თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2012, 18:33
ავტორი: Mike,
ნანახია: 3565,
კომენტარები: 15
დენის ლოუ
"წითური ჯადოქარი"
დენის ლოუ
უამრავჯერ დაწერილა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ ფეხბურთელზე, დენის ლოუზე და კიდევ ბევრი დაიწერება, ტენდენციურობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მომწონს ლეგენდებზე ინფორმაციის მოძიება. ჩემი სტატია არ არის რაიმე ახალი სიტყვა, უბრალოდ ბევრისთვის ალბათ საინტერესო იქნება, დენისის ბიოგრაფიის ჩემეული ვარიანტი.
დენის ლოუ „ჰადერსფილდ თაუნის“ ხელმძღვანელობას ერთმა სელექციონერმა მიუყვანა. ღარიბი აბერდინელი მეთევზის ვაჟს ის პირველი შეხვედრა კარგს არაფერს უქადდა - კლუბის მესვეურები ირონიული ღიმილით შესცქეროდნენ მათ წინ მორცხვად მდგარ ყმაწვილს, რომელიც ხელით ჯიუტ წითურ ქოჩორს და ცხვირზე წამოსკუპებულ სათვალეს... ამ სუსტ, დალეულ ბიჭში ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავის ამოცნობა მართლაც არ იყო იოლი საქმე, ის უფრო წიგნებზე გადამკვდარ, ბეჯით მოსწავლეს გავდა - ამიტომაც მეგობრებმა მას „პროფესორი“ შეარქვეს. დენისმა მალე შეძლო კლუბის მესვეურების დარწმუნება, რომ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობა სისულელეა. „გამოცდა“ საფეხბურთო მოედანზე პატარა სენსაციად იქცა. ბურთს შეახო თუ არა ფეხი დენისმა, იგი ერთბაშად გარდაიქმნა, მწვრთნელი აღტაცებას ვერ მალავდა, მან ნამდვილი ფეხბურთელი დაინახა და ახლა უკვე ყველაფერი მოწონდა მისი, მხოლოდ სათვალე აწუხებდა, მაგრამ შემოწმების შედეგად გაირკვა, პატარა ლოუს, სულაც არ სჭირდებოდა სათვალე, მას დედა აიძულებდა ეტარებინა მცირე სიელმის გამოსასწორებლად. ასე გახდა 14 წლის დენისი პროფესიონალი ფეხბურთელი, ორი წლის შემდეგ მან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, „ჰადერსფილდი“ ინგლისის თასის გათამაშებაზე სახელგანთქმულ „ვესტ ჰემს“ ხვდებოდა. თამაში სენსაციურად დასრულდა, მეორე დივიზიონის კლუბმა 5:1 მოიგო და თუ გამოიცნობთ, ვინ გაიტანა 5ივე გოლი ? ხუთივე გოლი დებიუტანტმა დენის ლოუმ გაიტანა. ერთი წლის შემდეგ დენისი შოტლანდიის ნაკრებში მიიწვიეს. დებიუტმა აქაც წარმატებით ჩაიარა შოტლანდიამ უელსი დაამარცხა 3:0, ლოუმ კი 1 გოლი გაიტანა.
„პროფესორი“ მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელი გახლდათ, იგი გამოირჩეოდა ბრიტანული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი დახვეწილი ტექნიკით, უჩვეულო ინტუიციით, თამაშის ღრმა გაგებით. ლოუ ოსტატურად თამაშობდა თავით, ბრწყინვალედ ხედავდა მოედანს და განთქმული იყო დარტყმით. „მანჩესტერ იუნაიტედში“ დენისის გვერდით თამაშობდნენ, ისეთი ლეგენდები როგორებიც არიან : ჯორჯ ბესტი და ბობი ჩარლტონი, მაგრამ მათაც კი ვერ დაჩრდილეს ახალგაზრდა შოტლანდიელის ოსტატობა, პირიქით მისი ნიჭი მეტი ძალით გაბრწყინდა.ერთმა ინგლისელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ასეთი რამ თქვა ამ სამ ლეგენდაზე : „ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მართლაც, რომ დიდი კლუბია. ამ კლუბის საუკეთესო მოთამაშე, ცხადია , ბობი ჩარლტონია, მაგრამ მასზე უკეთესი ფეხბურთელია ჯორჯ ბესტი. ო , ჯორჯი მართლაც დიდებულია, მაგრამ ყველაზე უკეთესი ფეხბურთელია დენის ლოუ, მას ბადალი არ ჰყავს , ის ნამდვილი ფეხბურთის ჯადოქარია“. პრესამ მას „ წითური ჯადოქარი“ შეარქვა.
ბუნებით მშვიდი, მხიარული , ენამოსწრებული და მომხიბლავი „ჯადოქარი“ მინდორზე სასწაულებრივად გარდაიქმნებოდა ხოლმე. იგი მთელ თავის ძალას, სულს და გულს აქსოვდა თამაშში, მოედანზე ის ნამდვილი „წითელი ეშმაკი“ იყო, სწორედ ამის გამო მას ჰქონდა კონფლიქტები მსაჯებთან, მეტოქეებთან , პარტნიორებთან. 1964 წელს იგი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, პარიზში „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალზე, მან შემდეგი სიტყვები თქვა : „ეს ფეხბურთია ! ნამდვილი, შეუპოვარი ბრძოლის გარეშე ფეხბურთი თავის აზრს კარგავს. სულაც არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები ჩემზე, სულერთია, მაინც ვერ შევიცვლები. აღსანიშნავია რომ ლოუ თვითონ ჩავიდა პარიზში პრიზის მისაღებად, რადგან ოთხი კვირით იყო დისკვალიფიცირებული მსაჯის შეურაცყოფისათვის. საცოდაობა იქნებოდა (ისევე როგორც რაიან გიგზის შემთხვევაში) დენისის ნაირი ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე , 34 წლის ასაკში მან მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა ზაირის წინააღმდეგ და თავისი უკანასკნელი ოცდამეათე გოლი გაიტანა შოტლანდიის ნაკრებში. „წითური ჯადოქარი“ დღესაც უდიდესი სიყვარულით სარგებლობს, „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს შორის, მას სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი, მსგავსად ჩარლტონისა და ბესტისა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.


