"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს მუშაობას "იფსვიჩის" თავდამსხმელის ლაიამ დელაპის ხელშეკრულების გამოსყიდვის თაობაზე.
22 წლის ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან პრემიერ ლიგის სხვა გრანდებიც – მათ შორის "არსენალი" და "ჩელსი".
ჟურნალისტ ლაური უიტუელის მიერ გავრცელებული ცნობით, ცოტა ხნის წინ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს დელაპთან, სადაც შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს.
"იფსვიჩმა" ფეხბურთელს ნება დართო, ესაუბრა "იუნაიტედის" წარმომადგენლებთან. წყაროს ცნობით, თავდამსხმელი ყველა დაინტერესებულ კლუბთან გამართავს მოლაპარაკებებს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ლაიამ დელაპმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ტრაქტორისტები" ჩემპიონშიფში დაქვეითებას გადარჩენოდნენ.