თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2013, 21:01
ავტორი: love united,
ნანახია: 2746,
კომენტარები: 11
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა "ჩელსისთან" გამართული მატჩის შესახებ...
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მას შემდეგ გატყდა, როდესაც მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ჩელსის" ფორვადრდმა, დემბა ბამ გაიტანა საკმაოდ ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი ბურთი.სწორედ ბას ოსტატური შესრულება გამოდგა გადამწყვეტი, მაგრამ რომ არა პიტერ ჩეხის დამაჯერებელი თამაში ჩიჩარიტოს თავური დარტყმის დროს, შესაძლოა შემდეგ ეტაპზე "არისტოკრატების" ნაცვლად "ეშმაკები" აღმოჩენილიყვნენ.

"პირველ ტაიმში თავს კომფორტულად ვგრძნობდით, მათ არ შეუქმნიათ მომენტები, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა.ჩვენ ვისაუბრეთ დემბა ბას შესახებ.საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის "ნიუკასლში" თამაშობდა ზუსტად ასეთივე ტიპის გოლი გაგვიტანა.ის ყოველთვის გვიქმნის პრობლემებს.ვფიქრობდი, რომ ალბათ ჩვენ გავიდოდით შემდეგ ეტაპზე, რადგან გოლს არაფერი მოასწავლებდა.შემდეგ ჩვენ გაგვიჭირდა შეტევაში გადასვლა."-განუცხადა შოტლანდიელმა MUTV-სა და ITV1-ს.

"მათ ყავთ ისეთი ინდვიდუალისტები, როგორებიც არიან ხუან მატა, ოსკარი და ედენ აზარი.მათ ყოველთვის შეუძლიათ თამაში გაამწვავონ და პრობლემები შეგიქმნან.საბედნიეროდ, ეს ვერ შეძლეს, საპასუხოდ კი ვერც ჩვენ გავიტანეთ.რობინ ვან პერსის შეეძლო გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი.ასევე იყო თავური დარტყმები, რომელთა პარალიზება ჩეხმა შეძლო.გამორჩეული კი ჩიჩარიტოს მომენტი გახლდათ."

ახლა "წითლებს" მოუწევთ ისევ პრემიერ ლიგაზე გადაერთონ და ყურადღება მომავალი ტურის შეხვედრაზე გაამახვილონ, რომლიც ძალზედ პრინციპულია- ოლდ ტრაფორდზე ფერგიუსონის გუნდი "სიტის" დაუპირისპირდება."ჩვენ გვმართებს ძალების მოკრებვა.ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან იციან, შეეძლოთ უკეთ ეთამაშათ.სიმართლე გითხრათ, მთელი თამაში ველოდებოდი, თუ როდის გვანახებდა ანტონიო ვალენსია ძველებურ თამაშს.ფილ ჯონსმა კარგად ითამაშა, დე ხეასაც არაუშავდა.ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის "სიტითან" და სწორედ ამ თამაშში უნდა დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე."

წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: love united
1 აპრილი 2013 21:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ესეც ასე...შემდეგ წელს მაინც მოვიგოთ ტრებლი თუ არა,ორი ტიტული მაინც...არ შეიძლება ასე გულგრილად უყურებდე ფა თასს...
0
№2
ავტორი: GIO-UTD
1 აპრილი 2013 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
არაუშავს ბაბუ არ ინერვიულო მთავარია პრემიერ ლიგა ჩვენია wink
0
№3
ავტორი: ლადო
1 აპრილი 2013 21:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მთავარია ეპლ მოვიგეთ და ფაც კარგი იქნებოდა მაგრამ ყველაფერი ერთდროულად ძალიან ძნელი იყო მოგვეგო....შემდეგ წელს უფრო გავძლერდებით ნახევარდაცვაშიდა დაცვაში და ეგ მოგვიტანს ტრებლის
0
№4
ავტორი: always ReD
1 აპრილი 2013 21:11
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
არა რა ერთი მიკვრის მარტო ბაბუსი.... გამოგიყვანა ძირითადი შემადგენლობა გამოყარე შენც ხალხი რა :( შეუტიე ერთი გადაუარე და მერე დაასვენე derpneutral
0
№5
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2013 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მათ ყავთ ისეთი ინდვიდუალისტები, როგორებიც არიან ხუან მატა, ოსკარი და ედენ აზარი.


ზუსტად მასეთი ფეხბურტელებია რაჭირო რაც მანჩესტრს არ ყავს სამწუხაროდ
0
№6
ავტორი: Amerigo
1 აპრილი 2013 21:45
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Middlesbro,
100% ხარ
0
№7
ავტორი: giochinio
1 აპრილი 2013 21:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ციტატა: Middlesbro
ზუსტად მასეთი ფეხბურტელებია რაჭირო რაც მანჩესტრს არ ყავს სამწუხაროდ

ნანი იყო ეგეთი როცა მაგარ ფორმაში იყო და ახლა არავინ არ გვყავს...ამიტომ გაასწორებდა აზარის ყიდვა მარა ფულის მონა ყოპილა
0
№8
ავტორი: Zizou
1 აპრილი 2013 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ასოციაციის თასიდან გამოვარდნა ასე ძალიან არასდროს გამტყდომია.
0
№9
ავტორი: UTD-Rule
1 აპრილი 2013 22:50
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გული მწყდება recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Lev
2 აპრილი 2013 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მათ ყავთ ისეთი ინდვიდუალისტები, როგორებიც არიან ხუან მატა, ოსკარი და ედენ აზარი.მათ ყოველთვის შეუძლიათ თამაში გაამწვავონ და პრობლემები შეგიქმნან>>>>ზატო ჩვენ ვალენსია გვყვავს და იანგი და ჩიჩარიტო ამის დედა შვც!!!!!!!!!!!! მეორე დივიზიონის თამაშს თამაშობენ ფუ ამათი!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top