თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2025, 18:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1105,
კომენტარები: 24
ამორიმი თავდამსხმელის ძიებაშია
კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი.
ამორიმი თავდამსხმელის ძიებაშია
"მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს მუშაობას "იფსვიჩის" თავდამსხმელის ლაიამ დელაპის ხელშეკრულების გამოსყიდვის თაობაზე.

22 წლის ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან პრემიერ ლიგის სხვა გრანდებიც – მათ შორის "არსენალი" და "ჩელსი".

ჟურნალისტ ლაური უიტუელის მიერ გავრცელებული ცნობით, ცოტა ხნის წინ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს დელაპთან, სადაც შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს.

"იფსვიჩმა" ფეხბურთელს ნება დართო, ესაუბრა "იუნაიტედის" წარმომადგენლებთან. წყაროს ცნობით, თავდამსხმელი ყველა დაინტერესებულ კლუბთან გამართავს მოლაპარაკებებს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლაიამ დელაპმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ტრაქტორისტები" ჩემპიონშიფში დაქვეითებას გადარჩენოდნენ.
ჭორები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Dato kutaisi
22 მაი 2025 14:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: Malboro463
ციტატა: Chesterman
რაის შო უნდოდა კიდე ბიჭო ტიპმა მთელი სეზონი გამოტოვაა დაყენებია იორო ისევ მაქ და დაეწია მაზრაუი დაცვაში .ლუზერი ტოტენჰემი რო ფინალს მოგიგებს თან მედისონი და კულუშევსკი არ ყავდა რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია სირრცხვილია აბა რაარი

****ა მეთქი ტყულად კიარ ვიძახი ბილბაოსთან ორივე თამასში უგარტე კაზემირო ეყენა ცენტრში საუკეთესო იყვნენ წინ ბრუნო იმანაც კარგად ითამაშა.. მაგის მერე ვესტ ჰემთანდა ჩელსისთან არია შემადგენლობა ცენზურაეს
შოუც ძირითადში დაყენა ყველაზე დაბალი შეფასება ქონდა. ბილბაოს 4-1 რომ მოუგო იმ შემადგენლობით უნდა გამოსულიყო მოიგონა ექსპერიმენტები

გვარდიოლას გზაზეა ფინალში რო ცვლიდა შემადგენლობას:)ჩემი აზრით ამ გუნდს არაფერი არ უნდა მოეგო წელს არ ეკუთვნოდა.ახლა იმედია უფრო რადიკალური მიდგომები ექნებათ რავი
0
№22
ავტორი: Chesterman
22 მაი 2025 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 724
ყოველ ახალ სეზონს იმედით ველოდი რო იქნებ ამ წელს მაინც დავინახოთ რაღაცა წინსვლა პროგრესი მარა უარესი ...წელს უკვე ვაბშე არაფერს ველი ))ამ სიბრაზემ და იმედგაცრუებამ თუარ გადამიარა შეილება თამაშებსაც აღარ ვუყურო ისე ვარ უკვე .ამ გადმოსახედიდან ამ რეალობიდან ჯობდა რუდი დაეტოვებიათ ,ამორიმს მაინც არ დავუნგრევდით არიერას : )) ის კიდე ვინ იცის რა იზამდა იქნება კი ეშველა ჩვემთვისაც
0
№23
ავტორი: შოთა man utd
22 მაი 2025 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ეს ჰოილუნზე უკეთესი ვერ იქნება გუნდში.
აუცილებელია საშვალოზე მაღალი დონის ფორვარდი და რადგან ოსიმენის მომავალი გაურკვეველია თვითონაც უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში უნდა თამაში თან იძახის მანჩესტერს ვანიჭებ უპირატესობასო, ვფიქრობ ოსიმენის ვარიანტს ალტერნატივა არ უნდა ყავდეს.
მგონია თუ გადმოვიდა ეცდება ყველასთვის იმის დამტკიცებას რო ერთერთი საუკეთესო ფორვარდია დღესდღეობით და ნეაპოლში ვერ დააფასეს სათანადოდ
0
№24
ავტორი: Mishiko82
26 მაი 2025 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 613
რა დელაფი ეგეთი ჰოილუნდიც გვყავს ოსიმენი გვინდა სასწრაფოდ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top