თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2025, 07:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1471,
კომენტარები: 12
ამორიმი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ამორიმი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განმარტა თავისი გუნდის წარუმატებლობის მიზეზი "ბრაიტონთან" მატჩში.

კვირას „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: 60-ე წუთზე "თოლიებმა" მეორე გოლი გაიტანეს და ანგარიში თავიანთ სასარგებლოდ შეცვალეს, ხოლო 76-ე წუთზე გამარჯვების გოლიც ონანას შეცდომის წყალობით დააფიქსირეს.

"ეს ჰგავს იმას, რაც წინა მატჩებშიც ვნახეთ. გავუშვით გოლები, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ამის შემდეგ ფეხბურთელებს ნერვიულობის გამო ბურთის კონტროლი გაუჭირდათ.

რთულია რამე შეცვალო, როცა ასეთ გოლებს უშვებ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ სიტუაცია და გავიგოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ასეთი ხშირი წაგებები მიუღებელია. აშკარაა, რომ უნდა მოვუმატოთ, თუნდაც არ გვქონდეს დრო ვარჯიშისთვის",
– განაცხადა ამორიმმა BBC-სთან ინტერვიუში.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 იანვარი 2025 07:53
  • სიახლეები: 2866
  • კომენტარები: 3911
გაწურე ვარჯიშით ეს თანამდებობისთვის შეუფერებლები.
0
№2
ავტორი: Beqzi777
20 იანვარი 2025 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
შენც გასაშვწბი ხარ და კიდე ბევრი
0
№3
ავტორი: Roberto
20 იანვარი 2025 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მწვრთნელის გაშვებას ვინც ითხოვს იმ ხალხმა ამიხსენით მაინც რატო გინდათ.იქნებ მე ვერ ვხვდები და თქვენ უკეთ ხედავთ.არგუმენტები თუ შეიძლება
1
№4
ავტორი: Malboro463
20 იანვარი 2025 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5875
ციტატა: Roberto
მწვრთნელის გაშვებას ვინც ითხოვს იმ ხალხმა ამიხსენით მაინც რატო გინდათ.იქნებ მე ვერ ვხვდები და თქვენ უკეთ ხედავთ.არგუმენტები თუ შეიძლება

ჰაგის შემცვლელად დაწყებულ სეზონზე რატო მოიყვანეს და რისთვის გადაიხადეს მილიონები კონტრაქტის გაწყვეტისთვის შენი აზრით?
ოთხეულში შესვლის შანსი რომ არ დაეკარგა გუნდს და ევროპის ლიგაზე წარმატებისთვის გაქვს იმედი შენ?
ჯერ დირექტორია მაგარი სი რი ამისთვის ამდენი მილიონი რომ გადაიხადა და ამ ელა კონტრაქტო რომ დაუდო ეხლა ვერც გაგდებენ კიდე მოუწევთ მილიონების გადაყრა
არადა დაცვაში გუნდს არ უჭირს 3-4 ფეხბურთელის მოყვანა საჭირო არენდით და წესიერი ტაქტიკა
კარგი მწვრთვენლი ამ შემადგენლობასაც აათამაშებს.
0
№5
ავტორი: Roberto
21 იანვარი 2025 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ციტატა: Malboro463

