თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2012, 23:29
ავტორი: The Lucky One,
ნანახია: 5939,
კომენტარები: 18
როი კინი
როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ...
როი კინი
როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლისაც თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა. 1990–იანი წლების ბოლოს და 2000–იანი წლების დასაწყისში ირლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი და მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველი იყო. თუმცა, ზოგჯერ მისი აგრესიული თამაშის მანერა საშინელ შედეგებს იწვევდა. თუმცა, ეს მისი ფეხბურთი იყო, მას სხვაგვარად არ შეეძლო. 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ კინმა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, რომლის საჭიროება სრულიად არ არსებობდა, მეორე ყვითელი ბარათი გამოიმუშავა და იძულებული გახდა "ბაიერნთან" ფინალური მატჩი გამოეტოვებინა.

– მართალია, ყოველმხრივ ვცდილობდი სახეზე ვაჟკაცური გამომეტყველება შემენარჩუნებინა, ეს ყველაზე საშინელი ეპიზოდი იყო ჩემს კარიერაში, – განაცხადა მოგვიანებით კინმა.

კინი პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე ჩხუბობდა ალან შირერთან და პატრიკ ვიერასთან, ხოლო 2001 წელს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიაყენა ნორვეგიელ ალფ–ინგე ჰოლანდს, რის შემდეგაც მან ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, ამ ეპიზოდს წინ უძღოდა 1998 წლის ეპიზოდი, როდესაც კინმა ჰოლანდთან შეჯახების დროს სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. სამი წლის შემდეგ კი ირლანდიელმა გადაწყვიტა, რომ სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა. "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში, რომელშიც ნორვეგიელი თამაშობდა, კინმა ჰოლანდს მუხლში გასაგიჟებელი სიძლიერის დარტყმა მიაყენა. ეს ფაქტიურად სკანდინავიელის კარიერის დასასრული იყო. როიმ წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5.000 ფუნტის ოდენობით.
მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში კინმა აღიარა, რომ მეტოქეს ტრავმა განზრახ მიაყენა და 1998 წლის ინციდენტის სამაგიერო გადაუხადა.
– მიიღე ნაძირალავ და აღარ გაბედო ჩემთვის გზაზე გადადგომა, – ეს არის სიტყვები სწორედ იმ სკანდალური ავტობიოგრაფიიდან. ამ წიგნში ასევე დაბეჭდილი იყო სხვა მრისხანე და კიდევ უფრო უცენზურო გამონათქვამები ჰოლანდის მისამართით. წიგნის გამოსვლის შემდეგ კინს კიდევ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და უკვე 150.000 ფუნტის გადახდა დააკისრეს ჯარიმის სახით.

გარდა იმისა, რომ კინი ბევრ რამეს აკეთებდა, ასევე არანაკლებ ლაპარაკობდა. ერთხელ მან საკუთარი აზრი გამოთქვა "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის, რიო ფერდინანდის თამაშთან დაკავშირებით გუნდის მიერ წაგებული ერთ–ერთი თამაშის შემდეგ.

– საკუთარ თავს სუპერვარსკვლავად მხოლოდ იმის გამო მიიჩნევ, რომ კვირაში 120.000 ფუნტს იღებ და "ტოტენჰემთან" მატჩში მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში თამაშობ კარგად, – განაცხადა ირლანდიელმა.

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიკი მაკარტისთან სკანდალის შემდეგ როიმ თავისი დამრიგებელი სასტიკად გააკრიტიკა. თუ შეიძლება მის ნათქვამს კრიტიკა ეწოდოს.
– იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები ავად არ მოგეჩვენებათ, მაგრამ მიკ მაკარტი ჯოჯოხეთში უნდა ჩალპეს... მიკ, შენ ცრუპენტელა, მახინჯი ხარ. მე შენ არ მიმაჩნიხარ არც მოთამაშედ, არც მენეჯერად, მე შენ არ გთვლი ადამიანად. შენ უბრალოდ მახინჯი ხარ და შეგიძლია ეს მსოფლიო თასი უკან შეიტენო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენთან საქმეს ვიჭერ ის არის, რომ შენ ჩემი ქვეყნის ნაკრების მენეჯერი ხარ, – ვერაფერს იტყვით, "მშვენიერი" სიტყვებია.

ამ ინციდენტის გამო როი კინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.

როი კინი


როი კინი


როი კინი


წყარო: WwW.Manutd.Com
ბიოგრაფიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Vittou
18 ოქტომბერი 2012 12:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
ჰაჰა : )) კინი ავადმყოფი იყო " ნამდვილი კაპიტანი " :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№12
ავტორი: The Lucky One
18 ოქტომბერი 2012 14:15
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 132
ციტატა: VaRdo
The Lucky Oneსაღოლ კარგია. ამის მერე წყაროში პრიდაპირ ლინკი ჩასვი ხოლმე, რომ ეგრევე გადავიდე და ვნახო ხოლმე თორე სად ვეძებო ხოლმე : )


შემდეგში გავითვალისწინებ
0
№13
ავტორი: Ví Ví
18 ოქტომბერი 2012 18:33
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ საღოლ
0
№14
ავტორი: Jubo
18 ოქტომბერი 2012 18:37
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ ავტორ derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№15
ავტორი: love united
18 ოქტომბერი 2012 19:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კინი... love ჩვენი გიჟი...
0
№16
ავტორი: The Lucky One
18 ოქტომბერი 2012 21:17
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 132
სპასიბა ბრატცი
0
№17
ავტორი: Ví Ví
23 ოქტომბერი 2012 18:09
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
The Lucky One,
ესეთები კიდე დადე რა ძაან გამისწორდა
0
№18
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
უდიდესი ფეხბურთელიაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top