თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 19:45
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 1966,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" მორიგი გამარჯვება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო...
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სანდერლენდს" შორის, რომელშიც წითელმა ეშმაკუნებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. წინასამატჩოდ ჟურნალისტებმა ბევრი საინტერესო რამ დაწერეს. საუბარი იყო ერთგვარ შურისძიებაზე "იუნაიტედის" მხრიდან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "იუნაიტედმა" ჩემპიონობა ხელიდან სწორედ "სანდერლენდის" სტადიონზე გაუშვა. რა თქმა უნდა ამით შავ კატებს არაფერი დაუშავებიათ, თუმცა მატჩის შემდგომ ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა. "სანდერლენდის" გულშემატკივრები კარგ ხასიათზე დადგნენ და სიმღერაც კი დაიწყეს. ბევრი საუბარი არაა საჭირო იმის შესახებ, რომ ეს ფაქტი ცუდად დაამახსოვრდათ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს და დღევანდელი მატჩის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მათ შური იძიეს. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მატჩის მსველობაზე და მასში განვითარებულ სიუჟეტზე."იუნაიტედს" ბევრი ძირითადის მოთამაშე აკლდა:უეინ რუნი, რაიან გიგზი, რიო ფერდინანდი, პატრის ევრა. მაგრამ თუ დანაკლისებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ "სანდერლენდის" საკადრო პრობლემებს. მათ აკლდათ სტივენ ფლეტჩერი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოლი, რომლებიც გუნდის ლიდერებად ითვლებიან. ამ ყველაფრის ფონზე მატჩი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა. მატჩი "იუნაიტედის" უპირატესობით დაიწყო და რამოდენიმე კარგი შეტევაც გააკეთეს. მიუხედავად ამისა "სანდერლენდი" ცუდად არ გამოიყურებოდა და 1-2 კარგი მომენტიც შექმნა. "იუნაიტედს" პირველივე ტაიმში გამოაკლდა რაფაელი, რომელმაც დიდი ალბათობით მცირე ტრამვა მიიღო. 27-ე წუთზე კი რობინ ვან პერსის კარგი გარღვევის შემდეგ ბურთი ტიტუს ბრამბელს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ ტემპი დადაბლდა, "იუნაიტედი" ხშირად აღარ უტევდა, ხოლო "სანდერლენდი" რაც შეეძლო აკეთებდა, თუმცა ეს გოლის გატანისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი ტაიმი "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო. მეორე ტაიმში ასეთივე სიუჟეთი განვითარდა და გუნდებს დიდი არაფერი შემოუთავაზებიათ. შეიძლება ითქვას, რომ უმოტივაციო "მანჩესტერისთვის" არ იყო ამ თამაშის მოგება აუცილებელი, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნე მათ შურისძიება სურდათ და გამოუვიდათ კიდეც.

ავტორი: Red Hooligan
სტატიები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
31 მარტი 2013 13:07
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Kargi pirveli taimi iyo meore armomewona andes gaazrebuli pasebi momewona saerto jamshi kargad vitamashet
0
№12
ავტორი: Red Hooligan
31 მარტი 2013 16:09
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
Lado Ghonghadze,
არ ჭირდება ასეთ სტატიებს გალამეზა ანალიზს ვწერ და მე მხოლოდ და სხვა დანარჩენზე სხვამ იფიქროს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№13
ავტორი: Amerigo
12 აპრილი 2013 17:28
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Red Hooligan,
რატო ასე აგრესიულად? ამნ მხოლოდ გირჩია!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top