თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 14:31
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2273,
კომენტარები: 20
"იუნაიტედი" ტიაგო ალკანტარასთვის ბრძოლაში ლიდერობს
"ბარსელონას" ვარსკვლავი "ნოუ კამპის" დასატოვებლად მზადაა.
მანჩესტერ იუნაიტედმა გაანახლა თავისი ინტერესი "ბარსელონას" ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასადმი. როგორც "დეილი მეილი" იტყობინება, უკვე დიდი ხანია, რაც ამ ფეხბურთელს აკვირდება "იუნაიტედის" წარმომადგენლობა. პირველად ისინი 3 წლის წინ დაინტერესდნენ, 18 თვის წინ კი მათ გააგზავნეს შეთვაზება, რომელიც უარყო "ბარსელონამ". ტიაგო ცდილობდა მოხვედრილიყო "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა და ისღა დარჩენია, რომ ბედი სხვაგან სცადოს.

”მსოფლიოს რომელიმე სხვა კლუბში ჩემი შვილი გაცილებით ხშირად გამოვა მოედანზე. მან ბევრი კარგი რამ ისწავლა თავისი ბრწყნვალე პარტნიორებისაგან, თუმცა ტიაგო ძალიან ამბიციურია და მას უნდა, რომ რაც შეიძლება ბევრი მატჩი ჩაატაროს. არავინ არ იცის თუ რა მოხდება მომავალში. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. თუ ტიაგოს უნდა რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდეს, მაშინ მან რაც შეიძლება ხშირად უნდა ითამაშოს.”

”მას აქვს თვისებები იმისათვის, რომ "ბარსელონაშიც" მიაღწიოს წარმატებას. თუმცა სხვაგან ის უფრო მეტს ითამაშებს. მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს მოერგოს. არ ვიცი შეიძენს თუ არა ახალ ფეხბურთელებს "ბარსელონა" ზაფხულში. მათ ისედაც ძალიან ბევრი ნახევარმცველი ჰყავთ. ამის გარდა ტიაგოს ძმა რაფინიაც პირველ გუნდში გადავა.” - განაცხადა ტიაგოს მამამ.

ტიაგოს "ბარსასთან" კონტრაქტი აკავშირებს და იმისათვის, რომ მისი კონტრაქტი გაწყდეს მსურველებმა 30 მილიონი ფუნტი უნდა გადაიხადონ.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები, ჭორები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
30 მარტი 2013 14:33
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გამორიცხულია არ გაყიდიან
0
№2
ავტორი: Red Hooligan
30 მარტი 2013 14:36
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ლიდერობს ? ჯერ ერთი ამას არ გამოუშვენებ მომავალ ხავიდ შერაცხეს უკვე და მეორეც ტომი რისთვისაა ? ან ანდერსონი გაუშვან ჯერ თუ უშვებენ ბუბლიკ. სტროტმანი იყიდეთ თუ ყიდულობთ ვინმეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: Luka Gelashvili
30 მარტი 2013 14:50
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
სანჩესი ჯობია თან ინტერესი გვაქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: ლადო
30 მარტი 2013 14:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
არამგონია გამოუშვან და ისედაც არა მგონია რო მანჩესტერს მოერგოსს
0
№5
ავტორი: Malboro463
30 მარტი 2013 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რა სანჩესი უდინეზეში რაც იყო იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს
როდრიგესი უკეთესი ვარიანტია

რაც შეხება ამ ტრანსფერს კარგი ფეხბურთელია მარა 30 მლნ ფუნტი ბევრი მგონია

ალკანარრას, ტელოს და დეულოფეუს გაყდვით არ გაყიდიან
0
№6
ავტორი: Z A C K™
30 მარტი 2013 15:18
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
30 მილიონი ბევრია ისე კაი ბიჭია შარშანაც იყო ამაზე ლაპარაკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№7
ავტორი: Shako Jones
30 მარტი 2013 15:19
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
არ გაყიდიან ისე ძაან ნიჭიერი გოლი ხო გაგვიტანა ამან ამხანაგურზე
0
№8
ავტორი: Luka Gelashvili
30 მარტი 2013 15:21
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Middlesbro,
როდიგესი რა თქმა უნდა ეგ და ზაჰა გამოგვადგება მე ბარსას პონტში ვთქვი.. როდრიგესი და ერიკსენი კარგი იქნებოდა მაგრამ არ გაუშვებს აიაქსი არ გაუშვებს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№9
ავტორი: BERDI
30 მარტი 2013 15:31
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
არა მგონია სიმართლე იყოს. ბარსა არც გამოუშვებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Malboro463
30 მარტი 2013 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
TrueDeviL ,
ენრიკესზე ლივერპული ჩალიჩობს მისაღებ თანხას თუ შესთავაზებ წამოვა
ენრიკესის ყიდვას პირველ რიგში ნახევარდაცვის ცენტრს ჭირდება გაძლიერება და ვინმე საყრდენი იყიდოს ჯობია მაგალითად
ალონსო ან ტურე კონტრაქტს არ ახანგრძლივებენ და რომელიმეს თუ იყიდის გუნდს საგრძნობლად გაძლიერებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top