თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2013, 20:10
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2645,
კომენტარები: 13
ვან პერსი პრემიერ ლიგის და ასოაციაციის თასის მოგებაზე ოცნებობს
რობინი გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ ისინი ხვალინდელ მატჩში დიდ სანახაობას არ უნდა დაელოდნონ...
ვან პერსი პრემიერ ლიგის და ასოაციაციის თასის მოგებაზე ოცნებობს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის და ასოციაციის თასის მოგებაზეა მოტივირებული. რობინი ორშაბათს ადვილ მატჩს არ ელის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „იუნაიტედს“ 9 წელია ეს ჩემპიონატი არ მოუგია, მისთვის და მთლიანად გუნდისთვის ეს დამატებითი სტიმულია.
პრემიერ ლიგაში “წითლები“ „თანაქალაქელებს“ 15 ქულით უსწრებენ, ასოციაციის თასზე კი ხვალ „ჩელსის“ უპირისპირდებიან და მათი დამარცხების შემთხვევაში, ნახევარფინალში „სიტის“ შეხვდებიან.
„გვინდა, რომ ასოციაციის თასიც მოვიგოთ და პრემიერ ლიგაც. გუშინ, „სანდერლენდის“ დამარცხებით ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და გვინდა, რომ ანალოგიური ინგლისის ასოციაციის თასზეც გავაკეთოთ. ახლა ყურადღების გამახვილება „ჩელსისთან“ მატჩისკენ უნდა მივაპყროთ. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ."
2004 წლის ასოციაციის თასის ტრიუმფის შემდეგ, „წითლები“ ფინალში ორჯერ დამარცხდნენ - ერთხელ „არსენალთან“ 2005-ში, მეორედ კი 2007-ში მომავალ მეტოქე „ჩელსისთან“. ვან პერსიმ 2005 წლის ფინალში მონაწილეობა მიიღო, ეს მატჩი „მეთოფეებმა“ 120 წუთიანი თამაშის შემდეგ პენალტების სერიით მოიგეს.
“ცხრა წელია „იუნაიტედს“ ეს ტიტული არ მოუგია. ინგლისის თასი ჩემპიონატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დიდი შანსი გვაქვს, რომ ნახევარფინალში გავიდეთ და „სიტის“ დავუპირისპირდეთ. არ მინდა, რომ ზედმეტად შორს გავიხედო, მაგრამ თუ „ჩელსისაც“ და „სიტისაც“ დავამარცხებთ, ჩვენ უდიდესი შანსი გვექნება ამ ტიტულის მოსაპოვებლად.“
ორშაბათის მატჩამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. ვან პერსი ფანებს აფრთხილებს, რომ კლასიკურ დაპირისპირებას არ უნდა დაელოდონ.
“ეს თარიღი იდეალური არ არის, რადგან „სანდერლენდის“ დამარცხებიდან 2 დღეში გვიწევს მათთან შეხვედრა. ეს ცუდია, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. უბრალოდ ამ სირთულესთან გამკლავება მოგვიწევს.
არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ სასურველი შედეგის მოპოვება მოგვიწევს. ვფიქრობ, გულშემატკივარი შესანიშნავი თამაშის ხილვის მოლოდინში არ უნდა იყოს.“
- დაასრულა ვან პერსიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
1 აპრილი 2013 10:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Ocneba male realobad gadaiqceva

Ocneba male realobad gadaiqceva
0
№12
ავტორი: BERDI
1 აპრილი 2013 13:52
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ეე ძალიან ადრეა თამაში რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№13
ავტორი: ლადო
1 აპრილი 2013 14:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ თამაშის ნახევარსაც ვერ ვუყურებ რააა....მე არხეინად ვიყავი 12 საათზე მეგონა და რა ადრე ყოფილაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top