თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2013, 22:28
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 1620,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!
"მანჩესტერი" 2013 წელს ჯერ არავის დაუამრცხებია "პრემიერ ლიგაში"
"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!


"რედინგი"


"ჩემპიონატის" დასაწყისში ყველა ვინც კი "პრემიერ ლიგას" უყურებს თავის აზრს აფიქსირებს თუ, რომელი გუნდები იბრძოლებენ საუკეთესო ოთხეულისთვის და რომელი გუნდები დაქვეითდებიან. უმრავლესობის აზრით კი "რედინგი" კვლავ "ჩემპიონშიპში" გადაინაცვლებს ვინაიდან მათ არ გააჩნიათ იმდენი რესურსი, რომ "პრემიერ ლიგაში" ადგილი შეინარჩუნონ. 28 ტურის შემდეგ, რომ გადავხედოთ განვლილ ეტაპს ამ გუნდის ძნელია, რომ არ დავეთანხმოთ. 19 ადგილი და ტურიდან ტურამდე უარესი შედეგი ეს ყველაფერი გავარდნის მომასწავებელია. როგორც წესი "პრემიერ ლიგის" გასავარდნ ზონას თავი, რომ დააღწიო ბოლო ტორებში ქულების მაქსიმუმს უნდა მოუყარო თავი რაც შარშანდელ ეზონში "უიგანმა" შემოგვთავაზა და საბოლოოდ 15 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 7 ქულით გაუსწო. რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს ეს გუნდი რთულია მით უმეტეს, რომ ბოლო 4 მატჩიდან 0 ქულას მოუყარეს თავი და საგრძნობლად გაირთულეს საქმე. ამ ყველაფრის ფონზე კი შაბათს არც მეტი არც ნაკლები "მანჩესტერ იუნაიტედთან" ელით გასვლითი მატჩი სადაც გამარჯვების შანსი მინიმალურია, მაგრამ არა შეუძლებელი. ამ გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ გულშემატკივრებს სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს და პატარა თავსატეხიც გაუჩინოს მეტოქე გუნდის მწვრთვნელებს. ეს უკვე დაამტკიცეს პირველ წრეში როდესაც ნამდვილი სპეკტაკლი დადგეს "იუნაიტედთან" გამართულ შეხვედრაში და 35 წუთში არც მეტი არც ნაკლები 7 გოლი ვიხილეთ. ასევე უდნა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ იუნაიტედთან ერთად წლევანდელ სეზონში არანაკლებ სასწაულებს აკეთებს "რედინგი" ზედიზედ 3 თუ 4 ქამ ბექი და თან შეხვედრის ბოლო წუთებზე. ასე და ამ გვარად რედინგს შაბათს ურთულესი მატჩი ელის როგორც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კიდევ ერთი მარცხი თუ იუნაიტედის გატეხვა? ამას ზუსტად 24 საათში ვიხილავთ!

"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!


"მანჩესტერ იუნაიტედი"


ძალზედ ცუდად დაიწყო "წითელი ეშმაკუნებისთვის" მარტის თვე. ჯერ იყო და "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალურ შეხვედრაში "მადრიდის რეალმა" მტკივნეული მარცხი აგემა "ოცნების თეატრში" (1:2) შემდეგ კი ისევ იმავე სტადიონზე ლონდონის "ჩელსისთან" უკვე თასის გასამართ შეხვედრაში 2 ბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავა (2:2) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსიც უფრო გაირთულა. ამ გადაღლილი გრაფიკის შემდეგ და 2 ვერ მოგებული მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ "ოლდ.ტრაფორდზე" ჩაატარებს შემდეგ შეხვედრას ოღონდ უკვე "პრემიერ ლიგაში" და ეცდება ხასიათი გამოიკეთოს. არამგონია ვინმეს ახსოვდეს ბოლოს იუნაიტედმა ზედიზედ სამი შეხვედრა როდის ვერ მოიგო? ამას თუ დავუმათებთ იმ ფაქტსაც, რომ სამივე შეხვედრა "საკუთარ კედლებში" გამართული. სწორედ ამ სასიამოვნო ფაქტის ღირსეულად გაგრძელებას შეეცდება ფერგიუსონი შაბათ საღამოს და გუნდის პატარა შოკიდან გამოყვანას. როგორც უკვე ვიცით "პრემიერ ლიგა" დასასრულს უახლოვდება და თითოეული გამარჯვება ერთი ნაბიჯით აახლოვებს ამ გუნდს ნანატრ მე_20 "პრემიერ ლიგას" სწორედ ამიტომ ყველანაირ ხერხს და ღონეს იხმარს მთლიანად კლუბი, რომ სეზონი წარმატებულად ჩაამთავრონ და შარშანდელი კრახი არ განიცადონ. რაც შეეხება მეტოქეს წინა 2 მეტოქესგან განსხვავებით საკმაოდ სუსტი გუნდი ჰყავს "რედინგის" სახით, მაგრამ ეს მოდუნების საშვალებას არ აძლევს "იუნაიტედს" ვინაიდან შარშანდელი სეზონი კარგად ახსოვს ამ გუნდს და ისიც ახსოვს საიდან დაიწყო მათი ტიტულის ხელიდან გაშვება. გასავარდნ ზონაში მყოფი "უიგანთან" შეხვედრა გამოდგა ამ ყველაფრის დასაწყისი. რაღაცით ჰგავს ეს ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრას, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ამჯერად "იუნაიტედი" საკუთარი ქომაგების გარმოცვაში ჩაატარებს შეხვედრას და არა გასვლაზე. მაშ ასადამე გამარჯვებას მოწყურებული "იუნაიტედი" 3 ქულის მოლოდინშია და ხასიათის გამოსწორებას სწორედ ხვალინდელი მატჩიდან დაწყებას შეეცდება. კვლავ განაგრძობს "იუნაიტედი" წაუგებელ სეზონს 2013 წელს თუ რედინგი შეაჩერებს?

"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
15 მარტი 2013 22:30
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ესეთ სიახლეებს დავწერ ხოლმე ყოველი ტურის წინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Mr. Rooney
15 მარტი 2013 22:33
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
VaRdo
კაია :) დაწერე ხოლმე :)

ხვალ შეიძლება ოფიციალური შემადგენლობა დავდო და არავინ დამასწროთ :D
0
№3
ავტორი: VaRdo
15 მარტი 2013 22:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: David De Gea
ხვალ შეიძლება ოფიციალური შემადგენლობა დავდო და არავინ დამასწროთ :D


ოფიციალური შემადგენლობა იდება ლაივებში ასე, რომ არ დადო ძმა. ცალკე მაგ სიახლეს არ დვებთ საიტზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: love united
15 მარტი 2013 22:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ დათო...კარგია...
0
№5
ავტორი: Mr. Rooney
15 მარტი 2013 22:49
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
VaRdo
დათო ორივე გუნდის შემადგენლობას ვდებ :)
0
№6
ავტორი: Esi
15 მარტი 2013 22:51
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
David De Gea,

აზრი არ აქვს მაგ სიახლეს...ლაივთან ერთად იდება ასე რომ...
0
№7
ავტორი: Mr. Rooney
15 მარტი 2013 22:51
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
Esi
კაი ჯანდაბას :D
0
№8
ავტორი: always ReD
15 მარტი 2013 23:09
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ დათო
0
№9
ავტორი: Red Hooligan
15 მარტი 2013 23:21
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
David De Gea,
ფლუდის მამა ხარ :ხ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№10
ავტორი: red devil
16 მარტი 2013 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia didi angarishit davamarcxebt redings persim ki droa golis gemo gaixsenos.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top