თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2013, 15:44
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2215,
კომენტარები: 13
სერ ალექსი:"ჩიჩარიტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის"
სერ ალექსმა კატეგორიული უარი განაცხადა იმაზე, რომ ვითომდა ჩიჩარიტო კლუბს ამ ზაფხულში დატოვებდა...
სერ ალექსი:
ინგლისური პრესა გვამცნობს, რომ მექსიკელი ფორვარდი გაოცებულია იმით, რომ სულ სათადარიგოთა სკამზე ზის, ასე რომ ზაფხულში სხვა შემოთავაზებების განხილვას აპირებს. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჩიჩარიტო კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:"დაწყებისთვის იმას გეტყვით, რომ მას ჩვენთან საკმაოდ გრძელ ვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამ თემაზე არანაირ ინტრიგას არ დავტოვებთ. ხავიერი - ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. თქვენთვითონაც ხედავთ, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოედანზე შესვლა და ყველაფრის შეცვლა. ის აკეთებს რაღაცას, რაც ყველა ფორვარდისგან გამოარჩევს." - განაცხადა სერ ალექსმა manutd.com-თან.

"როდესაც ძირითად შემადგენლობას ვირჩევ, ყოველთვის ვესაუბრები იმათ ვინც ამ შემადგენლობის მიღმა რჩება. მე ვესაუბრები ხავიერს და ვეუბნევი, რომ ძალიან მიჭირს მისი სკამზე დასმა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი გოლი გაიტანა. ის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს და ამას ყოველთვის გააგრძელებს, რადგან საუკეთესო ფორვარდია."

"ძნელია შემადგენლობის არჩევა, როდესაც ამდენი კარგი ფეხბურთელი გყავს. მე მყავს დენი ველბეკი, უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და შინჯი კაგავა. მაგრამ ეს ყველაფერი გუნდზე კარგად მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს ხელში 26 მოთამაშეა. მთელს ლიგაში კი ყველაზე დიდი შემადგენლობა მყავს."

"არანაირი ინფორმაცია არ არსებობს იმაზე, რომ ჩიჩარიტო უკმაყოფილოა გუნდში თავისი მდგომარეობით. მისი მომზადება მატჩებისთვის და ენთუზიაზმი, რომლითაც ის ვარჯიშებს უდგება უბრალოდ შეუდარებელია. მე ამ ბიჭთან არანაირი პრობლემა არ მაქვს."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
3 აპრილი 2013 14:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნამდვილად ძალიან მნიშნელოვანია : )) შედეგიც ყველაფერზე მეტყველებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: davita
3 აპრილი 2013 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ჩიჩა მაგარი კაცია და მგონია რომ ძირითადში იმსახურებს თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№13
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 09:51
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Kargia imedia kidev bevr gols gaitans.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top