თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2013, 14:31
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2281,
კომენტარები: 20
"იუნაიტედი" ტიაგო ალკანტარასთვის ბრძოლაში ლიდერობს
"ბარსელონას" ვარსკვლავი "ნოუ კამპის" დასატოვებლად მზადაა.
მანჩესტერ იუნაიტედმა გაანახლა თავისი ინტერესი "ბარსელონას" ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასადმი. როგორც "დეილი მეილი" იტყობინება, უკვე დიდი ხანია, რაც ამ ფეხბურთელს აკვირდება "იუნაიტედის" წარმომადგენლობა. პირველად ისინი 3 წლის წინ დაინტერესდნენ, 18 თვის წინ კი მათ გააგზავნეს შეთვაზება, რომელიც უარყო "ბარსელონამ". ტიაგო ცდილობდა მოხვედრილიყო "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა და ისღა დარჩენია, რომ ბედი სხვაგან სცადოს.

”მსოფლიოს რომელიმე სხვა კლუბში ჩემი შვილი გაცილებით ხშირად გამოვა მოედანზე. მან ბევრი კარგი რამ ისწავლა თავისი ბრწყნვალე პარტნიორებისაგან, თუმცა ტიაგო ძალიან ამბიციურია და მას უნდა, რომ რაც შეიძლება ბევრი მატჩი ჩაატაროს. არავინ არ იცის თუ რა მოხდება მომავალში. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. თუ ტიაგოს უნდა რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდეს, მაშინ მან რაც შეიძლება ხშირად უნდა ითამაშოს.”

”მას აქვს თვისებები იმისათვის, რომ "ბარსელონაშიც" მიაღწიოს წარმატებას. თუმცა სხვაგან ის უფრო მეტს ითამაშებს. მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს მოერგოს. არ ვიცი შეიძენს თუ არა ახალ ფეხბურთელებს "ბარსელონა" ზაფხულში. მათ ისედაც ძალიან ბევრი ნახევარმცველი ჰყავთ. ამის გარდა ტიაგოს ძმა რაფინიაც პირველ გუნდში გადავა.” - განაცხადა ტიაგოს მამამ.

ტიაგოს "ბარსასთან" კონტრაქტი აკავშირებს და იმისათვის, რომ მისი კონტრაქტი გაწყდეს მსურველებმა 30 მილიონი ფუნტი უნდა გადაიხადონ.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები, ჭორები
20 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
30 მარტი 2013 15:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Middlesbro,
აუ ტურე იმენა სერიოზული ძალა იქნებოდა იუნატედისთვის
0
№12
ავტორი: red devil
30 მარტი 2013 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es kai bichia magram 30 cota bevria:
0
№13
ავტორი: gigapersie
30 მარტი 2013 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
აუ როგორ მინდა ტიაგო მარა არამგონია :X
0
№14
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2013 16:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: TrueDeviL 
სანჩესი ჯობია თან ინტერესი გვაქ


მეორეთ ეგ აღარ თქვა კარგი? ვსო მოვრჩეთ ამაზე საუაბრს თორე სირცხვილია ვინ სანჩესი გაასხას რა ტიპი გონზე არა : )) თან ტიაგო 18 წლისაა და უდიდეს მომავალი აქვს სანჩესი არა და იხვი


არარეალურად მეჩვენება ეს ტრანსფერი, მაგრამ თუ გადმოვა მაგრად გამსიწორდება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: UTD-Rule
30 მარტი 2013 18:44
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძაან პერსპექტიული ახალგაზრდაა და არამგონია ბარსამ გაყიდოს ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№16
ავტორი: love united
30 მარტი 2013 19:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი ცუდი არ იქნება...მე მარტო სტროტმანი მინდა...ძაან მაგარი ჩამშლელია...
0
№17
ავტორი: Real Madrid
30 მარტი 2013 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: Middlesbro
რა სანჩესი უდინეზეში რაც იყო იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს
როდრიგესი უკეთესი ვარიანტია

ძმა, სანჩესი ტალანტია და ფერგიუსონი დააყენებს მაგარ ფეხბურთელად !
0
№18
ავტორი: Malboro463
30 მარტი 2013 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Real Madrid,
და ბარსელონაში რასაც თავაზობენ იმაზე კარგი პირობები რა უდნა შეთავაზოს ალექსმა ? თვითონ ფეხბურთელმა თუ არ მოინდომა მწვრთნელი ვერაფერს უშველის

ციტატა: love united
სტროტმანი მინდა...ძაან მაგარი ჩამშლელია

+1
0
№19
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2013 21:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Real Madrid
ძმა, სანჩესი ტალანტია და ფერგიუსონი დააყენებს მაგარ ფეხბურთელად


მოაწყვიტე აქქედან რა. სანჩესი არ არის იუნაიტედის სტილის ფეხბურთელი. არ მევასება ეგ იგროკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№20
ავტორი: Ika-roon
30 მარტი 2013 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
30 milionad vis ra trakshi satxrelad unda es :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top