თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2013, 19:37
ავტორი: love united,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 14
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
სერ ალექს ფერგიუსონმა სანდერლენდთან მატჩამდე პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც წინა სეზონის შეხვედრა გაიხსენა და გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა...
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მან აპატია სანდერლენდის ფანებს ის რეაქცია, რომელიც მათ წინა სეზონის ბოლო მატჩში, აგუეროს გატანილი გოლის შემდეგ ჰქონდათ.არგენტინელმა ფორვარდმა "სიტის" ჩემპიონობა მოუტანა ბოლო წუთებზე, როდესაც მესამედ დალაშქრა პატრიკ კენის კარი.სანდერლენდის ქომაგებმა კი "ცისფრების" ჩემპიონობა "სიტის" ფანების სტილში იზეიმეს, კერძოდ კი მოძრაობა "პოზნანი" გააკეთეს.როდესაც "შავი კატების" და "იუნაიტედის" შეხვედრა დასრულდა(0-1), ყველა ელოდა მეორე მანჩესტერული კლუბის და "ქუინზ პარკის" მატჩის დასრულებას.უეცრად, ადგილობრივმა დიქტორმა გამოაცხადა, რომ სერხიო აგუერომ გოლი გაიტანა და თასი "სიტის" დარჩა.ამ ყველაფერმა ძალიან გაახარა სანდერლენდელები და მათ ემოციები ვერ მოთოკეს.

რათქმაუნდა, ფერგიუსონი ამის გამო დიდხანს იყო გაბრაზებული, მაგრამ მან განაცხადა, რომ სწორედ ეს ფაქტი ასახავს ნათლად ამჟამინდელ მდგომარეობას ფეხბურთში:"ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში.ასეთ ფაქტებს ხშირად ნახავთ.მაგრამ არამგონია, ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა შეგვეძლოს.ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი ფაქტების მონაწილე ხდები.ვფიქრობდი, რომ პრემიერ ლიგა მოვიგოთ, მაგრამ საბოლოოდ ის მოგვპარეს."

"არანაირი წყენა არ მაქვს სანდელრენდის ქომაგების მიმართ.ეს ასე მოხდა, მაგრამ ვეცადეთ, იოლად მიგვეღო ეს რეაქცია.ამ წელს ყველას დავუმტიცეთ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ ინგლისში.კარგ ფორმაში ვიმყოფებით და სწორედ ახლა უნდა ვანახოთ მათ ჩვენი ძალა.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "შავი კატების" ქომაგებისადმი წყენა არ გამაჩნია.არამგონია მათ განსაკუთრებულად გახარებოდათ "სიტის" გაჩემპიონება.ცნობისთვის, ჩვენ იმ დღეს გავიმარჯვეთ და ალბათ სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი.თანამედროვე ფანები განსხვავდებიან ძველი გულშემატკივრებისგან.მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალურია".

წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
30 მარტი 2013 11:24
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მოკლედ უეჭველი უნდა მოვიგოთ ჩელსის რეკორდი რო მოვხსნათ likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: ლადო
30 მარტი 2013 12:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან მინდა მოგება....იმედია დიდი ანგარიშით დავავმარცხებთ ამ ...
0
№13
ავტორი: Shako Jones
30 მარტი 2013 14:03
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ისე მართალია ბაბუ ...
0
№14
ავტორი: Red Hooligan
30 მარტი 2013 14:24
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
GIO-UTD,
აი ეგეთი კომენტარები არ უნდა წერო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top