თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 19:45
ავტორი: Armani,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 23
"რატომ? რატომ გადავრჩი?"
შემოგთავაზებთ, სერ ბობი ჩალტონის ავტობიოგრაფიის ამონაწერს, რომელიც მოგვითხრობს 1958 წლის მიუნჰენის ტრაგედიაზე...
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, სერ ბობი ჩალტონის ავტობიოგრაფიის ამონაწერს, რომელიც მოგვითხრობს 1958 წლის მიუნჰენის ტრაგედიას, როდესაც ''მანჩესტერ იუნაიტედის'' თვითმფრინავი ჩამოვარდა...

''იმისათვის, რომ გაგაგებინოთ, თუ როგორი იყო ჩემი ცხოვრების მთავარი დრამა, მაშინ მიუნჰენის ტრაგედიას უნდა დავუბრუნდე. მინდა მოგიყვეთ თუ რა გადავიტანეთ ჩვენ ახალგაზრდებმა. გუნდი ნიჭიერი ფეხბურთელებით იყო სავსე. ბელგრადამდე ჩვენ არანაირი განსაკუთრებული წინათგრძნობა არ გვქონდა. არაჩვეულებრივი თამაშის შემდეგ, ჩვენ ძალიან ბევრს ვხუმრობდით და ვიცინოდით. ორი დღის შემდეგ გვქონდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ''ვულვერჰემპტონთან'' - მოგების შემთხვევაში გავინაღდებდით ჩემპიონობას. როდესაც მიუნჰენში მივდიოდით, ცა თოვლით იყო დაფარული. არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ ჩვენი ჰორიზონტი შეზღუდული იქნებოდა''...

''თვითმფრინავში მხიარული ხმები გაისმოდა, ზოგი ხუმროდა, ზოგი კი კარტს თამაშობდა. ყველა სახლში ბრუნდებოდა, სადაც გმირებს წითელი ხალიჩა ელოდათ. ბელგრადის აეროპორტში ბასბი ხვდებოდა, რომ რეისის გადადება შეუძლებელი იყო, რადგანაც ჩემპიონატში თამაში გვქონდა ჩასატარებელი''.

''ნდობა დავკარგეთ, მაშინ როდესაც ვერ შევძელით პირველივე ცდაზე აფრენა. თითქმის ყველა პანიკიორობდა, თუმცა არც ისე საყურადღებოდ. ყველა დუმდა... კარტის მოთამაშეებმა შეწყვიტეს თამაში. მესამე მცდელობის დროს სალონში სიჩუმე სუფევდა"...

საშინელი ხმები ისმოდა, ყველა სიბნელეს ''უღრმავდებოდა''...

''როდესაც გონს მოვედი, მივხვდი რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა... ჩემს გვერდით დენის ვეილოტი იმყოფებოდა. ისიც ჩემს სავით გონს იყო მოსული, თუმცა დაჭრილი. მოგვიანებით გავიგე, რომ ჰარი გრეგი და ბილ ფოლკსი ცდილობდნენ თვითმფრინავიდან ფეხბურთელების გამოყვანას"

"მოგვიანებით დენისი მეკითხებოდა: რა მოხდა, ბობი? ''რაღაც საშინელება'', ვუპასუხე თუმცა შემდეგ ვინანე. დენისი ცუდ მდგომარეობაში იმყოფეოდა და არ იყო საჭირო მისთვის სიმართლის თქმა. თუმცა იმდენად არეული ვიყავი, რომ ფიქრიც კი არ შემეძლო. ყველგან უსულო სხეულები იყო მიმოფანტული, სადაც ვერ ვიცანი ჩემი უახლესი მეგობრები - ედი კოლმანი, რომლიც ოჯახშიც გავიზარდე და დევიდ პეგი, რომელთანაც საერთო ფესვები მქონდა. საბოლოოდ, გრეგმა და ფოლკსმა, მანქანაში ჩამსვეს და სავაადმყოფოში წამიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ტვინის შერყევა მქონდა და მცირე დაზიანებები. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, ექიმებს ვეჩხუბებოდი, ვუყვიროდი, რომლებზეც ვთვლიდი, რომ მათ არ ესმოდათ ჩემი გრძნობები. თუ რას ვეუბნეოდი იმ ღამეს, აღარეფერი მახსოვს, თუმცა მახსოვს ტკივილი, რომელმაც ძლიერ იმოქმედა ჩემზე''.

