თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2012, 18:33
ავტორი: Mike,
ნანახია: 3408,
კომენტარები: 15
დენის ლოუ
"წითური ჯადოქარი"
დენის ლოუ
უამრავჯერ დაწერილა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ ფეხბურთელზე, დენის ლოუზე და კიდევ ბევრი დაიწერება, ტენდენციურობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მომწონს ლეგენდებზე ინფორმაციის მოძიება. ჩემი სტატია არ არის რაიმე ახალი სიტყვა, უბრალოდ ბევრისთვის ალბათ საინტერესო იქნება, დენისის ბიოგრაფიის ჩემეული ვარიანტი.
დენის ლოუ „ჰადერსფილდ თაუნის“ ხელმძღვანელობას ერთმა სელექციონერმა მიუყვანა. ღარიბი აბერდინელი მეთევზის ვაჟს ის პირველი შეხვედრა კარგს არაფერს უქადდა - კლუბის მესვეურები ირონიული ღიმილით შესცქეროდნენ მათ წინ მორცხვად მდგარ ყმაწვილს, რომელიც ხელით ჯიუტ წითურ ქოჩორს და ცხვირზე წამოსკუპებულ სათვალეს... ამ სუსტ, დალეულ ბიჭში ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავის ამოცნობა მართლაც არ იყო იოლი საქმე, ის უფრო წიგნებზე გადამკვდარ, ბეჯით მოსწავლეს გავდა - ამიტომაც მეგობრებმა მას „პროფესორი“ შეარქვეს. დენისმა მალე შეძლო კლუბის მესვეურების დარწმუნება, რომ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობა სისულელეა. „გამოცდა“ საფეხბურთო მოედანზე პატარა სენსაციად იქცა. ბურთს შეახო თუ არა ფეხი დენისმა, იგი ერთბაშად გარდაიქმნა, მწვრთნელი აღტაცებას ვერ მალავდა, მან ნამდვილი ფეხბურთელი დაინახა და ახლა უკვე ყველაფერი მოწონდა მისი, მხოლოდ სათვალე აწუხებდა, მაგრამ შემოწმების შედეგად გაირკვა, პატარა ლოუს, სულაც არ სჭირდებოდა სათვალე, მას დედა აიძულებდა ეტარებინა მცირე სიელმის გამოსასწორებლად. ასე გახდა 14 წლის დენისი პროფესიონალი ფეხბურთელი, ორი წლის შემდეგ მან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, „ჰადერსფილდი“ ინგლისის თასის გათამაშებაზე სახელგანთქმულ „ვესტ ჰემს“ ხვდებოდა. თამაში სენსაციურად დასრულდა, მეორე დივიზიონის კლუბმა 5:1 მოიგო და თუ გამოიცნობთ, ვინ გაიტანა 5ივე გოლი ? ხუთივე გოლი დებიუტანტმა დენის ლოუმ გაიტანა. ერთი წლის შემდეგ დენისი შოტლანდიის ნაკრებში მიიწვიეს. დებიუტმა აქაც წარმატებით ჩაიარა შოტლანდიამ უელსი დაამარცხა 3:0, ლოუმ კი 1 გოლი გაიტანა.
„პროფესორი“ მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელი გახლდათ, იგი გამოირჩეოდა ბრიტანული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი დახვეწილი ტექნიკით, უჩვეულო ინტუიციით, თამაშის ღრმა გაგებით. ლოუ ოსტატურად თამაშობდა თავით, ბრწყინვალედ ხედავდა მოედანს და განთქმული იყო დარტყმით. „მანჩესტერ იუნაიტედში“ დენისის გვერდით თამაშობდნენ, ისეთი ლეგენდები როგორებიც არიან : ჯორჯ ბესტი და ბობი ჩარლტონი, მაგრამ მათაც კი ვერ დაჩრდილეს ახალგაზრდა შოტლანდიელის ოსტატობა, პირიქით მისი ნიჭი მეტი ძალით გაბრწყინდა.ერთმა ინგლისელმა ფეხბურთის სპეციალისტმა ასეთი რამ თქვა ამ სამ ლეგენდაზე : „ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მართლაც, რომ დიდი კლუბია. ამ კლუბის საუკეთესო მოთამაშე, ცხადია , ბობი ჩარლტონია, მაგრამ მასზე უკეთესი ფეხბურთელია ჯორჯ ბესტი. ო , ჯორჯი მართლაც დიდებულია, მაგრამ ყველაზე უკეთესი ფეხბურთელია დენის ლოუ, მას ბადალი არ ჰყავს , ის ნამდვილი ფეხბურთის ჯადოქარია“. პრესამ მას „ წითური ჯადოქარი“ შეარქვა.
ბუნებით მშვიდი, მხიარული , ენამოსწრებული და მომხიბლავი „ჯადოქარი“ მინდორზე სასწაულებრივად გარდაიქმნებოდა ხოლმე. იგი მთელ თავის ძალას, სულს და გულს აქსოვდა თამაშში, მოედანზე ის ნამდვილი „წითელი ეშმაკი“ იყო, სწორედ ამის გამო მას ჰქონდა კონფლიქტები მსაჯებთან, მეტოქეებთან , პარტნიორებთან. 1964 წელს იგი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, პარიზში „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალზე, მან შემდეგი სიტყვები თქვა : „ეს ფეხბურთია ! ნამდვილი, შეუპოვარი ბრძოლის გარეშე ფეხბურთი თავის აზრს კარგავს. სულაც არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები ჩემზე, სულერთია, მაინც ვერ შევიცვლები. აღსანიშნავია რომ ლოუ თვითონ ჩავიდა პარიზში პრიზის მისაღებად, რადგან ოთხი კვირით იყო დისკვალიფიცირებული მსაჯის შეურაცყოფისათვის. საცოდაობა იქნებოდა (ისევე როგორც რაიან გიგზის შემთხვევაში) დენისის ნაირი ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე , 34 წლის ასაკში მან მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა ზაირის წინააღმდეგ და თავისი უკანასკნელი ოცდამეათე გოლი გაიტანა შოტლანდიის ნაკრებში. „წითური ჯადოქარი“ დღესაც უდიდესი სიყვარულით სარგებლობს, „იუნაიტედის“ გულშემატკივრებს შორის, მას სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი, მსგავსად ჩარლტონისა და ბესტისა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.


სტატიას ვუძღვნი ბატონ დავით ვარდოსანიძეს, რომელსაც ვიცი ჩემსაით ძალიან უყვარს დენის ლოუ. პატივისცემით Mike
ლეგენდები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
17 ოქტომბერი 2012 20:27
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მაგარი კაცი იყო ესს !! ძალიან საინტერესოა წაიკითხეთ ალლ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: The Lucky One
17 ოქტომბერი 2012 23:14
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 132
ამ კაცის ბიოგრაფია მანჩესტერის გულშემატკივარმა რო არ წაიკითხოს სირცხვილია
0
№13
ავტორი: APeX
18 ოქტომბერი 2012 11:38
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
გენაცვალე ავტორ! ძალიან კარგი ენით გაქ დაწერილი love
0
№14
ავტორი: Mike
21 ოქტომბერი 2012 18:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
The Lucky One,
ჯიგარო ეს ბიოგრაფია არაა, უბრალოდ სტატია და ჩემეული ხედვაა ლოუზე ))
0
№15
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
უდიდესი ადამიანიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top