თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2013, 17:26
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1718,
კომენტარები: 12
რაიან გიგზის საიდუმლო!
ბოლო დროს ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმაზე, თუ რა შესანიშნავ ფორმაშია რაინ გიგზი. ახლა კი თქვენი ყურადღება დაუთმეთ მათ ვინც იცის, თუ როგორ ჩაატარა უელსელმა ათასზე მეტი მატჩი....
რაიან გიგზის საიდუმლო!
მაიკ ფელანი, სერ ალექს ფერგიუსონის დამხმარე
"რაც უფრო ემატება ასაკი მას, მით უფრო კარგი ხდება. სინამდვილეში მას ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, იმის გათვალისწინებით რომ ის უკვე 40 წლისაა. როდესაც ის ახალგაზრდა იყო, ძალიან ბევრ ფიტნეს ვარჯიშებს აკეთებდა. ის იყო ფლანგის მოთამაშე ძალიან კარგი სისწრაფით და დრიბლინგით. ახლა ის მოედანზე უფრო მეტ და კარგ ფუნქციებს ასრულებს." - აცხადებს ფელანი manutd.com-თან.

"ვფიქრობ, რომ მისი თამაში უფრო და უფრო გაუმჯობესდება. მას აქვს დასვენების უნარი მატჩებს შორის. რაიანს უკვე აღარ შეუძლია ყოველ მატჩში თამაში და არც ის შეუძლია ვარჯიშებით ყოველ დღე დაიტვირთოს. ჩვენ მის ფორმას ვადევნებთ თვალს."

"როდის დაასრულებს ის საფეხბურთო კარიერას?" - რაიანი ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. ბევრი თვლიდა, რომ ის კარიერას მაშინ დაასრულებდა, როდესაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს მოხსნიდა ნათამაშები მატჩების რაოდენობაში. ეს ხუთი წლის წინ მოხდა:"არავვითარი ჭორი არაა იმის შესახებ, თუ როდისა დაასრულებს ის კარიერას. ის აკეთებს ყველაფერს, რომ მისის შესაძლებლობებიდან მაქსიმუმი გამოწუროს. სანამ მას ეყვარება და შეეძლება ფეხბურთის თამაში, იქამდე დაინახავთ მას ვარჯიშებზეც და მატჩებზეც."

მაიკლ კლეგი, "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ფიზიკურ მომზადებაში
"ის თავის ფორმას იმით ინარჩუნებს, რომ ყოველთვის ცდილობს ახალი რამ შეიტყოს ფიზიკურ მომზადებაზე და ეს საკუთარ თავზე გამოსცადოს. როდესაც მე მას ვავარჯიშებდი, ყოველთვის ვასწავლიდი ახალ-ახალ რაღაცეებს და ისიც ყურადღებით მისმენდა. ყველამ იცით, რომ რაიანი ასევე იოგითაც არის დაკავებული. ასევე ის დაკავებული იყო ბოქსით და მძიმე ათლეტიკით. ასვე ხტებოდა ბატუტზეც, როდესაც ის 34-35 წლისა იყო. რამოდენიმე წლის წინ რაიანმა განაცხადა, რომ კმაყოფილი არ იყო საკუთარი ფორმით. ის ვერ ხვდებოდა, თუ რა უშლიდა მას ხელს. ერთხელ მე შევამჩნიე, რომ ის წერდა მარჯვენა ხელით, მაგრამ კალამი სწორედ არ იდგა. მე კი მას ვურჩიე, რომ დიდი დრო დაეხარჯა იმაზე, რომ კალამი მარცხენა ხელში გადაეტანა და სწორედაც დაეჭირა, ამით ის დაბალანსდებოდა. საქმე იმაშია, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა მხარი ზეგავლენას ახდენს თქვენი სხეულის მარცხენა მხარეზე და პირიქით."

"ჩვენ რამოდენიმე თვე გავატარეთ ისრების სროლაში და მაგიდის ჩოგბურთის თამაშში და ამ თამაშებს ის მარცხენა ხელით თამაშობდა. მოხდა ისე, რომ ის მარცხენა ხელით უფრო კარგად თამაშობდა ვიდრე მარჯვენა ხელით. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი ფიზიკური ფორმა დიდი ხანი შეინარჩუნოს."

ტონი სტრადვიკი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი "იუნაიტეში"
"მაგლითისთვის აიღეთ მაიკლ ჯორდანი. ის კარიერის დასაწყისში იყო საუკეთესო ფორვარდი, რომელიც თავის მოწინააღმდეგეს გზიდან იშორებდა. მაგრამ მან შეცვალა თამაშის სტილი და ყველაზე დიდი ყურადღება ნახტომს მიაქცია. ეს ევოლუციაა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია რაიან გიგზი"


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
22 მარტი 2013 17:28
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რაც უფრო ემატება ასაკი მას, მით უფრო კარგი ხდება.

აფსოლიტურად ვეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: ლადო
22 მარტი 2013 17:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კარგი გამოვიდა მგონი....გიგზეე აღარაფრის თქმა აღარ შემიძლია იმიტომ, რომ ბევრი ითქვა ჩემგანაც და ბევრისგანაც ამ კაცზე....უბრალოდ დავწერ, რომ ლეგენდააა love

პ.ს რუნიზე ინტერვიუს რედევილსიდან მე ვწერ...თუ ვინემ არ წერთ? და თუ ვინმე წერთ მითხარით, რომ ტყუილად აღარ დავიწყო წერაა!!
0
№3
ავტორი: UTD-Rule
22 მარტი 2013 17:36
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
უმომენტაროდ crying რაიანზე რაღა უნდა თქვა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Amerigo
22 მარტი 2013 17:41
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
გიგზი ბერდება თუ წლები აკლდება??? 26 24 წლის მცველები რეალთან ათრია და დააწვინა მიწაზე ახოხილაა
0
№5
ავტორი: BERDI
22 მარტი 2013 17:57
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
გიგზს არ ეშინია დროსი დროს ეშინია გიგზის ეგრე არაა??? am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: Z A C K™
22 მარტი 2013 17:58
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
გეჟეა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№7
ავტორი: gilmour
22 მარტი 2013 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არ ვიცი რა ვთქვა გიგზის ფენომენი ამოუხსნელია! იმაზე ვგიჟდები რო თუ მოუნდა ისევ გიჟივით გარბის, ისევ შეუძლია სისწრაფეში მცველების დაჯაბნა. ვერც გამძლეობას დაუწუნებ. არ არის ეს კაცი ნორმალური:)))
0
№8
ავტორი: love united
22 მარტი 2013 18:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ამ 40 წლის კაცს რომ ენერგია აქვს ისეთი ალბათ მე არ მაქვს... wink
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
22 მარტი 2013 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
გენიაა გენია
0
№10
ავტორი: red devil
23 მარტი 2013 04:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Me mgoni amis rekords vegaravin vegar moxsnis manus rigebshi tu rooneym ar gaafrina yvela rekordis moxsnas apirebs da amasac ar gamokras xeli:D:D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top