თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2013, 16:58
ავტორი: Esi,
ნანახია: 3006,
კომენტარები: 26
5 ყველაზე დასამახსოვრებელი დერბი
დაპირისპირება,რომლის დროსაც მანჩესტერის ქუჩები ცარიელია...
5 ყველაზე დასამახსოვრებელი დერბი
ეს არის მანჩესტერული დერბი,რომელიც ბოლო წლებში ძალიან საინტერესო,დაძაბული გახდა.ეს ყველაფერი კი იქიდან დაიწყო,როდესაც მანჩესტერ სიტი არაბმა შეიხმა იყიდა და მანჩესტერ იუნაიტედსაც თანაქალაქელი მეტოქე უფრო ძლიერი გაუხდა.სწორედ გასული სეზონი პრემიერ ლიგაში იყო მანჩესტერის ორი კლუბის ბრძოლა ტიტულისთვის.შარშანდელი სიტუაციაა წელსაც,ოღონდ უკვე პირიქით,ახლა დიდი შანსია,რომ იუნაიტედმა ეს ტიტული მეოცედ მოიპოვოს,ხოლო სიტი მდევრის როლში მივიჩნიოთ,მაგრამ ბოლო 2 წელია პრემიერ ლიგაში ერთი,რამ ნათელია,ტიტული აუცილებლად მანჩესტერში დარჩება.ამ სიახლეში შემოგთავაზებთ 5 ყველაზე დასამახსოვრებელ დერბის ამ კლუბების დაპირისპირების ისტორიაში...


Manchester City 3-3 Manchester United, 1971 წელი
1971/72 წლების სეზონში მანჩესტერული დერბის დაპირისპირება "მეინ როუდზე" ნამდვილად სანახაუბრივი და უხვგოლიანი აღმოჩნდა.ეს იყო შეხვედრა,სადაც ერთმანეთს უპირისპირებოდნენ მანჩესტერის მხრიდან:ჯორჯ ბესტი,სერ ბობი ჩარლტონი და დენის ლოუ,ხოლო სიტის მხრიდან კი ყველაზე თვალსაჩინო ფეხბურთელები როდნი მარში და ფრანცის ლიი.შეხვედრამ ნამდვილად გულშემატკივრების მოლოდინს გადააჭარბა.ამ მატჩში 6 გოლი გავიდა.თანაქალაქელები 0-2ს მარცხდებოდნენ,მაგრამ მათ შესძლეს და მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და ამ შეხვედრაში დაწინაურდნენ კიდეც მაგრამ იუნაიტედმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.საბოლოო ანაგარიში კი ამ დაძაბულ შეხვედრაში 3-3 დაფიქსირდა...




Manchester United 5-0 Manchester City, 1994 წელი
საოცარი შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა ერიკ კანტონასი,რომელიც 1994 წლის სეზონში პრემიერ ლიგაში გაიმართა სიტის წინააღმდეგ.ეს სეზონი კი მანჩესტერ იუნაიტედმა ტრიუმფით დაასრულა და მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული,ხოლო მეორე ადგილოსანი ბლექბერნ როვერსი კი ძალიან დიდი სხვაობით ჩამოიტოვა უკან.სწორედ კანტონამ გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში,რასაც შემდგომ უკრაინელი შემტევის ანდრეი კანჩელსკის ჰეთ-თრიკი მოჰყვა,ხოლო საბოლოო წერტილი კი მარკ ჰიუზმა დასვმა.ამავე სეზონში იუნაიტედმა სიტი "მეინ როუდზე" 3-0 დაამარცხა და იმ შეხვედრაში გოლები პოლ ინსმა,კანჩელსკიმ და ენდი კოულმა გაიტანეს.




Manchester United 1-6 Manchester City, 2011 წელი
შეხვედრა,რომელიც ალბათ არც ერთ იუნაიტედის გულშემატკივარს არასდროს არ დაავიწყდება.შეხვედრა,რომელიც შავ ლაქად დარჩა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიასა და დერბის ისტორიაში.შეხვედრა,რომელსაც ყოველთვის გაიხსენებენ ის გულშემატკივრები,რომლებიც მანჩესტერი გულზე არ ეხატებათ.შეხვედრა,რომელიც მთლიანად შოკი იყო მთელი მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის.ყველაფერი კი ალბათ მაინც იმის ბრალია,რომ მანჩესტერ იუნაიტედი კაცნაკლული თამაშობდა,ხოლო როდესაც მათ ევანსი გაუგდეს ყველაფერი აირია და სიტიმაც თავისი შანსი გამოიყენა და თავისი თანაქალაქელი თავისსავე სტადიონზე მიწასთან გაასწორა.იუნაიტედის რბევა კი ედინ ჯეკომ დაასრულა,რომელმაც ამ შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა.




