20-07-2023, 12:37
ნანახია: 2093,
კომენტარები: 15
"ატალანტამ" სურვილები გააჟღერა
იტალიელებმა ფასი დაასახელეს.
"ატალანტამ" ინგლისურ გრანდს "მანჩესტერ იუნაიტედს", საკუთარი თავდამსხმელის, რასმუს ჰოილუნდის სატრანსფერო ფასი დაუსახელა.
სპორტული ჟურნალისტის ალფრედო პედულას თქმით, "ბერგამოელები" 20 წლის დანიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და 8-10 მილიონ ევროს ბონუსების სახით ითხოვენ.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოვდება "ატალანტას" მოთხოვნებს.
რასმუს ჰოილუნდი, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ში ცხრა გოლი გაიტანა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა თავდამსხმელის პოზიციაზე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.