თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2013, 22:10
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 4519,
კომენტარები: 34
უგვირგვინო ვარსკვლავი თუ დაუფასებელი ლომი?(ნაწილი3)
მინდოდა ეს ყველაფერი 3 ნაწილში ჩამეტია, მაგრამ...
უგვირგვინო ვარსკვლავი თუ დაუფასებელი ლომი?(ნაწილი3)
დაიწყო 2009-2010 წლის სეზონი. ეს სეზონი რაღაცით გამორჩეული გამოდგა. მანჩესტერმა მოგებული ჩემპიონობა დაკარგა და ა.შ. მოკლედ არ გავაგრძელებ, რადგან პერსიზე ვსაუბრობთ გავაგრძელოთ. მოკლედ პერსისთვის ეს სეზონი საოცრად დაიწყო. მან ჯერ უარი თქვა არსენალის შეთავაზებაზე კონტრაქტთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ კი საბოლოოდ დათანხმდა. ამის შემდეგ მან ასეთი განცხადება გააკეთა:- „მე არ შემიძლია, რომ სხვა კლუბის მაისური მოვირგო, მაგრამ ვნახოთ მომავალში რა იქნება. მე ახლა მეთოფე ვარ და იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ წარმატების მიღწევასო.“ ამ ყველაფრის შემდეგ ემანუელ ადებაიორი გუნდიდან წავიდა. ვენგერმა გამოკვეთილ ფორვარდად დააყენა რობინ. ფლეიმეიქერი უნდა ყოფილიყო ფაბრეგასი, რომელიც კაპიტანი გახლდათ. გუნდი დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა. მათ ევერტონს 6-1 მოუგეს, სადაც პერსიმ 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
უგვირგვინო ვარსკვლავი თუ დაუფასებელი ლომი?(ნაწილი3)
მან ერთი გადაცემა კუთხურიდან ჩამოწოდების დროს მიითვალა, როცა ტომას ვერმალენმა ყველას დაასწრო და ტიმ ჰოვარდის კარი აიღო. მან გოლი მანჩესტერ სიტისაც გაუტანა სადაც 4-2 არსენალმა იმარჯვა. პერსიმ გოლი გაუტანა ოლიმპიაკოს, ფულჰემს, ვესტ ჰემს, ბირნინჰემს და ბლექბერნს. ის დასახელდა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად. იგი ნამდვილად საოცარ ფორმაში იმყოფებოდა.
უგვირგვინო ვარსკვლავი თუ დაუფასებელი ლომი?(ნაწილი3)
ვენგერმა თქვა, რომ ის მალე ეპლსაც მოგვაგებინებსო, მაგრამ... 14 ნოემბერს მან კოჭის უმძიმესი ტრამვა მიიღო და 6 კვირით დასვენება მოუწია. ტრამვა პერსის გაუმიზეზდდა და 5 თვის გამოტოვებაც მოუწია. საბოლოოდ 14 აპრილს დაბრუნდა. ტოტენჰემმა იმ დრეს დაამარცხა არსენალი 2-1 და არსენალი მეოთხე პოზიციაზე გადააგდო. რობინი მალევე შევიდა ფორმაში და ბლექბერნ როვერს საოცარი თავურით გაუტანა, მაგრამ გუნდა 2-1 მაინც წააგო. ბოლო მატჩი ფულჰემთან მან დუბლი შეასრულა. 4-0 ასე დამთავრდა ის მატჩი. ეს იყო უკანასკნელი 2009-2010 წლის სეზონის მატჩი ეპლში. სულ იმ სეზონში რობინმა 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
დადგა 2010-2011 წლის სეზონი. პერსიმ ლეგენდარული ბერკამპის ნომერი მოირგო. ეს ნომერი 10 გახლდათ(ის ადრე 11 ნომრით თამაშობდა). მე-200 მატჩში მან ისევ მიიღო კოჭის ტრამვა და 7 ნოემბერს დაბრუნდა, როა არსენალმა ნიუკასლთან 0-1 წააგო. 1 იანვარს რობინმა იმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა ბირნინჰემის წინააღმდეგ, სადაც არსენალმა 3-0 მოიგო. 15 იანვარს 2 გოლი გაუტანა ვესტ ჰემს და გახდა მე-4 ჰოლანდიელი მოთამაშე, რომელმაც შეძლო და გაიტანა 50 გოლი პრემიერლიგაში. პერსიმ პირველი ჰეთ-რიკი გაიტანა უიგანის წინააღმდეგ, სადაც 3-0 იმარჯვეს „მეთოფეებმა“. 5 თებერვალს მან ნიუკასლთან 2 გოლი გაიტანა. ის თამაში 4-4 დასრულდა. ეს ალბათ ყველას ახსოვს. მან ვულვზსაც გაუტანა 2 გოლი. რობინმა 1 იანვრიდან 12 თებერვლამდე 10 გოლის გატანა მოახერხა.
უგვირგვინო ვარსკვლავი თუ დაუფასებელი ლომი?(ნაწილი3)