და ვინ გითხრა მეგობარო,საიდან ეგ ინფორმაცია რომ ოთხეულში შესასვლელად მოიყვანეს ამ სეზონში?ჰააგი იმიტო გაუშვეს რო ჩაისვარა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.გასახდელის,თამაშის და ზოგადად ყველა სადავეები გაექცა ხელიდან. ჰაგი მოიყვანეს მაგ აზრით რომ იყო სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული თამაშის დამნერგავი მწვრთნელი.მაგრამ შემდეგ რა მოხდა?მოხდა ის რომ თავის ხედვებს გადაუხვია რადგან დებილების ხროვას საკუთარი ფეხბურთი ვერ დაუნერგა,თავისი ტაქტიკით გუნდი ვერ ათამაშა.საბოლოოდ ნდობა გამოუცხადე და დააცალეს კიდევ,ტრანსფერებიც გაუკეთეს,ბოლოს მისმა ტრანსფერებმაც ვერ გაამართლა და გაუშვეს სახლში.ყველაზე მთავარი მომენტი იცით რა იყო და რა არის?არის ის რომ ჰაგმა თავის ხედვებს და ტაქტიკას გადაუხვია.სწორედ მანდ გატყდა და გაფუჭდა ყველაფერი.ეხლა რუბენმაც იგივე თუ გააკეთა,მაშინ აზრი არ აქვს არაფერს.რადგან ეს კლუბი არ არის ბორნმუთი ან ვესტჰემი,რომ მწვრთნელი ერგებოდეს მოთამაშეების ფიზიკურ მომზადებას და მორჩა.პირიქით ასეთი კალიბრის კლუბში მწვრთნელი უნდა ნერგავდეს თავის ფილოსოფიას,უნდა ნერგავდეს თავის მიერ მოტანილ სიახლეებს და მწვერვალებისკენ უნდა გაიწიოს.ისე აბა რა აზრი აქვს დროებით რაღაც შედეგი დადო იმის ხარჯზე რო ამ გაზულუქებულ მოთამაშეებს მოერგო.კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ,მაგისთვის უიდეალურესი იქნებოდა კონტე.რომლის სათამაშო სქემის ყურება მე პირადად არ შემიძლია.რავი ძმა ყველას თავის აზრი აქვს.ეს ჩემი აზრია პირადად ასეთი.თქვენს აზრს ვითვალისწინებ და პატივს ვცემ
2
№6
ავტორი: dybbuk
21 იანვარი 2025 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1563
ძალიან მძიმე პერიოდი უდგას გუნდს და ამასთანავე გარდამავალი, პრობლემა ბევრ ასპექტშია, როგორც ბორდში ისე გუნდშიც. უბრალოდ ამორიმის რაც მომწონს პირადა მე ის არის რომ არ აპირებს გადაუხვიოს მის კურსს და ხედვებს, რა შეცდომაც ტენ ჰააგმა დაუშვა მაგალითად როცა შემტევი და ლაღი აიაქსიდან მოსულმა მანჩესტერს ათამაშა კოშმარი ფეხბურთი და ამაში მეტწილად გაზულუქებული ფეხბურთელებია დამნაშავე, ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ ის უარყოფითი აურა მათზეც მოქმედებს და ვხედავთ იმას რომ ვინც მოიყვანეს ყველას რეგრესი აქვს. ესენი მიჩვეულები არიან მათ გემოზე რომ აეწყობა მწვრთნელი და ბოლოს ყველა იქამდე მიყავთ რომ აგდებენ(აბა მთელ გუნდს ხოარ გაუშვებენ, სად 1 კაცის ანუ ტრენერის გაშვება და სად მთელი გუნდის, არარეალურია). რეშფორდი არის დეფინიცია იმისა თუ როგორი არ უნდა იყოს ფეხბურთელი და მითუმეტეს გუნდის აკადემიის აღრზდილი, ტიპს 350 ფუნტი აქვს კვირაში და ელ ჰაჯი დიუფი აჯობებს ახლა რომ ათამაშო. უბრალოდ ხელფასებს გადავხედოთ და ბევრი რამე ჩანს მაგით, 10 წელი ფილ ჯონსი ირიცხებოდა გუნდში რომელსაც ჯამში 100 თამაში არ ექნება ჩატარებული და ტიპს 120 თუ 140 ათასი ფუნტი ქონდა კვირაში, სრული აბსურდია რბილად რომ ვთქვათ. ახლა მაინო გამოხტა, ღლაპი რომელსაც ჯერ არაფერი არ დაუმტკიცებია და 200 ათას ითხოვს კვირაში, იმიტომ რომ მასზე ბევრად ნაკლები სარგებლის მომტან ფეხბურთელებს იგივე და მეტი აქვთ. ეს რა თქმა უნდა არ ამართლებს მის მოთხოვნას, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ესეთი დამოკიდებულების ხალხია ძირითადად შეკრებილი ამ კლუბში ვისაც კლუბის სათანადო პატივისცემა არ გააჩნია და მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მოკლედ ამორიმმა როგორც თქვა ჩემს გზას არ გადავუხვევო და იმედია ბევრსაც გაუშვებს, პარაზიტებითაა სავსე გუნდი, აბა როგორ შეიძლება ლივერპულთან რაც ითამაშეს და რა ხარისხიც აჩვენეს იმის მერე ასე უნიათოდ წააგო ამდენი თამაში და თან რა გუნდებთან.
1
№7
ავტორი: Roberto
21 იანვარი 2025 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
“UTD Menace”-ის ინფორმაციით, “ბრაიტონთან” მარცხის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი გასახდელში ემოციურად აფეთქდა.

მან მოთამაშეებს მკაცრად ესაუბრა, მაგიდები გადმოაყირავა და სავარძლებს წიხლი დაარტყა. ამორიმმა თითოეულ ფეხბურთელს ნათლად უთხრა რომ ან მოიყვანენ თავს სათანადო ფორმაში, ან კლუბი უნდა დატოვონ.

