თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2013, 20:58
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 15
ევრა: "სტოკს დავამარცხებთ და დავამტკიცებთ, რომ ინგლისში საუკეთესონი ვართ"
ევრა იმედოვნებს, რომ „იუნაიტედი“ ტრადიციას გააგრძელებს და ზედიზედ ორ მატჩს არ წააგებს.
ევრა:
გუშინ გამართულ „დერბიზე“ საუბრისას პატრის ევრამ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, მომდევნო მატჩზე უნდა მოახდინოს კონცენტრაცია. ევრა იმედოვნებს, რომ „იუნაიტედი“ ტრადიციას გააგრძელებს და ზედიზედ ორ მატჩს არ წააგებს.
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან „დერბი“ წავაგეთ და ტიტულისთვის ბრძოლის დასრულების შანსი ვერ გამოვიყენეთ. „იუნაიტედის“ ფეხბურთელისთვის „სიტისთან“ წაგება ძალიან მტკივნეულია. მეორე ტაიმში ჩვენ მათზე ბევრად უკეთესად ვითამაშეთ. მჯეროდა, რომ შეხვედრას მოვიგებდით, მაგრამ მეორე გოლმა ბევრი რამ შეცვალა. ყველა ჩვენთაგანისთვის ცუდი საღამო გამოდგა.
12 ქულიანი უპირატესობა ჯერ კიდევ გვაქვს. რაც ამ კლუბში ვიმყოფები, ზედიზედ 2 მატჩს თითქმის არასოდეს ვაგებთ. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ „სტოკს“ დავამარცხებთ და გამარჯვებებს გავაგრძელებთ. ახლა უბრალოდ შემდეგი მატჩი უნდა მოვიგოთ და დავამტკიცოთ, რომ ინგლისში საუკეთესონი ვართ.
“სტოკთან“ ადვილი მატჩი არ გველის. ბოლომდე ბრძოლისათვის მზად უნდა ვიყოთ. ბოლო რამდენიმე წელია მათ სტადიონს 3 ქულით ვტოვებთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.“
- განაცხადა ევრამ MUTV-სთან საუბრისას.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: love united
9 აპრილი 2013 21:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა დაამტკიცოთ რომ საუკეთესოები ხართ...რაც შეიძლება ბევრი გოლი...
0
№2
ავტორი: gilmour
9 აპრილი 2013 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სტოკის დამარცხებით კი არაფერი მტკიცდება ზოგადად, მაგრამ ისეთი უმოტივაციოები არიან შეიძლება ვერც ეგ მოახერხონ
0
№3
ავტორი: BERDI
9 აპრილი 2013 21:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
gilmour,
გეთანხმები ბოლო დროს ყველაფერს უღიმღამოდ თამაშობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Malboro463
9 აპრილი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ჩელსისთან და არსენალთან არ წაგოთ
0
№5
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 21:47
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
gilmour,
BERDI MAN_FAN,
გეთანხმებით
0
№6
ავტორი: red devil
9 აპრილი 2013 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Iqneb moigot da cenzura manchini gaachumot
0
№7
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 22:39
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
red devil,
:დდდ ხო რა!
0
№8
ავტორი: Luka Gelashvili
9 აპრილი 2013 23:37
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
3გოლიანი ჰანდიკაპი მარტო და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: Amanda Seyfried
10 აპრილი 2013 01:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სტოკის დამარცხებით, მხოლოდ რწმენას თუ დაიბრუნებთ. დასამტკიცებელი სიტისთან გქონდათ
0
№10
ავტორი: don_vini
10 აპრილი 2013 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
რეალსი მერე ყველაფერი აირიაა რაა.180 გრადუსით შეიცვალა გუნდი.ასეთი ყურების ჩამოყრა უბრალდო არ მინახიაა რააა.იმედია როგორმე მიიყვანენ წყნარად ამ 12 ქულიან ჰანდიკაპს ჩემპიონობამდე რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top