან ერთი გადაცემა კუთხურიდან ჩამოწოდების დროს მიითვალა, როცა ტომას ვერმალენმა ყველას დაასწრო და ტიმ ჰოვარდის კარი აიღო. მან გოლი მანჩესტერ სიტისაც გაუტანა სადაც 4-2 არსენალმა იმარჯვა. პერსიმ გოლი გაუტანა ოლიმპიაკოს, ფულჰემს, ვესტ ჰემს, ბირნინჰემს და ბლექბერნს. ის დასახელდა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად. იგი ნამდვილად საოცარ ფორმაში იმყოფებოდა.
ვენგერმა თქვა, რომ ის მალე ეპლსაც მოგვაგებინებსო, მაგრამ... 14 ნოემბერს მან კოჭის უმძიმესი ტრამვა მიიღო და 6 კვირით დასვენება მოუწია. ტრამვა პერსის გაუმიზეზდდა და 5 თვის გამოტოვებაც მოუწია. საბოლოოდ 14 აპრილს დაბრუნდა. ტოტენჰემმა იმ დრეს დაამარცხა არსენალი 2-1 და არსენალი მეოთხე პოზიციაზე გადააგდო. რობინი მალევე შევიდა ფორმაში და ბლექბერნ როვერს საოცარი თავურით გაუტანა, მაგრამ გუნდა 2-1 მაინც წააგო. ბოლო მატჩი ფულჰემთან მან დუბლი შეასრულა. 4-0 ასე დამთავრდა ის მატჩი. ეს იყო უკანასკნელი 2009-2010 წლის სეზონის მატჩი ეპლში. სულ იმ სეზონში რობინმა 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
დადგა 2010-2011 წლის სეზონი. პერსიმ ლეგენდარული ბერკამპის ნომერი მოირგო. ეს ნომერი 10 გახლდათ(ის ადრე 11 ნომრით თამაშობდა). მე-200 მატჩში მან ისევ მიიღო კოჭის ტრამვა და 7 ნოემბერს დაბრუნდა, როა არსენალმა ნიუკასლთან 0-1 წააგო. 1 იანვარს რობინმა იმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა ბირნინჰემის წინააღმდეგ, სადაც არსენალმა 3-0 მოიგო. 15 იანვარს 2 გოლი გაუტანა ვესტ ჰემს და გახდა მე-4 ჰოლანდიელი მოთამაშე, რომელმაც შეძლო და გაიტანა 50 გოლი პრემიერლიგაში. პერსიმ პირველი ჰეთ-რიკი გაიტანა უიგანის წინააღმდეგ, სადაც 3-0 იმარჯვეს „მეთოფეებმა“. 5 თებერვალს მან ნიუკასლთან 2 გოლი გაიტანა. ის თამაში 4-4 დასრულდა. ეს ალბათ ყველას ახსოვს. მან ვულვზსაც გაუტანა 2 გოლი. რობინმა 1 იანვრიდან 12 თებერვლამდე 10 გოლის გატანა მოახერხა.
რობინ ვან პერსიმ 1/16 ფინალშიც იმარჯვა და გოლი გაუტანა ბარსელონას. „მეთოფეებმა“ ის თამაში 2-1 მოიგეს. უემბლიზე მათ წააგეს ლიგის თასის ფინალი ბირნინჰემთან. პერსიმ ამ თამაში გოლი გაიტანა, მაგრამ მუხლის ტრამვის გამო ვერ გააგრძელა თამაში, რაც გუნდს დაეტყო.
ჩემპიონთა ლიგის განმეორებიტ მატჩში ის მსაჯმა მოედნიდან პირველივე ტაიმში გააძევა. საბოლოოდ არსენალმა ის თამაში 4-0 წააგო. ვან პერსიმ ამ გაგდებას „სრული ხუმრობა“ უწოდა. 19 მარტს რობინმა ვესტ ბრომვიჩ ალბიონსაც გაუტანა. არსენალი კუდში მისდევდა მანჩესტერ იუნაიტედს. 10 აპრილს პერსიმ გოლი გაუტანა ბლექპულს და მატჩის გმირადაც დასახელდა. პერსიმ დაამხო დროგბას რეკორდი. მან 7 გასვლით მატჩში გაუტანა გოლი სხვადასხვა გუნდებს. პერსი ეა სპორტის მიერ თვის ფეხბურთელად დასახელდა. 8 მაისს სტოკთან წაგებისას პერსიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა. მან შემდეგ ასტონ ვილას გაუტანა და 18 გოლი დაუგროვდა პრემიერ ლიგაში. მან კარლოს ტევეზსა და დიმიტრ ბერბატოვს ვერ გადაასწრო, მაგრამ სულ რაღაც 2 გოლით ჩამორჩა.
ის გოლ კომისა და არსენალის საიტის საუკეთესო მოთამაშეთ დაასახელეს.