მაიკლ კერიკი , დარენ ფლეტჩერი , ანდერსონი , რაიან გიგზი , ტომ კლევერლი , პოლ სქოულზი , ნიკ პოუელი , შინჯი კაგავა.
მგონი ცუდი ჩამონათვალი არ არის.
დარენ ფლეტჩერი. იგი უკვე დიდი ხანია არ თამაშობს ალბათობა , რომ იგი გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ფორმას არ არის იმდენად დიდი. დარენი - ბევრს შრომობს , მაგრამ როდესაც იგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარდაცვის ხაზს ტოვებს ყოველთვის საშიშია.
ანდერსონი - ჩვენი მარადიული პერსპექტივა. როდესაც 2007 წელს იგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა მისგან ბევრს მოელოდნენ , მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. იგი ძალზედ კრეატიულია, მაგრამ ასეთი რამ რაც არის ტრამვები , არ აძლევენ მას საშუალებას ბოლომდე დაგვანახოს თავისი შესაძლებლობები. იმის გათვალისწინებით , რომ ხელშეკრულება გრძელდება 2015 წლამდე ფერგიუსონს სჯერა მისი. ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ.
რაიან გიგზი და პოლ სქოულზი , ეს ორი ადამიანი როგორ უნდა დავაცალკევო და დავწერო ცალ-ცალკე. წითურმა პრინცმა თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა და ვერ დაუბრუნდა სერ ალექსს. სქოულზი არ არის ხშირად შემადგენლოდაში. ვფიქრობ იგი დაეხმარება ახალგაზრდებს კლევერლის , ანდერსონს და პოუელს გახდნენ ისეთი პროფესიონალები როგორიც თვითონ არის. გიგზის და სქოულზის მოედანზე ერთად ნახვას ბევრი სარგებელი მოაქვს. სამწუხაროა , რომ ბოლო პერიოდში სქოულზმა თავი დაანება შორიდან დარტყმეს , რაც მას შესანიშნავად გამოსდის. გიგზზე რა უნდა ვთქვა ისეთი რაც არ თქმულა , ეს ადამიანი ყოველ დღე ყველას აოცებს , იგი მართლაც უბერებელი ლეგენდაა.
ტომ კლევერლი . მე მისგან უფრო მეტს ველი . მან კარგად დაიწყო გასული სეზონი და არც ეხლა არის ცუდი. ყოველთვის მოხარული ვარ მისი ძირითადში ხილვით. დარტმა როგორიც სქოულზს აქვს არ გააჩნია , მაგრამ მოედნის ხედვა ფანტასტიკური. არენდამ მასზე სერიოზულად იმოქმედა , რა თქმა უნდა დადებითად , იგი ამ სეზონში სერიოზულ ტრამვებს გადაურჩა. ასე რომ მომავალ სეზონში , ვფიქრობ , ტომი ნამდვილი უმაღლესი დონის ნახევარმცველი გახდება.
მაიკლ კერიკი . ამ სეზონში კერიკს დიდი პასუხისმგებლოდა აკისრია და იგი ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს. დიახ , ის ნამდვილად შესანიშნავია. თამაშის წაკითხვა ადვილად შეუძლია და გადაცემებსაც აზრიანად აკეთებს. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია „მანჩესტერ იუნაიტედი“. მასთან ერთად წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მე-20-ე თასს აწევს. ჩემი აზრით კერიკი წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს და იმედია მომავალ სეზონშიც გამოიჩენს თავს.
ნიკ პოუელი . ძნელია მის შესახებ რაიმე აზრის გამოხატვა. მართალია , რომ მან უკვე გაიტანა გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად გუნდში , იგი მოედანზე ძალიან იშვიათად გამოდის. 21 წლამდელებში იგი შესანიშნავად თამაშობს ბევრჯერ გადაუწუვეტია მას მატჩის ბედი. ჩემი აზრით მას არ აწყენდა ერთ წლიანი არენდა რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.
კაგავა . რაც შეეხება მას ჯერ-ჯერობით ჩემი მოლოდინი არ არის გამართლებული, მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ჰეტ-ტრიკსა. ვფიქრობდი , რომ შინჯი იქნებოდა ის ვინც ნახევარდაცვას და თავდასხმას ერთმანეთთან დააკავშირებდა , მაგრამ მას ჯერ არ გამოსდის ეს. ყოველთვის არსებობს მიზეზი , ამ ყველაფრის მიზეზი ჩემი აზრით არის ის , რომ იგი სწრაფად ვერ შეეგუა ახალ გუნდს , ფეხბურთის თამაშის ახალ სტილს, მაგრამ მე მჯერა მისი და იგი გაამართლებს ყველას მოლოდინს საჭიროა მხოლოდ დავიცადოთ.