Manchester United 0-1 Manchester City, 1974 წელი
1974 წელს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა და გმირი დენის ლოუ მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა.ოლდ ტრაფორდზე შედგა კიდევ ერთი მანჩესტერული დერბი,რომელიც უხვგოლიანი ნამდვილად არ გამოდგა.უბრალოდ ამ შეხვედრაში მოხდა ის,რაც შემდგომში მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში კიდევ ერთ შავ ლაქად დარჩა.ამ წაგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში მე-19 ადგილი დაიკავა და რა თქმა უნდა პირველ ლიგაშიც გავარდა.ახლა კი რაც შეეხება იმ საინტერესო ფაქტს,რაც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა.მატჩი "ქალაქელებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს,ხოლო იმ ერთადერთი გოლის ავტორი მანჩესტერ იუნაიტედის კარში სწორედ იმ ფეხბურთელმა გაიტანა,რომელიც იუნაიტედის ლეგენდადაა აღიარებული,საუბარია დენის ლოუზე,რომლის გოლით იუნაიტედი პირველ ლიგაში გადავარდა,მაგრამ ეს ყველაფერი არ გამხდარა იმის მიზეზი,რომ ლოუ იუნაიტედის გულშემატკივრებს შესძულდებოდათ,პირიქით ლოუ დღემდე ძალიან უყვართ იუნაიტედის ფანებს.




Manchester United 4-3 Manchester City, 2009 წელი
შეხვედრა,რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი დერბია.ეს იყო პერიოდი,როდესაც სიტი თავის შემადგენლობას აძლიერებდა და იწყებდა ბრძოლას მაღალი მიზნებისათვის.შეხვედრა,რომლის გახსენებისთანავე ალბათ ყველას მაიკლ ოუენი გაახსენდება,რომელიც ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და გმირია.პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა ჯერ უეინ რუნიმ გამოიჩინა თავი,ხოლო შემდგომ გარეტ ბერმა აღადგინა წონასწორობა,ამის შემდეგ დარენ ფლეტჩერმა და კრეიგ ბელამიმ დუბლი მიითვალეს და ანგარიში კვლავ ფრე იყო.შეცვლაზე შემოსულმა მაიკლ ოუენმა მატჩის ბოლო წუთზე კი ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 4-3 დააფიქსირა.




©მანჩესტერში მხოლოდ ერთი გუნდია და მას იუნაიტედი ჰქვია!
სტატიები
26 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
5 აპრილი 2013 17:38
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დაგერხათ ორშაბათს "ცისფერებო"!
0
№2
ავტორი: Luka Gelashvili
5 აპრილი 2013 17:45
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ესი მაგარია ძაან )) ოუენი feel რა დამავიწყებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: Jubo
5 აპრილი 2013 18:05
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
2009 წლის დერბი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, 4-3 love
და წინა წლის დერბი 2-3 არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: love united
5 აპრილი 2013 18:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მე-6 ალბათ წლევანდელი დერბი იყო...ყოჩაღ,საინტერესოა...პრინც
0
№5
ავტორი: Malboro463
5 აპრილი 2013 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
My Webpage

ძველი ფლეთჩერი მინდა თავით რა კარგად თამაშობდა პასი დარტყმა ყველაფერი ქონდა ამ კაცს love
0
№6
ავტორი: red devil
5 აპრილი 2013 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
1-6 shuri unda vidziot
0
№7
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2013 19:00
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
...RooNeY...FaN...,
ყველაზე მეტად მეც 4-3 მომეწონაა
0
№8
ავტორი: BERDI
5 აპრილი 2013 19:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაგარია იმედი მაქვს 8 დერბი დასამახსოვრებელი იქნება ყველა გულშემატკივრისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: UTD-Rule
5 აპრილი 2013 20:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ფლეტჩერმა ძაან მაგარი შეუგდო სიტის იმ საშინელ დღეს 1-6,რომ წავაგეთ :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: GIO-UTD
5 აპრილი 2013 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
1-6 ცუდია მაგრამ ეხლა 6-0 იკნრბა

Esi,
ბარეღამ მეექვსეც დაგეწერა მოგება 6-0 lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top