თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2012, 23:29
ავტორი: The Lucky One,
ნანახია: 5937,
კომენტარები: 18
როი კინი
როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ...
როი კინი
როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლისაც თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა. 1990–იანი წლების ბოლოს და 2000–იანი წლების დასაწყისში ირლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი და მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველი იყო. თუმცა, ზოგჯერ მისი აგრესიული თამაშის მანერა საშინელ შედეგებს იწვევდა. თუმცა, ეს მისი ფეხბურთი იყო, მას სხვაგვარად არ შეეძლო. 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ კინმა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, რომლის საჭიროება სრულიად არ არსებობდა, მეორე ყვითელი ბარათი გამოიმუშავა და იძულებული გახდა "ბაიერნთან" ფინალური მატჩი გამოეტოვებინა.

– მართალია, ყოველმხრივ ვცდილობდი სახეზე ვაჟკაცური გამომეტყველება შემენარჩუნებინა, ეს ყველაზე საშინელი ეპიზოდი იყო ჩემს კარიერაში, – განაცხადა მოგვიანებით კინმა.

კინი პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე ჩხუბობდა ალან შირერთან და პატრიკ ვიერასთან, ხოლო 2001 წელს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიაყენა ნორვეგიელ ალფ–ინგე ჰოლანდს, რის შემდეგაც მან ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, ამ ეპიზოდს წინ უძღოდა 1998 წლის ეპიზოდი, როდესაც კინმა ჰოლანდთან შეჯახების დროს სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. სამი წლის შემდეგ კი ირლანდიელმა გადაწყვიტა, რომ სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა. "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში, რომელშიც ნორვეგიელი თამაშობდა, კინმა ჰოლანდს მუხლში გასაგიჟებელი სიძლიერის დარტყმა მიაყენა. ეს ფაქტიურად სკანდინავიელის კარიერის დასასრული იყო. როიმ წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5.000 ფუნტის ოდენობით.
მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში კინმა აღიარა, რომ მეტოქეს ტრავმა განზრახ მიაყენა და 1998 წლის ინციდენტის სამაგიერო გადაუხადა.
– მიიღე ნაძირალავ და აღარ გაბედო ჩემთვის გზაზე გადადგომა, – ეს არის სიტყვები სწორედ იმ სკანდალური ავტობიოგრაფიიდან. ამ წიგნში ასევე დაბეჭდილი იყო სხვა მრისხანე და კიდევ უფრო უცენზურო გამონათქვამები ჰოლანდის მისამართით. წიგნის გამოსვლის შემდეგ კინს კიდევ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და უკვე 150.000 ფუნტის გადახდა დააკისრეს ჯარიმის სახით.

გარდა იმისა, რომ კინი ბევრ რამეს აკეთებდა, ასევე არანაკლებ ლაპარაკობდა. ერთხელ მან საკუთარი აზრი გამოთქვა "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის, რიო ფერდინანდის თამაშთან დაკავშირებით გუნდის მიერ წაგებული ერთ–ერთი თამაშის შემდეგ.

– საკუთარ თავს სუპერვარსკვლავად მხოლოდ იმის გამო მიიჩნევ, რომ კვირაში 120.000 ფუნტს იღებ და "ტოტენჰემთან" მატჩში მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში თამაშობ კარგად, – განაცხადა ირლანდიელმა.

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიკი მაკარტისთან სკანდალის შემდეგ როიმ თავისი დამრიგებელი სასტიკად გააკრიტიკა. თუ შეიძლება მის ნათქვამს კრიტიკა ეწოდოს.
– იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები ავად არ მოგეჩვენებათ, მაგრამ მიკ მაკარტი ჯოჯოხეთში უნდა ჩალპეს... მიკ, შენ ცრუპენტელა, მახინჯი ხარ. მე შენ არ მიმაჩნიხარ არც მოთამაშედ, არც მენეჯერად, მე შენ არ გთვლი ადამიანად. შენ უბრალოდ მახინჯი ხარ და შეგიძლია ეს მსოფლიო თასი უკან შეიტენო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენთან საქმეს ვიჭერ ის არის, რომ შენ ჩემი ქვეყნის ნაკრების მენეჯერი ხარ, – ვერაფერს იტყვით, "მშვენიერი" სიტყვებია.

ამ ინციდენტის გამო როი კინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.

როი კინი


როი კინი


როი კინი


წყარო: WwW.Manutd.Com
ბიოგრაფიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
17 ოქტომბერი 2012 23:54
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
აუ რა დამაინტრიგებელი მოკლე აღწერაა პირდაპირ მოგინდება კაცს წაკითხვა მაკედაზეც რო იყოს fuckthatbitch troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: Amanda Seyfried
18 ოქტომბერი 2012 00:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მკვლელია რა როი love
0
№3
ავტორი: gilmour
18 ოქტომბერი 2012 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეს ვერ იყო მთლად დალაგებული:)) მაგარი კაცია ძაან, მარა ამის მთავარი მწვრთნელობა არ შეიძლება
0
№4
ავტორი: GeorgeBest
18 ოქტომბერი 2012 00:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგარი კაცი და ყველაზე დიდი კაპიტანი derphappycry
0
№5
ავტორი: VaRdo
18 ოქტომბერი 2012 00:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
The Lucky One

საღოლ კარგია. ამის მერე წყაროში პრიდაპირ ლინკი ჩასვი ხოლმე, რომ ეგრევე გადავიდე და ვნახო ხოლმე თორე სად ვეძებო ხოლმე : ) ეგრე გააგრძელე.

კინი კი დონეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Achi.G.Best
18 ოქტომბერი 2012 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
alex

ეშინოდა არა გელა :)
0
№7
ავტორი: red devil
18 ოქტომბერი 2012 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au amis mwvrtneloba iqneba imena magari:D:Dmecodebian is fexburtelebi vinc amis xelshi moxvdeba:D:D
0
№8
ავტორი: UTD-Rule
18 ოქტომბერი 2012 08:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Shako Jones
18 ოქტომბერი 2012 11:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აი სურათები ! ამ სურათებით ჩანს რა არის კაპიტნობისთვის საჭირო ! ეს სტატია მანუნიტედ.ჯი–ზე მაქვს წაკითხული <3
0
№10
ავტორი: APeX
18 ოქტომბერი 2012 11:52
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
უდაოთ საუკეთესო კაპიტანი! საღოლ ავტორ derpthumb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top