''შემდეგი, რაც მახსოვს არის პირველი დილა პალატაში. ჩემს გვერდით ახალგაზრდა გერმანელი იწვა, რომლის თვალწინ გაზეთი იდო. სურათებს ვუყურებდი და მივხვდი, რომ კატასტროფაზე კითხულობდა. ''ძალიან ვწუხვარ'' გამომელაპარაკა, როდესაც დამინახა. იმ მომენტში ვალდებული ვიყავი გამეგო ის თუ ვინ გადაურჩა სიკვდილს და ვინ არა... ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ჩამომითვალა სახელები და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განაცხადა: ''დაიღუპნენ''. ეს იყო საშინელი სიტყვა, მათი სახელები დღესაც თვალწინ მიდგას: როჯერნ ბირნი, დევიდ პეგი, ედი კოლმანი, ტომი ტეილორი, ბილ ველანი, მარკ ჯონსი და ჯეფ ბენტი. მან მე ნაწილებად გამანადგურა''.

''როდესაც გადარჩენილები საერთო პალატაში გადაგვიყვანეს, უკეთ გავხდი. მინდოდა ხმამაღლა დამეყვირა: ''მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით'', თუმცა როდესაც დევიდ დუნკანი, ჯონი ბერი და ჯეკ ბლენჩლაუერი გავიხსენე, რომლებიც იმ მომენტში სიკვდილს ებრძოდნენ გადავწყვიტე გავჩუმებულიყავი''.

''მეშინოდა იმაზე ფიქრი, თუ რა ხდებოდა მანჩესტერში. თავდაპირველად ძალიან ბევრს გვიმალავდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი ცხადი გახდა, თუ ვინები დაასაფლავეს. გულის სიღრმეში, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მათი დასაფლავების თარიღი არ შემატყობინეს, რადგანაც ვერ შევძლებდი მეგორებთან გამომშვიდობებას. მას შემდეგ ჩემს თავს ყოველთვის კითხვას ვუსვავ: რატომ? რატომ გადავრჩი?..


წყარო: manchester-united.ru
ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2013 19:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამხელა ტკივილს ატარებენ გულით... რამხელა დარტყმა იყო გუნდისთვის... საშინელება, მეტი რა უნდა უწოდო ამას recourse
0
№2
ავტორი: Zizou
19 მარტი 2013 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
გამაჟრიალა კითხვის დროს love

იამაყეთ მანჩესტერის ისტორიით
0
№3
ავტორი: don_vini
19 მარტი 2013 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
. ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ჩამომითვალა სახელები და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განაცხადა: ''დაიღუპნენ''. ეს იყო საშინელი სიტყვა, მათი სახელები დღესაც თვალწინ მიდგას: როჯერნ ბირნი, დევიდ პეგი, ედი კოლმანი, ტომი ტეილორი, ბილ ველანი, მარკ ჯონსი და ჯეფ ბენტი. მან მე ნაწილებად გამანადგურა''. ყველაზე საშინელი მომენიტ ბობის ცხოვრბეაში.ნუ ერთ ერთი მაინც..ეს იყო მართლაც საშინელებაა:(((((((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: BERDI
19 მარტი 2013 20:11
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ისე ჩარლტონმა რაც გააკეთა მისი მეგობრების გამო გააკეთა მათ მიუძღვნა ყველაფერი დასაფასებელიია ნაღდად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: razma21
19 მარტი 2013 20:12
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ცრემლები მომადგა recourse
0
№6
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2013 20:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წაკითხვის მერე ემოციურად დავიტვირთე recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: TrueRed
19 მარტი 2013 20:32
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ცოტააა ხანშიი წავიიკითხავვ )
0
№8
ავტორი: Shako Jones
19 მარტი 2013 20:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საშინელებაა
0
№9
ავტორი: love united
19 მარტი 2013 20:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საშინელებაა...ისე,საინტერესო სტატიაა...
0
№10
ავტორი: Mr. Rooney
19 მარტი 2013 21:00
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
ციტატა: RazMa.
ცრემლები მომადგა

მეც :((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top