თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2023, 09:55
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 1261,
კომენტარები: 11
ლიგის თასის მოგების შემთხვევაში "იუნაიტედი" აღლუმს არ გამართავს
მხოლოდ ერთი პირობით..
ლიგის თასის მოგების შემთხვევაში
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიგის თასის მოგების შემთხვევაში აღლუმს არ გამართავს.

"იუნაიტედი" ამ კვირას "უემბლიზე" "ნიუკასლს" დაუპირისპირდება. ეს იქნება "წითელი ეშმაკების" შესაძლებლობა, აღმართონ პირველი ტიტული 2017 წლის შემდეგ.

Daily Mail-ის ცნობით, "ნიუკასლი" მომავალ სამშაბათს თავისი ქალაქის ცენტრში გამოვა ღია ავტობუსით გულშემატკივრებთან, თუ ისინი ლიგის თასის მოგებას მოახერხებენ, თუმცა "იუნაიტედი" მსგავს არაფერს გეგმავს ამ ეტაპზე.

ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ სეზონის ბოლოს გამოვლენ აღლუმზე იმ პირობით, თუ ლიგის თასის გარდა ისინი სხვა თასის მოგებასაც შეძლებენ.

შეგახაენებთ, რომ, "იუნაიტედი" რჩება ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთ გუნდად, რომელიც კვლავ აგრძელებს ამ სეზონში შესაძლო ოთხი ტიტულისთვის ბრძოლას.
ახალი ამბები, ჭორები, სხვა
11 კომენტარი
№1
ავტორი: Manumanu12345
25 თებერვალი 2023 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
გამარჯობათ ბიჭებო სულშერის მერე არ შემოვსულვარ აქით არ ვიყავი ძალიან მიხარია ესეთი სვლა იუნაიტედის გვაქვს ჩვენი სათამაშო სტილი და ტაქტიკა დიიდ ბედნიერებაა. ერიკასი ბოლომდე მჯერა და დაგვაბრუნებს მწვერვალზე იმედია პირველ ტიტულს მოვიგებთ წარმატებები ბიჭებს
1
№2
ავტორი: Svanchester
25 თებერვალი 2023 10:17
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კეთილი იყოს დავით შენი დაბრუნება საიტის მენეჯმენტში ))მადლობა სტატიებისთვის
1
№3
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2023 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
magari tamashi gvelodeba xval da aucileblad unda movigot
0
№4
ავტორი: DaTo_O
25 თებერვალი 2023 10:24
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ციტატა: Svanchester
კეთილი იყოს დავით შენი დაბრუნება საიტის მენეჯმენტში ))მადლობა სტატიებისთვის

მადლობა მუხბე ❤️ ვეცდები ყველანაირად დავუდგე გვერდით საიტს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№5
ავტორი: GLORYMANUTD
25 თებერვალი 2023 12:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 25
აი მესმის დისციპლინაც ამ გუნდს მართლა აკლდა ეს
0
№6
ავტორი: Rati
25 თებერვალი 2023 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
კარგია, თავში არ აუვარდებათ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Fuck Barcelona And fuck Real Madrid I've love United since I was a kid
№7
ავტორი: levionok
25 თებერვალი 2023 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
დარწმუნებული ვარ ხვალონდელ შანსს გუნდი თავს შეაკლავს და რაც მთავარია კარგ ხასიეთსე ვხვდებით და ნიუკასლს დროა უკვე ვანახოთ თავიანთი ადგილი! P.S სხვა და სხვა საიტებზე რამე დადებითი როგორც კი დაიწერება მანჩესტერზე რა დღეში ვარდება ხალხი რა ჭირთ?!)))10 წელია ჩვენი გუნდი აშკარად ნორმებს დაბლაა მაგრამ სხვა გუნდზე არ ვყოფილვართ ასე გამწარებულები)))
0
№8
ავტორი: PaLoMo
26 თებერვალი 2023 06:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: levionok
დარწმუნებული ვარ ხვალონდელ შანსს გუნდი თავს შეაკლავს და რაც მთავარია კარგ ხასიეთსე ვხვდებით და ნიუკასლს დროა უკვე ვანახოთ თავიანთი ადგილი! P.S სხვა და სხვა საიტებზე რამე დადებითი როგორც კი დაიწერება მანჩესტერზე რა დღეში ვარდება ხალხი რა ჭირთ?!)))10 წელია ჩვენი გუნდი აშკარად ნორმებს დაბლაა მაგრამ სხვა გუნდზე არ ვყოფილვართ ასე გამწარებულები)))

შიში ძმა.ეშინიათ უკვე ჩვენი,როგორც ადრე ეშინოადათ ისე ეშინიათ ახლაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: centrem
26 თებერვალი 2023 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
არც ერთი თასი არაა მეორეხარისხოვანი, პირიქით, ასეთ თასებში, ჩანს ინგლისური ფეხბურთისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა, ბოლოს და ბოლოს ტიტულია და თან უემბლიზე ტარდება ფინალი.
1
№10
ავტორი: temo-scholes
26 თებერვალი 2023 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: centrem
არც ერთი თასი არაა მეორეხარისხოვანი, პირიქით, ასეთ თასებში, ჩანს ინგლისური ფეხბურთისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა, ბოლოს და ბოლოს ტიტულია და თან უემბლიზე ტარდება ფინალი.

ზუსტად

ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top