ამ ინციდენტის შედეგად, მოთამაშეებს შორის ზოგს ცრემლები ჰქონდა თვალებზე, ზოგიც მდუმარედ შეხვდა მწვრთნელის რეაქციას.
0
№8
ავტორი: Chesterman
21 იანვარი 2025 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 701
ციტატა: dybbuk
ძალიან მძიმე პერიოდი უდგას გუნდს და ამასთანავე გარდამავალი, პრობლემა ბევრ ასპექტშია, როგორც ბორდში ისე გუნდშიც. უბრალოდ ამორიმის რაც მომწონს პირადა მე ის არის რომ არ აპირებს გადაუხვიოს მის კურსს და ხედვებს, რა შეცდომაც ტენ ჰააგმა დაუშვა მაგალითად როცა შემტევი და ლაღი აიაქსიდან მოსულმა მანჩესტერს ათამაშა კოშმარი ფეხბურთი და ამაში მეტწილად გაზულუქებული ფეხბურთელებია დამნაშავე, ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ ის უარყოფითი აურა მათზეც მოქმედებს და ვხედავთ იმას რომ ვინც მოიყვანეს ყველას რეგრესი აქვს. ესენი მიჩვეულები არიან მათ გემოზე რომ აეწყობა მწვრთნელი და ბოლოს ყველა იქამდე მიყავთ რომ აგდებენ(აბა მთელ გუნდს ხოარ გაუშვებენ, სად 1 კაცის ანუ ტრენერის გაშვება და სად მთელი გუნდის, არარეალურია). რეშფორდი არის დეფინიცია იმისა თუ როგორი არ უნდა იყოს ფეხბურთელი და მითუმეტეს გუნდის აკადემიის აღრზდილი, ტიპს 350 ფუნტი აქვს კვირაში და ელ ჰაჯი დიუფი აჯობებს ახლა რომ ათამაშო. უბრალოდ ხელფასებს გადავხედოთ და ბევრი რამე ჩანს მაგით, 10 წელი ფილ ჯონსი ირიცხებოდა გუნდში რომელსაც ჯამში 100 თამაში არ ექნება ჩატარებული და ტიპს 120 თუ 140 ათასი ფუნტი ქონდა კვირაში, სრული აბსურდია რბილად რომ ვთქვათ. ახლა მაინო გამოხტა, ღლაპი რომელსაც ჯერ არაფერი არ დაუმტკიცებია და 200 ათას ითხოვს კვირაში, იმიტომ რომ მასზე ბევრად ნაკლები სარგებლის მომტან ფეხბურთელებს იგივე და მეტი აქვთ. ეს რა თქმა უნდა არ ამართლებს მის მოთხოვნას, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ესეთი დამოკიდებულების ხალხია ძირითადად შეკრებილი ამ კლუბში ვისაც კლუბის სათანადო პატივისცემა არ გააჩნია და მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. მოკლედ ამორიმმა როგორც თქვა ჩემს გზას არ გადავუხვევო და იმედია ბევრსაც გაუშვებს, პარაზიტებითაა სავსე გუნდი, აბა როგორ შეიძლება ლივერპულთან რაც ითამაშეს და რა ხარისხიც აჩვენეს იმის მერე ასე უნიათოდ წააგო ამდენი თამაში და თან რა გუნდებთან.

ეგრეა ძმაო ზუსტად,დაბალი კლასის ბევრი ფეხბურთელია გუნდში მაგრამ ვულვზზე,ბორნმუთზე და ნიუკასლზე კაი ფეხბურთელი ნამდვილად გვყავს,ვერც მწვრთნელზე იტყვი რამეს იმიტო რო ყველამ ვნახეთ სიტისტან ლივერპულთან თუნდაც ტოტენჰემთან ის წაგებული თამაში არსენალთან და შეადარეთ ახლა ბრაიტონთან ნათამაშები თან სახლში ,ტიპებს როცა უსწორდებათ მაშინ თამაშობენ ..ძველ ფეხბურთელებში უნდა ვეზებოთ დამპალი ვაშლები ვინც დიდი ხანია გუნდშია ჩემი აზრით
0
№9
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2025 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11531
30 მწვრთნელი გამოიცვალა რა მწვრთნელი თუ ძმა ხარ რა გასაშვებია 10 კაცი მინიმუმ რა ...რაგნიკმა რო თქვა ეს სიცილით მოკვდნენ თურმე მართლას იძახდა ...
2
№10
22 იანვარი 2025 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 327
სირცხვილი და ამაზრზენია უკვე ამათი ყურება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top