თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2013, 16:58
ავტორი: Esi,
ნანახია: 3007,
კომენტარები: 26
5 ყველაზე დასამახსოვრებელი დერბი
დაპირისპირება,რომლის დროსაც მანჩესტერის ქუჩები ცარიელია...
5 ყველაზე დასამახსოვრებელი დერბი
ეს არის მანჩესტერული დერბი,რომელიც ბოლო წლებში ძალიან საინტერესო,დაძაბული გახდა.ეს ყველაფერი კი იქიდან დაიწყო,როდესაც მანჩესტერ სიტი არაბმა შეიხმა იყიდა და მანჩესტერ იუნაიტედსაც თანაქალაქელი მეტოქე უფრო ძლიერი გაუხდა.სწორედ გასული სეზონი პრემიერ ლიგაში იყო მანჩესტერის ორი კლუბის ბრძოლა ტიტულისთვის.შარშანდელი სიტუაციაა წელსაც,ოღონდ უკვე პირიქით,ახლა დიდი შანსია,რომ იუნაიტედმა ეს ტიტული მეოცედ მოიპოვოს,ხოლო სიტი მდევრის როლში მივიჩნიოთ,მაგრამ ბოლო 2 წელია პრემიერ ლიგაში ერთი,რამ ნათელია,ტიტული აუცილებლად მანჩესტერში დარჩება.ამ სიახლეში შემოგთავაზებთ 5 ყველაზე დასამახსოვრებელ დერბის ამ კლუბების დაპირისპირების ისტორიაში...


Manchester City 3-3 Manchester United, 1971 წელი
1971/72 წლების სეზონში მანჩესტერული დერბის დაპირისპირება "მეინ როუდზე" ნამდვილად სანახაუბრივი და უხვგოლიანი აღმოჩნდა.ეს იყო შეხვედრა,სადაც ერთმანეთს უპირისპირებოდნენ მანჩესტერის მხრიდან:ჯორჯ ბესტი,სერ ბობი ჩარლტონი და დენის ლოუ,ხოლო სიტის მხრიდან კი ყველაზე თვალსაჩინო ფეხბურთელები როდნი მარში და ფრანცის ლიი.შეხვედრამ ნამდვილად გულშემატკივრების მოლოდინს გადააჭარბა.ამ მატჩში 6 გოლი გავიდა.თანაქალაქელები 0-2ს მარცხდებოდნენ,მაგრამ მათ შესძლეს და მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და ამ შეხვედრაში დაწინაურდნენ კიდეც მაგრამ იუნაიტედმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.საბოლოო ანაგარიში კი ამ დაძაბულ შეხვედრაში 3-3 დაფიქსირდა...




Manchester United 5-0 Manchester City, 1994 წელი
საოცარი შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა ერიკ კანტონასი,რომელიც 1994 წლის სეზონში პრემიერ ლიგაში გაიმართა სიტის წინააღმდეგ.ეს სეზონი კი მანჩესტერ იუნაიტედმა ტრიუმფით დაასრულა და მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული,ხოლო მეორე ადგილოსანი ბლექბერნ როვერსი კი ძალიან დიდი სხვაობით ჩამოიტოვა უკან.სწორედ კანტონამ გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში,რასაც შემდგომ უკრაინელი შემტევის ანდრეი კანჩელსკის ჰეთ-თრიკი მოჰყვა,ხოლო საბოლოო წერტილი კი მარკ ჰიუზმა დასვმა.ამავე სეზონში იუნაიტედმა სიტი "მეინ როუდზე" 3-0 დაამარცხა და იმ შეხვედრაში გოლები პოლ ინსმა,კანჩელსკიმ და ენდი კოულმა გაიტანეს.




