თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2025, 07:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1474,
კომენტარები: 12
ამორიმი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ამორიმი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განმარტა თავისი გუნდის წარუმატებლობის მიზეზი "ბრაიტონთან" მატჩში.

კვირას „ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: 60-ე წუთზე "თოლიებმა" მეორე გოლი გაიტანეს და ანგარიში თავიანთ სასარგებლოდ შეცვალეს, ხოლო 76-ე წუთზე გამარჯვების გოლიც ონანას შეცდომის წყალობით დააფიქსირეს.

"ეს ჰგავს იმას, რაც წინა მატჩებშიც ვნახეთ. გავუშვით გოლები, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა. ამის შემდეგ ფეხბურთელებს ნერვიულობის გამო ბურთის კონტროლი გაუჭირდათ.

რთულია რამე შეცვალო, როცა ასეთ გოლებს უშვებ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ სიტუაცია და გავიგოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ასეთი ხშირი წაგებები მიუღებელია. აშკარაა, რომ უნდა მოვუმატოთ, თუნდაც არ გვქონდეს დრო ვარჯიშისთვის",
– განაცხადა ამორიმმა BBC-სთან ინტერვიუში.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ManutDD
25 იანვარი 2025 05:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
პროფილაქტიკისთვის მწვრთნელი გავაგდოთ
0
№12
ავტორი: iniesta123
28 იანვარი 2025 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
გამარჯობა,

კაია რო ნელნელა ნაგავ ხალხს ყრიან,მარა დამატებაზე რამე ინფო არ გაქვთ ვინმეს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top