სტატიას ვუძღვნი ბატონ დავით ვარდოსანიძეს, რომელსაც ვიცი ჩემსაით ძალიან უყვარს დენის ლოუ. პატივისცემით Mike
ლეგენდები
15 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
17 ოქტომბერი 2012 18:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ love

მაგარი კაცია ლოუ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Ví Ví
17 ოქტომბერი 2012 18:39
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ Mike მაგარი ხარ რა ამ სტატიებში
0
№3
ავტორი: Mike
17 ოქტომბერი 2012 18:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
მადლობთ ბიჭებო, ზოგს ეზარება ხოლმე სტატიები ვიცი მესმის, მარა მართლა საინტერესოა დამიჯერეთ foreveralonehappy
0
№4
ავტორი: Ví Ví
17 ოქტომბერი 2012 18:42
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
Mike,
ბიოგრაფიებს და სტატიებს ყოველთვის ვკითხულობ მაგარი საინეტრესოა
0
№5
ავტორი: UTD-Rule
17 ოქტომბერი 2012 18:44
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
Mike,
ლოუ ისეთი კაცია რო არ წამეკითხა არ შეიძლებოდა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: love united
17 ოქტომბერი 2012 18:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ლოუ როგორ მიყვარს... love მეამაყება რომ ერთიდაიგივე დღეს ვართ დაბადებულები...სუ კაებეე... wink
0
№7
ავტორი: GeorgeBest
17 ოქტომბერი 2012 18:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Mike,
მეც მომიძღვენი როი კინზე ან ჯორჯ ბესტზე :დ საღოლ derpthumb
0
№8
ავტორი: Mike
17 ოქტომბერი 2012 18:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
GioO_o,
პირობას გაძლევ, ჯორბ ბესტზეც მოგიძღვნი და როი კინზეც love fuckthatbitch
0
№9
ავტორი: Amanda Seyfried
17 ოქტომბერი 2012 18:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მაგარი როჟაა რო ვუყურებ კარგ ხასიათზე ვდგები smile
0
№10
ავტორი: VaRdo
17 ოქტომბერი 2012 20:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Mike,

გაიხარე ძმა. მერე ამ კაცზე ჩემ დაწერილ სიახლეს დავდებ თავისი ემოციური ვიდეოთი :* ჯიგარი ხარ.

ამ კაცზე კდიე რა ვთქვა ეს ჩემი კერპია და იყო შემთხვევა როდესაც ერთმა პიროვნებამ ფეხბურთის უცოდინარი მიწოდა მეორე საიტზე იმსი გამო რომ დენის ლოუ ბესტის და ჩალტონის გვერძე დავაყენე. სწორედ ამის გამო დავწერე მაშინ ლოუზე სტატია სადაც ყველას აღვუწერე თუ რამხელა პიროვნებაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top