თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2023, 21:25
ავტორი: kikala,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 12
დონი ვან დე ბეკს კლუბის გამოცვლა სურს
"იუნაიტედს" ნიდერლანდელი ნახევარმცველი დატოვებს
დონი ვან დე ბეკს კლუბის გამოცვლა სურს
ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვება სურს.

ჟურნალისტის ცნობით, დონი მზადაა განიხილოს სხვა კლუბების შემოთავაზებები, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს. 26 წლის ფეხბურთელს უყვარს "იუნაიტედი" და ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან, თუმცა მას თამაში სურს.

დონი ვან დე ბეკი ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. იგი ხელმისაწვდომი იქნება პრე სეზონზე. ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა. ამა წლის 3 იანვარს "ბორმუთთან" მატჩში მან მუხლის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ დონი ვან დე ბეკი "იუნაიტედის" რიგებს ამსტერდამის "აიაქსიდან" 2020 წელს 40 მილიონად შუერთდა. ხშირმა ტრავმებმა მას საშუალება არ მისცა გუნდის ძირითადში ადგილი დაემკვიდრებინა. ამ დროის განმავლობაში დონის ანგარიშზე "მანჩესტერის" მაისურით ჩატარებული 61 მატჩი და 3 გატანილი გოლია.
ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 ივნისი 2023 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
დონი 100% მიდის
0
№2
ავტორი: Kate
8 ივნისი 2023 06:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: ikeoni
დონი 100% მიდის

წავიდეს იქნებ ბედს ეწიოს სადმე, გააფუჭეს ეს ბიჭი
0
№3
8 ივნისი 2023 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ვერ გაამართლა ამან.
0
№4
ავტორი: Licha2001
8 ივნისი 2023 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
საწყენია რომ ვერ გაამართლა
0
№5
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2023 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Ეგ საკითხავია გაამათლა თუარა არ უთამაშია კაცს :))ოლეგას ისე მოუყვანეს რო თვითონ არ უნდოდა
0
№6
ავტორი: PaLoMo
8 ივნისი 2023 12:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
აი ამას რო გადამბულად ეთამაშა როცა მოვიდა მაშინ გაამართლებდა კიდეც თუმცა ზედიზედ არ მიეცა შანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Misha1986
8 ივნისი 2023 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
აი რა საშინელი ხალხია ეს გლეიზერები,ყველაფერს ბლოკავენ ტრანსფერების მიმართ,სირცხვილია უბრალოდ სირცხვილი.როდის დაგვადგება საშველი.ეჰ
0
№8
ავტორი: Svanchester
9 ივნისი 2023 07:25
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ნორმალური არაფერი ოწერება ჩვენზე. საქმის მკეთებელი კლუბები უკვე იწყებენ ფეხბურთელების გაფორმებას.
0
№9
ავტორი: alkimikosi
9 ივნისი 2023 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
გლეიზერები მოშორდნენ რა ბუბლიკ, მიკვირს მაგათ სახლთან რო არ აკეთებენ აქციებს და ამბებს. წინებზე კარგი იყო თამაშიც რო ჩაშალეს დაჟე
0
№10
ავტორი: Kate
10 ივნისი 2023 07:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: alkimikosi
გლეიზერები მოშორდნენ რა ბუბლიკ, მიკვირს მაგათ სახლთან რო არ აკეთებენ აქციებს და ამბებს. წინებზე კარგი იყო თამაშიც რო ჩაშალეს დაჟე

გლეიზერები ნაქირავებ ბინაში კი არ ცხოვრობენ. არც მთავრობაა გადადგომა მოითხოვო. სახლთან პროტესტის რომ ამბობ, მაგათ სახლთან ვის მოუშვებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top