თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2013, 19:37
ავტორი: love united,
ნანახია: 2091,
კომენტარები: 14
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
სერ ალექს ფერგიუსონმა სანდერლენდთან მატჩამდე პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც წინა სეზონის შეხვედრა გაიხსენა და გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა...
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მან აპატია სანდერლენდის ფანებს ის რეაქცია, რომელიც მათ წინა სეზონის ბოლო მატჩში, აგუეროს გატანილი გოლის შემდეგ ჰქონდათ.არგენტინელმა ფორვარდმა "სიტის" ჩემპიონობა მოუტანა ბოლო წუთებზე, როდესაც მესამედ დალაშქრა პატრიკ კენის კარი.სანდერლენდის ქომაგებმა კი "ცისფრების" ჩემპიონობა "სიტის" ფანების სტილში იზეიმეს, კერძოდ კი მოძრაობა "პოზნანი" გააკეთეს.როდესაც "შავი კატების" და "იუნაიტედის" შეხვედრა დასრულდა(0-1), ყველა ელოდა მეორე მანჩესტერული კლუბის და "ქუინზ პარკის" მატჩის დასრულებას.უეცრად, ადგილობრივმა დიქტორმა გამოაცხადა, რომ სერხიო აგუერომ გოლი გაიტანა და თასი "სიტის" დარჩა.ამ ყველაფერმა ძალიან გაახარა სანდერლენდელები და მათ ემოციები ვერ მოთოკეს.

რათქმაუნდა, ფერგიუსონი ამის გამო დიდხანს იყო გაბრაზებული, მაგრამ მან განაცხადა, რომ სწორედ ეს ფაქტი ასახავს ნათლად ამჟამინდელ მდგომარეობას ფეხბურთში:"ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში.ასეთ ფაქტებს ხშირად ნახავთ.მაგრამ არამგონია, ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა შეგვეძლოს.ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ფაქტების მონაწილე ხდები.ვფიქრობდი, რომ პრემიერ ლიგა მოვიგოთ, მაგრამ საბოლოოდ ის მოგვპარეს."

"არანაირი წყენა არ მაქვს სანდელრენდის ქომაგების მიმართ.ეს ასე მოხდა, მაგრამ ვეცადეთ, იოლად მიგვეღო ეს რეაქცია.ამ წელს ყველას დავუმტიცეთ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ ინგლისში.კარგ ფორმაში ვიმყოფებით და სწორედ ახლა უნდა ვანახოთ მათ ჩვენი ძალა.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "შავი კატების" ქომაგებისადმი წყენა არ გამაჩნია.არამგონია მათ განსაკუთრებულად გახარებოდათ "სიტის" გაჩემპიონება.ცნობისთვის, ჩვენ იმ დღეს გავიმარჯვეთ და ალბათ სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი.თანამედროვე ფანები განსხვავდებიან ძველი გულშემატკივრებისგან.მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალურია".

წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: love united
29 მარტი 2013 19:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აჰა,იმედია ბევრი შეცდომა არ მაქვს... wink
0
№2
ავტორი: GIO-UTD
29 მარტი 2013 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
love united,
არ შეცდომები ბევრი არ აქვს

VIP როგორ გავხვდე?
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
29 მარტი 2013 20:07
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
GIO-UTD,
500 კომენტარზე მეტი უნდა დაწერო და ოღონდ უაზროები არა

სანდერლენდს კიდევ ერთხელ ვაზღვევინოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: Jubo
29 მარტი 2013 20:14
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
თანამედროვე ფანები განსხვავდებიან ძველი გულშემატკივრებისგან.მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალურია".

არც ისე areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Malboro463
29 მარტი 2013 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: love united
ესპანელმა ფორვარდმა


აგუერო არგენტინელია შეასწორე
0
№6
ავტორი: Beckham 7
29 მარტი 2013 22:19
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ეე რა წყენა არა გაქ ბაბუ, რა გაგვიკეთეს წინა წელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: buka oboladze
30 მარტი 2013 00:05
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
TrueDeviL ,
უკვე 1000 კომენტარზე არაა ვიპი??? ვიღაცამ დაწერა მასე მახსოვს ))
0
№8
ავტორი: davita
30 მარტი 2013 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ეე ვნანობ რომ ადრე არ ვიყავი მანჩესტერის ფანი რამდენი საინტერესო მატჩი გამომიტოვებია .... okay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№9
ავტორი: TrueRed
30 მარტი 2013 10:29
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რა არ გაქვს ბაბუუ წყენაა რა გაგვიკეთეს წინა წელს angry აუ დღეს შეიძლება პირველ ტაიმს ვერ ვუყურო ვარჯიში მაქვს
0
№10
ავტორი: love united
30 მარტი 2013 11:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Middlesbro
ვაიმე... what რა დამიწერია... no ასეთი შეცდომა ჯერ არ დამიშვია...გაიხარე,შევასწორე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top