თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 19:45
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1962,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" მორიგი გამარჯვება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო...
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სანდერლენდს" შორის, რომელშიც წითელმა ეშმაკუნებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. წინასამატჩოდ ჟურნალისტებმა ბევრი საინტერესო რამ დაწერეს. საუბარი იყო ერთგვარ შურისძიებაზე "იუნაიტედის" მხრიდან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "იუნაიტედმა" ჩემპიონობა ხელიდან სწორედ "სანდერლენდის" სტადიონზე გაუშვა. რა თქმა უნდა ამით შავ კატებს არაფერი დაუშავებიათ, თუმცა მატჩის შემდგომ ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა. "სანდერლენდის" გულშემატკივრები კარგ ხასიათზე დადგნენ და სიმღერაც კი დაიწყეს. ბევრი საუბარი არაა საჭირო იმის შესახებ, რომ ეს ფაქტი ცუდად დაამახსოვრდათ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს და დღევანდელი მატჩის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მათ შური იძიეს. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მატჩის მსველობაზე და მასში განვითარებულ სიუჟეტზე."იუნაიტედს" ბევრი ძირითადის მოთამაშე აკლდა:უეინ რუნი, რაიან გიგზი, რიო ფერდინანდი, პატრის ევრა. მაგრამ თუ დანაკლისებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ "სანდერლენდის" საკადრო პრობლემებს. მათ აკლდათ სტივენ ფლეტჩერი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოლი, რომლებიც გუნდის ლიდერებად ითვლებიან. ამ ყველაფრის ფონზე მატჩი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა. მატჩი "იუნაიტედის" უპირატესობით დაიწყო და რამოდენიმე კარგი შეტევაც გააკეთეს. მიუხედავად ამისა "სანდერლენდი" ცუდად არ გამოიყურებოდა და 1-2 კარგი მომენტიც შექმნა. "იუნაიტედს" პირველივე ტაიმში გამოაკლდა რაფაელი, რომელმაც დიდი ალბათობით მცირე ტრამვა მიიღო. 27-ე წუთზე კი რობინ ვან პერსის კარგი გარღვევის შემდეგ ბურთი ტიტუს ბრამბელს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ ტემპი დადაბლდა, "იუნაიტედი" ხშირად აღარ უტევდა, ხოლო "სანდერლენდი" რაც შეეძლო აკეთებდა, თუმცა ეს გოლის გატანისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი ტაიმი "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო. მეორე ტაიმში ასეთივე სიუჟეთი განვითარდა და გუნდებს დიდი არაფერი შემოუთავაზებიათ. შეიძლება ითქვას, რომ უმოტივაციო "მანჩესტერისთვის" არ იყო ამ თამაშის მოგება აუცილებელი, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე მათ შურისძიება სურდათ და გამოუვიდათ კიდეც.

ავტორი: Red Hooligan
სტატიები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
30 მარტი 2013 19:52
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ახალი რეკორდი მომეწონა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Jubo
30 მარტი 2013 19:55
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დე ხეას 633 წუთია ბურთი არ გაუშვია am
საღოლ ავტორ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: Red Hooligan
30 მარტი 2013 19:57
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
საერთო ჯამში მოსაწყენი მატჩი იყო.
...RooNeY...FaN...,
სპს გაიხარე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: LashaPersie
30 მარტი 2013 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
გამარჯობათ.... მე ახალი ვარ smile

სააღოლ ბიჭებს.. მაგრები ხართ..
პრემიერ ლიგა ჩათვალეთ ჩვენია gun2 manunited
0
№5
ავტორი: BERDI
30 მარტი 2013 20:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: love united
30 მარტი 2013 20:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ბიჭები...წელს ჩელსის რეკორდი უნდა მოვსნათ...
0
№7
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2013 21:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შეეცადე ესეთი სიახლეები უფრო განავრცო : ))

დე გეას საღოლ რა 633 წუთი კარი მშრალად : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Red Hooligan
30 მარტი 2013 21:26
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
ესეთებს ადრეც ვწერდი და კმაყოფილი იყო ყველა და თითოუელ დარტყმაზე ხოვერ დავწერდი. ეგ 2 კი გამომრჩა დეხეასა და რეკორდის შესახებ მარა მეჩქარებოდა და მაგის ბრალია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: ლადო
31 მარტი 2013 07:13
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
LashaPersie,
გაგიმარჯოს, იმედია სააქტიუროდ შემოხვედი....

საღოლ ავტორ....მომეწონა, მაგრამ რაღაც აკლიაა..ცოტა გაალამაზე ხოლმე და ეგაა
0
№10
ავტორი: red devil
31 მარტი 2013 07:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Red Hooligan,
diqtaturis qarcecxlshi moyevi:D ARAUSHAVS DZ.KARGIA
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top