თბილისი:
მანჩესტერი:
24-08-2023, 20:22
ავტორი: Dato kutaisi,
ნანახია: 1543,
კომენტარები: 11
მომავალი ტრანსფერი
ინფორმაციას Sky sports ავრცელებს.
მომავალი ტრანსფერი
საფეხბურთო კლუბ "ნიცას" 23 წლის ცენტრალური მცველი ჟან კლერ ტოდიბო შეიძლება სულ მალე "მანჩესტერში" ვიხილოთ. გარიგების სავარაუდო ღირებულებად 34 მილიონი ფუნტი სახელდება.

ახალგაზრდა მცველის აგენტებს მოლაპარაკებები უკვე ჰქონდათ "ბარსელონას", "შალკესა" და პორტუგალიურ "ბენფიკას" წარმომადგენლებთან.

თუმცა როგორც Sky sports იტყობინება, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი აღნიშნულ ტრანსფერთან ყველა კონკურენტზე ახლოსაა.
ტოდიბოს სანაკრებო დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში მარტის თვეში შედგა.

როგორც ჩანს "გლეიზერების" კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ორი ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ 3 ქულას დასჯერდნენ.
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Vaskaa
26 აგვისტო 2023 06:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ციტატა: Old Red Devil
ბაი,ჰარი,დონი ვერ გაუშვეს.ფული არაა და ვერც ვერავის მოიყვანენ.ვიკმაროთ რაცაა.წელს 3ე ადგილი მიღწევა იქნება

ეჰ, ნეტა იყოს მესამე ადგილი, ჩელსი იღვიძებს, ლივემ წინა წელი ჩააგდო და წელს სხვა გუნდი იქნება, არსენალი, ნიუკასლი, ტოტენჰემი, ვიღაც კიდე გაიგიჟებს თავს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top