კლუბის ოფიციალური საინფორმაციო წყარო მოხარულია გაცნობოთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბოლო დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მნიშვნელოვან გარიგებას მიაღწია და მიუნჰენის "ბაიერნი"- დან ნახევარმცველის მარსელ საბიცერის ტრანსფერი შეათანხმა.
აღნიშნულზე კომენტარი ინგლისური გრანდის ფუნქციონერმა ჯონ მირტოუმ გააკეთა რომელიც ამჟამად სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს კლუბის მენეჯმენტში.
"ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ამ ფეხბურთელს. გვქონდა მისი გაფორმების შანსი და ამით ვისარგებლეთ.
საბიცერი შეძლებს ჩვენი სათამაშო ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესებას. მას ამისათვის საჭირო უნარები და გამოცდილება აქვს.
მიხარია, რომ ის დღეს უკვე "იუნაიტედის" შემადგენლობაში ირიცხება",, - ციტირებს მირტოუს სიტყვებს "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახური.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 28 წლის ავსტრიელი იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაიფორმა.
საბიცერმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა გოლი და საგოლე პასიც მიითვალა პირად აქტივში.