თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2013, 21:59
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2816,
კომენტარები: 13
დევიდ გილი გულშემატკივრებს დიდ სანახაობას ჰპირდება
"ოლდ ტრაფორდი" ლეგენდების ხილვის მოლოდინშია - „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელები 2 ივნისს, მორიგ საქველმოქმედო მატჩს გამართავენ.
დევიდ გილი გულშემატკივრებს დიდ სანახაობას ჰპირდება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ და „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელები 2 ივნისს, „ოლდ ტრაფორდზე“ მორიგ საქველმოქმედო მატჩს გამართავენ. „ოცნების თეატრში“ გულშემატკივრები მათთვის არაერთ საყვარელ სახეებს იხილავენ.
კონცერტის შემდეგ, რომელიც სტადიონზე გაიმართება (დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი), პროექთ Red Heart United-ის ლეგენდები გამოვლენ მოედანზე. მათ შორის იქნებიან დუაით იორკი, ენდი კოული, დენის ირვინი და სხვები. „რეალიდან“ - ამარო, სანჩისი, ბუტრეგუნო. მატჩში მონაწილე დარჩენილი ვარსკვლავების სახელები მომდევნო თვეებში გახდება ცნობილი.
მანჩესტერელი და მადრიდელი ლეგენდები ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ გასული წლის ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც მასპინძლებმა ანგარიშით 3-2 იმარჯვეს. გუნდის მწვრთნელი ბრაიან რობსონი იმედოვნებს, რომ გაძლიერებული შემადგენლობით „წითლები“ „ოლდ ტრაფორდზე“ გაცილებით უკეთ ითამაშებენ და უფრო დიდ სანახაობას შესთავაზებენ გულშემატკივარს.
“გასული წლის მატჩი ფანტასტიური გამოდგა, იმ დღემ „რეალის“ ფონდს დიდი თანხა მოაპოვებინა. ვგეგმავთ, რომ ანალოგიური გავაკეთოთ წელს ჩვენი ფონდისთვისაც.
ბიჭებმა ვარჯიში უკვე დაიწყეს. წელს რამდენიმე ახალ სახეს წარმოგიდგენთ. ეს დღე, ჩვენი დიდი ოჯახისთვის მართლაც საოცარი სიხარულის მომტანი იქნება.“ - განაცხადა რობსონმა.
დევიდ გილი გულშემატკივრებს დიდ სანახაობას ჰპირდება

Red Heart United არის განსაკუთრებული პროექტი, რომელშიც რამოდენიმე ღონისძიებაა გაერთიანებული, მათ შორის „რეალისა“ და „მანჩესტერის“ ლეგენდების დაპირისპირება. ღონისძიების ჩატარება 2 ივნისს, „ოლდ ტრაფორდზეა“ დაგეგმილი. კლუბის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი იმედოვნებს, რომ ამჯერად, „წითლები“ მადრიდელებს სძლევენ და მათთან ერთად, მაყურებელიც მორიგ დიდ სანახაობას იხილავს.
“წინა წელს, „ბერნაბეუზე“ 60 000 გულშემატკივრის თანდასწრებით 3-2 დავმარცხდით. ამჯერად, დამარცხებას არ ვაპირებთ. ვარჯიში ნაადრევად დავიწყეთ და წარმატებასთან ერთად, ვიმედოვნებთ, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ მორიგ დიდ სანახაობას ვიხილავთ.
ბრაიანმა მატჩისთვის რამდენიმე ახალი სახე წარმოგვიდგინა. მათ სახელებს რა თქმა უნდა, მომდევნო თვეების განმავლობაში გამოვაცხადებთ.
ჩვენი ამ დღეს ჩვენი დიდი ოჯახისთვის ვგეგმავთ. გვინდა, რომ ორი შესანიშნავი ევროპული კულტურა და გუნდები ერთად გამოვიდნენ მოედანზე.
პროექტ Red Heart United-ში შედის სადღესასწაულო ვახშამი, კონცერტი, Santa Run. ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე გაზრდის ჩვენი საქველმოქმედო ფონდის შესაძლებლობებს, რითაც ბევრ ბავშვს დავეხმარებით.“ - დაასრულა გილმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს გასამართ მატჩში ფერგიუსონის თქმით, მონაწილეობას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი - უსაინ ბოლტიც მიიღებს.



წყარო: manutd.com
სტატიები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Mr. Rooney
11 მარტი 2013 20:58
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
კაია საღოლ ...RooNeY...FaN...
0
№2
ავტორი: love united
11 მარტი 2013 21:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უსეინის თამაშს ველოდები მე პირადად... wink
0
№3
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2013 21:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
wina tanashi martla dzalian magari iyo <3 imedia am tamashs chven movigebt
0
№4
ავტორი: BERDI
11 მარტი 2013 21:22
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
GioO_o,
ოღონდ ამათ თამაშს უყურო და მეტი არაფერი არ მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: red devil
11 მარტი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
love united,
mec magrad minda magis tamashis naxva:D
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
11 მარტი 2013 21:44
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გელი გელი მოგელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: UTD-Rule
11 მარტი 2013 21:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წინა თამაშში მახსოვს პენალტი გავმაზეთ :დ იმედია ეხლა მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: Red Hooligan
11 მარტი 2013 22:07
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ჯერი ჩვენზეა. უნდა მოვუგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: TrueRed
11 მარტი 2013 22:27
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
wins tamashss smarr miyurebiaaa :Xx am tamashs uechveli vuyureb wina tamasshi penalivrogor gavmazet hiligthtebs maqvs nayurebi
0
№10
ავტორი: M . U . F . C
11 მარტი 2013 22:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
საღოლ ავტორ კარგი ხაარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top