თბილისი:
მანჩესტერი:
20-07-2023, 12:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2094,
კომენტარები: 15
"ატალანტამ" სურვილები გააჟღერა
იტალიელებმა ფასი დაასახელეს.
"ატალანტამ" ინგლისურ გრანდს "მანჩესტერ იუნაიტედს", საკუთარი თავდამსხმელის, რასმუს ჰოილუნდის სატრანსფერო ფასი დაუსახელა.

სპორტული ჟურნალისტის ალფრედო პედულას თქმით, "ბერგამოელები" 20 წლის დანიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და 8-10 მილიონ ევროს ბონუსების სახით ითხოვენ.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უახლოვდება "ატალანტას" მოთხოვნებს.

რასმუს ჰოილუნდი, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ში ცხრა გოლი გაიტანა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნეა თავდამსხმელის პოზიციაზე.
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Vaskaa
21 ივლისი 2023 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ციტატა: jumbo
კაი ბიჭია მარა გრინვუდის დამატება უფრო მინდააა wink რით ვერ დაასრულეს გამოძიებააა am

რაღა გამოძიება შვილი შეეძინათო.
0
№12
ავტორი: Gio7
21 ივლისი 2023 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
რას ერჩით ᲐᲛ ბიჭს ატალანტაშია რეალში კი არა 40 გოლი რო გაეტანა მაგასაც მნიშვნელობა აქვს. მერე კიდე სწრაფია ტექნიკურია მღალია მებრძოლია და ბავშვია.. ეგ რამოსი კიდე ავტობუსის და ძალიანაც არ მევასება არაფერია მაგაში განსაკუთრებული
0
№13
ავტორი: LASHQARA
21 ივლისი 2023 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ციტატა: ikeoni
ციტატა: LASHQARA
გონსალო რამოსი იყიდონ, მაგრად გაასწორებს, ეს ვიღაც ქერა მაიმუნობაა, იმენა ჩაწოლილი ტავარია, რას თამაშობს რო ??

ჩაწოლილი ტავარი 20 წლის ვერ იქნება ძმა პირიქით ერთერთ იმედის მომცემ ტალანტად ითვლება ბოლო 4 თამაში 6 გოლი დანიის ნაკრებში ატალანტაში არ აქვს სასწაული სტატისტიკა მაგრამ რავი არ ვუყურებ ეგრე ცუდათ ამ ტრანსფერს თუ მოხდა

ასაკიდან გამომდინარე, გეთანხმები, უბრალოდ ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, 2013 მერე ვერ დაბრუნდა გუნდი იმ სიმაღლეზე სადაც იყო, აი ესეთი გაუაზრებელი და სათუო ტრანსფერები კიდე ცალკე თემაა, რამაც ბევრი ფული, დრო და რესურსი დააკარგინა გუნდს, თორემ შეიძლება ეს ბიჭი საერთოდადც გამორჩეულია თავის ასაკში, ჯერ ამას ვერ ვიტყვით am
0
№14
ავტორი: Kate
21 ივლისი 2023 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: Mishiko82
არღირს ეს ფეხბურთელი 50 ზე მეტი გაბერილი ფასი ადევს, არც თვალში საცემი შედეგი არააქვს და არც არაფერი დაუმტკიცებია, საკვირველია ტენ ჰააგი რითი მოხიბლა, მაგას ისევ ბემფიკას გადაუხადონ 75 მილიონი ჯობია.

რომელი ფასი არ არის გაბერილი. ამას იმიტომ ყიდულობენ რომ სხვაზე იაფია. ესაა სიმართლე

ციტატა: Vaskaa
ციტატა: jumbo
კაი ბიჭია მარა გრინვუდის დამატება უფრო მინდააა wink რით ვერ დაასრულეს გამოძიებააა am

რაღა გამოძიება შვილი შეეძინათო.

იჯარით გაუშვებენ მაგ გრინვუდს
0
№15
ავტორი: gogola.77
26 ივლისი 2023 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
არც 55 არ ღირს ეს ფეხბურთელი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top