თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2013, 22:28
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 1622,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!
"მანჩესტერი" 2013 წელს ჯერ არავის დაუამრცხებია "პრემიერ ლიგაში"
"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!


"რედინგი"


"ჩემპიონატის" დასაწყისში ყველა ვინც კი "პრემიერ ლიგას" უყურებს თავის აზრს აფიქსირებს თუ, რომელი გუნდები იბრძოლებენ საუკეთესო ოთხეულისთვის და რომელი გუნდები დაქვეითდებიან. უმრავლესობის აზრით კი "რედინგი" კვლავ "ჩემპიონშიპში" გადაინაცვლებს ვინაიდან მათ არ გააჩნიათ იმდენი რესურსი, რომ "პრემიერ ლიგაში" ადგილი შეინარჩუნონ. 28 ტურის შემდეგ, რომ გადავხედოთ განვლილ ეტაპს ამ გუნდის ძნელია, რომ არ დავეთანხმოთ. 19 ადგილი და ტურიდან ტურამდე უარესი შედეგი ეს ყველაფერი გავარდნის მომასწავებელია. როგორც წესი "პრემიერ ლიგის" გასავარდნ ზონას თავი, რომ დააღწიო ბოლო ტორებში ქულების მაქსიმუმს უნდა მოუყარო თავი რაც შარშანდელ ეზონში "უიგანმა" შემოგვთავაზა და საბოლოოდ 15 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 7 ქულით გაუსწო. რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს ეს გუნდი რთულია მით უმეტეს, რომ ბოლო 4 მატჩიდან 0 ქულას მოუყარეს თავი და საგრძნობლად გაირთულეს საქმე. ამ ყველაფრის ფონზე კი შაბათს არც მეტი არც ნაკლები "მანჩესტერ იუნაიტედთან" ელით გასვლითი მატჩი სადაც გამარჯვების შანსი მინიმალურია, მაგრამ არა შეუძლებელი. ამ გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ გულშემატკივრებს სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს და პატარა თავსატეხიც გაუჩინოს მეტოქე გუნდის მწვრთვნელებს. ეს უკვე დაამტკიცეს პირველ წრეში როდესაც ნამდვილი სპეკტაკლი დადგეს "იუნაიტედთან" გამართულ შეხვედრაში და 35 წუთში არც მეტი არც ნაკლები 7 გოლი ვიხილეთ. ასევე უდნა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ იუნაიტედთან ერთად წლევანდელ სეზონში არანაკლებ სასწაულებს აკეთებს "რედინგი" ზედიზედ 3 თუ 4 ქამ ბექი და თან შეხვედრის ბოლო წუთებზე. ასე და ამ გვარად რედინგს შაბათს ურთულესი მატჩი ელის როგორც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კიდევ ერთი მარცხი თუ იუნაიტედის გატეხვა? ამას ზუსტად 24 საათში ვიხილავთ!

"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!


"მანჩესტერ იუნაიტედი"


ძალზედ ცუდად დაიწყო "წითელი ეშმაკუნებისთვის" მარტის თვე. ჯერ იყო და "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალურ შეხვედრაში "მადრიდის რეალმა" მტკივნეული მარცხი აგემა "ოცნების თეატრში" (1:2) შემდეგ კი ისევ იმავე სტადიონზე ლონდონის "ჩელსისთან" უკვე თასის გასამართ შეხვედრაში 2 ბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავა (2:2) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსიც უფრო გაირთულა. ამ გადაღლილი გრაფიკის შემდეგ და 2 ვერ მოგებული მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ "ოლდ.ტრაფორდზე" ჩაატარებს შემდეგ შეხვედრას ოღონდ უკვე "პრემიერ ლიგაში" და ეცდება ხასიათი გამოიკეთოს. არამგონია ვინმეს ახსოვდეს ბოლოს იუნაიტედმა ზედიზედ სამი შეხვედრა როდის ვერ მოიგო? ამას თუ დავუმათებთ იმ ფაქტსაც, რომ სამივე შეხვედრა "საკუთარ კედლებში" გამართული. სწორედ ამ სასიამოვნო ფაქტის ღირსეულად გაგრძელებას შეეცდება ფერგიუსონი შაბათ საღამოს და გუნდის პატარა შოკიდან გამოყვანას. როგორც უკვე ვიცით "პრემიერ ლიგა" დასასრულს უახლოვდება და თითოეული გამარჯვება ერთი ნაბიჯით აახლოვებს ამ გუნდს ნანატრ მე_20 "პრემიერ ლიგას" სწორედ ამიტომ ყველანაირ ხერხს და ღონეს იხმარს მთლიანად კლუბი, რომ სეზონი წარმატებულად ჩაამთავრონ და შარშანდელი კრახი არ განიცადონ. რაც შეეხება მეტოქეს წინა 2 მეტოქესგან განსხვავებით საკმაოდ სუსტი გუნდი ჰყავს "რედინგის" სახით, მაგრამ ეს მოდუნების საშვალებას არ აძლევს "იუნაიტედს" ვინაიდან შარშანდელი სეზონი კარგად ახსოვს ამ გუნდს და ისიც ახსოვს საიდან დაიწყო მათი ტიტულის ხელიდან გაშვება. გასავარდნ ზონაში მყოფი "უიგანთან" შეხვედრა გამოდგა ამ ყველაფრის დასაწყისი. რაღაცით ჰგავს ეს ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრას, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ამჯერად "იუნაიტედი" საკუთარი ქომაგების გარმოცვაში ჩაატარებს შეხვედრას და არა გასვლაზე. მაშ ასადამე გამარჯვებას მოწყურებული "იუნაიტედი" 3 ქულის მოლოდინშია და ხასიათის გამოსწორებას სწორედ ხვალინდელი მატჩიდან დაწყებას შეეცდება. კვლავ განაგრძობს "იუნაიტედი" წაუგებელ სეზონს 2013 წელს თუ რედინგი შეაჩერებს?

"იუნაიტედს" გამარჯვება სწყურია!
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
16 მარტი 2013 08:37
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ერთი 5–0 მაინც მინდა რო მოვიგოთ
0
№12
ავტორი: UTD-Rule
16 მარტი 2013 10:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვაფორთხიალოთ უნდა დღეს ესენი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top