საფეხბურთო კლუბ "ნიცას" 23 წლის ცენტრალური მცველი ჟან კლერ ტოდიბო შეიძლება სულ მალე "მანჩესტერში" ვიხილოთ. გარიგების სავარაუდო ღირებულებად 34 მილიონი ფუნტი სახელდება.
ახალგაზრდა მცველის აგენტებს მოლაპარაკებები უკვე ჰქონდათ "ბარსელონას", "შალკესა" და პორტუგალიურ "ბენფიკას" წარმომადგენლებთან.
თუმცა როგორც Sky sports იტყობინება, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი აღნიშნულ ტრანსფერთან ყველა კონკურენტზე ახლოსაა. ტოდიბოს სანაკრებო დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში მარტის თვეში შედგა.
როგორც ჩანს "გლეიზერების" კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ორი ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ 3 ქულას დასჯერდნენ.