თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2013, 15:44
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 13
სერ ალექსი:"ჩიჩარიტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის"
სერ ალექსმა კატეგორიული უარი განაცხადა იმაზე, რომ ვითომდა ჩიჩარიტო კლუბს ამ ზაფხულში დატოვებდა...
სერ ალექსი:
ინგლისური პრესა გვამცნობს, რომ მექსიკელი ფორვარდი გაოცებულია იმით, რომ სულ სათადარიგოთა სკამზე ზის, ასე რომ ზაფხულში სხვა შემოთავაზებების განხილვას აპირებს. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჩიჩარიტო კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:"დაწყებისთვის იმას გეტყვით, რომ მას ჩვენთან საკმაოდ გრძელ ვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამ თემაზე არანაირ ინტრიგას არ დავტოვებთ. ხავიერი - ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. თქვენთვითონაც ხედავთ, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოედანზე შესვლა და ყველაფრის შეცვლა. ის აკეთებს რაღაცას, რაც ყველა ფორვარდისგან გამოარჩევს." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

"როდესაც ძირითად შემადგენლობას ვირჩევ, ყოველთვის ვესაუბრები იმათ ვინც ამ შემადგენლობის მიღმა რჩება. მე ვესაუბრები ხავიერს და ვეუბნევი, რომ ძალიან მიჭირს მისი სკამზე დასმა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი გოლი გაიტანა. ის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს და ამას ყოველთვის გააგრძელებს, რადგან საუკეთესო ფორვარდია."

"ძნელია შემადგენლობის არჩევა, როდესაც ამდენი კარგი ფეხბურთელი გყავს. მე მყავს დენი ველბეკი, უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და შინჯი კაგავა. მაგრამ ეს ყველაფერი გუნდზე კარგად მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს ხელში 26 მოთამაშეა. მთელს ლიგაში კი ყველაზე დიდი შემადგენლობა მყავს."

"არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იმაზე, რომ ჩიჩარიტო უკმაყოფილოა გუნდში თავისი მდგომარეობით. მისი მომზადება მატჩებისთვის და ენთუზიაზმი, რომლითაც ის ვარჯიშებს უდგება უბრალოდ შეუდარებელია. მე ამ ბიჭთან არანაირი პრობლემა არ მაქვს."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
2 აპრილი 2013 15:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ასეთი იდო მაგრამ ამდენი არ ეწერა და გადვწყვიტე დამედო
0
№2
ავტორი: love united
2 აპრილი 2013 15:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართლა საჭირო კაცია...ძაან დიდი კონკურენციაა გუნდში ამ ეტაპზე,მაგრამ ჩიჩარო მაინც საჭიროა...
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
2 აპრილი 2013 16:04
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Lado Ghonghadze,
რა მნიშვნელობა აქ ისეთი თემაა რამდენნაირიც არ უნდა იყოს უნდა დაიდოს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Shako Jones
2 აპრილი 2013 17:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
<3 ჩიჩიიიიიიიკ ცოტა უნდა დაიხვეწო ბიჭო
0
№5
ავტორი: BERDI
2 აპრილი 2013 17:38
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საჭირო კია მაგრამ ცოტა მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს ჩიჩას რო გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: I L C
2 აპრილი 2013 18:28
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მართლა მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: RVP (20)
2 აპრილი 2013 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
ჩიჩა მართლაც მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არსად არ უნდა გავუშვათ love
0
№8
ავტორი: Amanda Seyfried
2 აპრილი 2013 21:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მაგარია ჩიჩა.ამ კაცის გაშვება არ მოხდება,ჩიჩა მაგარს გვიერთგულებს აი ნახავთ love
0
№9
ავტორი: Red Hooligan
2 აპრილი 2013 21:43
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ლეგენდების მერე ყველაზე მეტად ამას უყვარს იუნაიტედი და ამის წასვლის 0%ია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: gilmour
2 აპრილი 2013 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
შეიძლება მთელი კარიერის მანძილზე ვერ გახდეს ძირითადის ფეხბურთელი, მაგრამ გუნდში აუცილებელია ასეთი იღბლიანი შემგდები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top