რობინ ვან პერსიმ 1/16 ფინალშიც იმარჯვა და გოლი გაუტანა ბარსელონას. „მეთოფეებმა“ ის თამაში 2-1 მოიგეს. უემბლიზე მათ წააგეს ლიგის თასის ფინალი ბირნინჰემთან. პერსიმ ამ თამაში გოლი გაიტანა, მაგრამ მუხლის ტრამვის გამო ვერ გააგრძელა თამაში, რაც გუნდს დაეტყო.
ჩემპიონთა ლიგის განმეორებიტ მატჩში ის მსაჯმა მოედნიდან პირველივე ტაიმში გააძევა. საბოლოოდ არსენალმა ის თამაში 4-0 წააგო. ვან პერსიმ ამ გაგდებას „სრული ხუმრობა“ უწოდა. 19 მარტს რობინმა ვესტ ბრომვიჩ ალბიონსაც გაუტანა. არსენალი კუდში მისდევდა მანჩესტერ იუნაიტედს. 10 აპრილს პერსიმ გოლი გაუტანა ბლექპულს და მატჩის გმირადაც დასახელდა. პერსიმ დაამხო დროგბას რეკორდი. მან 7 გასვლით მატჩში გაუტანა გოლი სხვადასხვა გუნდებს. პერსი ეა სპორტის მიერ თვის ფეხბურთელად დასახელდა. 8 მაისს სტოკთან წაგებისას პერსიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა. მან შემდეგ ასტონ ვილას გაუტანა და 18 გოლი დაუგროვდა პრემიერ ლიგაში. მან კარლოს ტევეზსა და დიმიტრ ბერბატოვს ვერ გადაასწრო, მაგრამ სულ რაღაც 2 გოლით ჩამორჩა.
უგვირგვინო ვარსკვლავი თუ დაუფასებელი ლომი?(ნაწილი3)
ის გოლ კომისა და არსენალის საიტის საუკეთესო მოთამაშეთ დაასახელეს.
ბიოგრაფიები
34 კომენტარი
№31
ავტორი: Red Hooligan
10 აპრილი 2013 20:18
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ბურთი ვერ ააქვთ ელემენტრალური. ფერგიმ ვერ მიხვდა, რომ ამ ვალენსიას გამოყვანას ისევ ნანი გამოიყვანო ჯობია. მარტო სისწრაფე ვის რაღად უნდა. შეხედეთ მესის, რონალდუს, პრეტენზია გვაქვს ლიგის თასსზე და რაფეხბურთელები არიან გუნდში. თუნდაც დიმარია იყოს კაცმა 5 კაცი მოატყუა კუთხურის ალამთან იმენა ლევანტესთან გავგიჟდი. აქ კიდე ეს დოყლაპია ვალენსია ერთ კაცს რო გაცდება ვალე ნახე ბიჭო რას ყომარობს ვალე ნახე შენ. ნანი კიდე რით ვეღარ ჩადგა ფორმაში არადა რაკარგად აქონდა ბურთი ფლანგიდან :(( გასაგდებია ეს ვალენსია და იანგი. მართლაც, რომ განვითარდა ფეხბურთი და ეგეთი ჩაწოდებებით და კროსებით რამოსს და პეპეს ვერ გააკვირვებ.

chakhna,

ნუ კაპიტნის პრობლემა კინის წასვლიდანაა. ვიდა ვერ თამაშობს წესიერად ტრამვები ხელს უშლის და ამდაგვარად გუნდთან ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, ანუ მნიშვნელოვანი თამაშების დროს და ასე შემდეგ. რუნიმ ის ქარიზმა დაკარგა, რაც 4-5 წლის წინ ქონდა. ამტვრევდა ყველას მასტი ბოლომდე იბრძოდა ბურთისვთის. ამ შემთხვევაში გიგს უნდა გადაეცეს მარა ეგეც იშვიათად გამოდის და ამიტომ ჯობია მაინც ევრას ქონდეს დროებით კაპიტნის სამკლაური.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№32
ავტორი: Lev
11 აპრილი 2013 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
red devil, მესმის შენი ძამიკო მაგრამ მე არ ვაგინებ ფეხბურთელებს ვაკრიტიკებ....და უბრალოდ დამაწყდა ნერვები ჩემი დედა ვატირე! ტიტულებზე მეტად მიხარია როცა გუნდის თამაშით სიამოვნებას ვღებუlob))

giorgi20002000, ჩვენს გუნდზე ვლაპარაკობთ და გულისტკივილს გამოვთქვამთ და შენ კიდე წერ მკიდიაო?))) და თან აგრესიულად))) ეგრე არ შეიძლება აქ შეიძლება შენზე ბევრად უფროსები ვართ და ნუ მიგვითითებ რა ვწეროთ)) აქ ფლუდვა იქნება მაშინ როცა გიგზზე იქნება სტატია და ვიღაც კარაქიან პურზე დაიწყებს ლაპარაკს. ესაა ფლუდვა))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№33
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 15:56
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ძაან საინტერესოა ყოჩაღ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№34
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
პერსი საუკეთესოაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top