თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2013, 21:01
ავტორი: love united,
ნანახია: 2748,
კომენტარები: 11
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა "ჩელსისთან" გამართული მატჩის შესახებ...
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მას შემდეგ გატყდა, როდესაც მეორე ტაიმის საწყის წუთებში "ჩელსის" ფორვადრდმა, დემბა ბამ გაიტანა საკმაოდ ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი ბურთი.სწორედ ბას ოსტატური შესრულება გამოდგა გადამწყვეტი, მაგრამ რომ არა პიტერ ჩეხის დამაჯერებელი თამაში ჩიჩარიტოს თავური დარტყმის დროს, შესაძლოა შემდეგ ეტაპზე "არისტოკრატების" ნაცვლად "ეშმაკები" აღმოჩენილიყვნენ.

"პირველ ტაიმში თავს კომფორტულად ვგრძნობდით, მათ არ შეუქმნიათ მომენტები, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა.ჩვენ ვისაუბრეთ დემბა ბას შესახებ.საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის "ნიუკასლში" თამაშობდა ზუსტად ასეთივე ტიპის გოლი გაგვიტანა.ის ყოველთვის გვიქმნის პრობლემებს.ვფიქრობდი, რომ ალბათ ჩვენ გავიდოდით შემდეგ ეტაპზე, რადგან გოლს არაფერი მოასწავლებდა.შემდეგ ჩვენ გაგვიჭირდა შეტევაში გადასვლა."-განუცხადა შოტლანდიელმა MUTV-სა და ITV1-ს.

"მათ ყავთ ისეთი ინდვიდუალისტები, როგორებიც არიან ხუან მატა, ოსკარი და ედენ აზარი.მათ ყოველთვის შეუძლიათ თამაში გაამწვავონ და პრობლემები შეგიქმნან.საბედნიეროდ, ეს ვერ შეძლეს, საპასუხოდ კი ვერც ჩვენ გავიტანეთ.რობინ ვან პერსის შეეძლო გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი.ასევე იყო თავური დარტყმები, რომელთა პარალიზება ჩეხმა შეძლო.გამორჩეული კი ჩიჩარიტოს მომენტი გახლდათ."

ახლა "წითლებს" მოუწევთ ისევ პრემიერ ლიგაზე გადაერთონ და ყურადღება მომავალი ტურის შეხვედრაზე გაამახვილონ, რომლიც ძალზედ პრინციპულია- ოლდ ტრაფორდზე ფერგიუსონის გუნდი "სიტის" დაუპირისპირდება."ჩვენ გვმართებს ძალების მოკრებვა.ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან იციან, შეეძლოთ უკეთ ეთამაშათ.სიმართლე გითხრათ, მთელი თამაში ველოდებოდი, თუ როდის გვანახებდა ანტონიო ვალენსია ძველებურ თამაშს.ფილ ჯონსმა კარგად ითამაშა, დე ხეასაც არაუშავდა.ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის "სიტითან" და სწორედ ამ თამაშში უნდა დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე."

წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
5 აპრილი 2013 09:12
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Shemdegi wlis didi imedimaqvs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top