Manchester United 1-6 Manchester City, 2011 წელი
შეხვედრა,რომელიც ალბათ არც ერთ იუნაიტედის გულშემატკივარს არასდროს არ დაავიწყდება.შეხვედრა,რომელიც შავ ლაქად დარჩა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიასა და დერბის ისტორიაში.შეხვედრა,რომელსაც ყოველთვის გაიხსენებენ ის გულშემატკივრები,რომლებიც მანჩესტერი გულზე არ ეხატებათ.შეხვედრა,რომელიც მთლიანად შოკი იყო მთელი მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის.ყველაფერი კი ალბათ მაინც იმის ბრალია,რომ მანჩესტერ იუნაიტედი კაცნაკლული თამაშობდა,ხოლო როდესაც მათ ევანსი გაუგდეს ყველაფერი აირია და სიტიმაც თავისი შანსი გამოიყენა და თავისი თანაქალაქელი თავისსავე სტადიონზე მიწასთან გაასწორა.იუნაიტედის რბევა კი ედინ ჯეკომ დაასრულა,რომელმაც ამ შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა.




Manchester United 0-1 Manchester City, 1974 წელი
1974 წელს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა და გმირი დენის ლოუ მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა.ოლდ ტრაფორდზე შედგა კიდევ ერთი მანჩესტერული დერბი,რომელიც უხვგოლიანი ნამდვილად არ გამოდგა.უბრალოდ ამ შეხვედრაში მოხდა ის,რაც შემდგომში მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში კიდევ ერთ შავ ლაქად დარჩა.ამ წაგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში მე-19 ადგილი დაიკავა და რა თქმა უნდა პირველ ლიგაშიც გავარდა.ახლა კი რაც შეეხება იმ საინტერესო ფაქტს,რაც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა.მატჩი "ქალაქელებმა" მინიმალური ანგარიშით მოიგეს,ხოლო იმ ერთადერთი გოლის ავტორი მანჩესტერ იუნაიტედის კარში სწორედ იმ ფეხბურთელმა გაიტანა,რომელიც იუნაიტედის ლეგენდადაა აღიარებული,საუბარია დენის ლოუზე,რომლის გოლით იუნაიტედი პირველ ლიგაში გადავარდა,მაგრამ ეს ყველაფერი არ გამხდარა იმის მიზეზი,რომ ლოუ იუნაიტედის გულშემატკივრებს შესძულდებოდათ,პირიქით ლოუ დღემდე ძალიან უყვართ იუნაიტედის ფანებს.




Manchester United 4-3 Manchester City, 2009 წელი
შეხვედრა,რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი დერბია.ეს იყო პერიოდი,როდესაც სიტი თავის შემადგენლობას აძლიერებდა და იწყებდა ბრძოლას მაღალი მიზნებისათვის.შეხვედრა,რომლის გახსენებისთანავე ალბათ ყველას მაიკლ ოუენი გაახსენდება,რომელიც ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და გმირია.პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა ჯერ უეინ რუნიმ გამოიჩინა თავი,ხოლო შემდგომ გარეტ ბერმა აღადგინა წონასწორობა,ამის შემდეგ დარენ ფლეტჩერმა და კრეიგ ბელამიმ დუბლი მიითვალეს და ანგარიში კვლავ ფრე იყო.შეცვლაზე შემოსულმა მაიკლ ოუენმა მატჩის ბოლო წუთზე კი ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 4-3 დააფიქსირა.




©მანჩესტერში მხოლოდ ერთი გუნდია და მას იუნაიტედი ჰქვია!
სტატიები
26 კომენტარი
№21
ავტორი: Tom Cleverley
8 აპრილი 2013 18:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 17
ყოჩაღ ავტორ :)

ოუენმა რომ გოლი გაიტანა მაგ მომენტს რა დამავიწყებს ^_^
0
№22
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2013 18:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Manchester United 4-3 Manchester City, 2009 წელი


დაუვიწყარი იყო
0
№23
ავტორი: m-an-united
8 აპრილი 2013 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
4-3 <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№24
ავტორი: don_vini
8 აპრილი 2013 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
იმედია დღევანდელი დგეეე მიემატება დაუვიწყარ დერბებს.რა თქმა უდნა ჩვენს სასარგებლოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№25
ავტორი: Amerigo
9 აპრილი 2013 12:14
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
GioO_o,
აბა რა! რომელი დერბი არაა დაუვიწყარი. ის სკოულზმა 94 რო ჭედა?
0
№26
ავტორი: Ginka
9 აპრილი 2013 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ერიკ კანტონა მაგარი კაცი იყო ძაან მაგარი ფეხბურთელი და მსოფლიოს MAნ თავი თავისი ნიჭითა დაა ჩხუბით შემოარჩინა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top