თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2013, 20:10
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2643,
კომენტარები: 13
ვან პერსი პრემიერ ლიგის და ასოაციაციის თასის მოგებაზე ოცნებობს
რობინი გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ ისინი ხვალინდელ მატჩში დიდ სანახაობას არ უნდა დაელოდნონ...
ვან პერსი პრემიერ ლიგის და ასოაციაციის თასის მოგებაზე ოცნებობს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის და ასოციაციის თასის მოგებაზეა მოტივირებული. რობინი ორშაბათს ადვილ მატჩს არ ელის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „იუნაიტედს“ 9 წელია ეს ჩემპიონატი არ მოუგია, მისთვის და მთლიანად გუნდისთვის ეს დამატებითი სტიმულია.
პრემიერ ლიგაში “წითლები“ „თანაქალაქელებს“ 15 ქულით უსწრებენ, ასოციაციის თასზე კი ხვალ „ჩელსის“ უპირისპირდებიან და მათი დამარცხების შემთხვევაში, ნახევარფინალში „სიტის“ შეხვდებიან.
„გვინდა, რომ ასოციაციის თასიც მოვიგოთ და პრემიერ ლიგაც. გუშინ, „სანდერლენდის“ დამარცხებით ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და გვინდა, რომ ანალოგიური ინგლისის ასოციაციის თასზეც გავაკეთოთ. ახლა ყურადღების გამახვილება „ჩელსისთან“ მატჩისკენ უნდა მივაპყროთ. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ."
2004 წლის ასოციაციის თასის ტრიუმფის შემდეგ, „წითლები“ ფინალში ორჯერ დამარცხდნენ - ერთხელ „არსენალთან“ 2005-ში, მეორედ კი 2007-ში მომავალ მეტოქე „ჩელსისთან“. ვან პერსიმ 2005 წლის ფინალში მონაწილეობა მიიღო, ეს მატჩი „მეთოფეებმა“ 120 წუთიანი თამაშის შემდეგ პენალტების სერიით მოიგეს.
“ცხრა წელია „იუნაიტედს“ ეს ტიტული არ მოუგია. ინგლისის თასი ჩემპიონატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დიდი შანსი გვაქვს, რომ ნახევარფინალში გავიდეთ და „სიტის“ დავუპირისპირდეთ. არ მინდა, რომ ზედმეტად შორს გავიხედო, მაგრამ თუ „ჩელსისაც“ და „სიტისაც“ დავამარცხებთ, ჩვენ უდიდესი შანსი გვექნება ამ ტიტულის მოსაპოვებლად.“
ორშაბათის მატჩამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. ვან პერსი ფანებს აფრთხილებს, რომ კლასიკურ დაპირისპირებას არ უნდა დაელოდონ.
“ეს თარიღი იდეალური არ არის, რადგან „სანდერლენდის“ დამარცხებიდან 2 დღეში გვიწევს მათთან შეხვედრა. ეს ცუდია, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. უბრალოდ ამ სირთულესთან გამკლავება მოგვიწევს.
არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ სასურველი შედეგის მოპოვება მოგვიწევს. ვფიქრობ, გულშემატკივარი შესანიშნავი თამაშის ხილვის მოლოდინში არ უნდა იყოს.“
- დაასრულა ვან პერსიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
31 მარტი 2013 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ორშაბათს არაა თამაში?? ისე მეც მაგრა მინდა რო მოვიგოთ, მეტი აღარაფერი დაგვრჩა საინტერესო და რა ვაკეთოთ აბა დარჩენილ სეზონში:)))
0
№2
ავტორი: TrueRed
31 მარტი 2013 20:21
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მალეე აგიხდებაა ეგ ოცნებაა love
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
31 მარტი 2013 20:27
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
უკვე სულით მანჩესტერელია love რა ადრეა თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Chogo_14
31 მარტი 2013 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
4is naxevarze tamashi ra potnia ? :X
0
№5
ავტორი: Jubo
31 მარტი 2013 20:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: gilmour
ორშაბათს არაა თამაში??

ორშაბათსაა,შემეშალა

არ მჯერა პერსი შენი, მე მაინც სანახაობას ველოდები manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: I L C
31 მარტი 2013 21:02
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
...RooNeY...FaN...,
ეგრე ადრე კაი ხანია თამაში არ ყოფილა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: BERDI
31 მარტი 2013 21:33
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ოცნება რეალობაში უნდა გადააქციოთ და ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ.რეკორდიც დაამყაროთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: love united
31 მარტი 2013 21:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართლა რა ცუდ დროსაა თამაში...
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
31 მარტი 2013 22:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ჩვენც ეგ გვინდა რომ მოიგო პერსიკ
0
№10
ავტორი: don_vini
1 აპრილი 2013 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მთავარი გავიდეთ.აუცილებლად უდნა გავიდეთ!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top