თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2023, 15:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1453,
კომენტარები: 17
ოფიციალურად: საბიცერი "იუნაიტედის" ფეხბურთელია"
ზამთრის შენაძენი.
ოფიციალურად: საბიცერი
კლუბის ოფიციალური საინფორმაციო წყარო მოხარულია გაცნობოთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბოლო დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მნიშვნელოვან გარიგებას მიაღწია და მიუნჰენის "ბაიერნი"- დან ნახევარმცველის მარსელ საბიცერის ტრანსფერი შეათანხმა.

აღნიშნულზე კომენტარი ინგლისური გრანდის ფუნქციონერმა ჯონ მირტოუმ გააკეთა რომელიც ამჟამად სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს კლუბის მენეჯმენტში.

"ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ამ ფეხბურთელს. გვქონდა მისი გაფორმების შანსი და ამით ვისარგებლეთ.

საბიცერი შეძლებს ჩვენი სათამაშო ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესებას. მას ამისათვის საჭირო უნარები და გამოცდილება აქვს.

მიხარია, რომ ის დღეს უკვე "იუნაიტედის" შემადგენლობაში ირიცხება",,
- ციტირებს მირტოუს სიტყვებს "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახური.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 28 წლის ავსტრიელი იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაიფორმა.

საბიცერმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნში" 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა გოლი და საგოლე პასიც მიითვალა პირად აქტივში.
სიახლეები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Methadon
2 თებერვალი 2023 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
გილოცავთ ფინალში გასვლას. ძალიან დასაფასებელია გულშემატკივრებისგან სანჩოს გამხნევება და ერიკიც საქციელიც შემოსვლის დროს... მოკლედ გუნდი რაღაცას დაემსგავსა უკვე, ასე ბოლოს როდის ვუყურებდი მანჩესტერის თამაშებს არ ვიცი რა. ნიუკასლი რთული მეტოქეა, მაგრამ წესით უნდა დავჩაგროთ...
0
№12
ავტორი: PaLoMo
2 თებერვალი 2023 01:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ფინალში ვართ ურააა. იმედია ამ ტიტულს მაინც მოიგებს გუნდი.
რაც შეეხება გუნდის დასვენებას ვემხრობი იმ აზრს რომ შეთამაშება ჭირდება გუნდს უკეთესად ვიდრე ახლა არიან ამისთვის ხშირად ერთად თამაშია საჭირო.თან თუ მთლიამ გუნდს დასასვენებდა არიყოს გამორიცხული იგივე 0:3 წაეგო გუნდს რადგან ზამენის ხალხი არუქნია ღემერთს ჩვენთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: levionok
2 თებერვალი 2023 04:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
კარგი ფინალი უნდა გამოვიდეს და აუცილებლად დავჩაგრქვთ ნიუკასლს,არ უშველის დაცვაში დგომა როცა თავადაც გასატანი ექნება!.. დემადგენლობას რაც შეეხება ჩემი აზრით არ აძლევს საშვალებას დაკარგოს გინდმა ენერგია,რამდენჯერ გვინახავს სხვა და სხვა გინდები რომ დაასვენეს და შემდეგი თამაში ან თამაშები ჩაუვარდათ? ტრამვის შიშით თამაში კი არასერიოზულია.წინ მანიუ ნელ ნელა გუნდს ემსგავსება და ნელ ნელა ისევ ისეთი მიმზიდველი გახდება ფეხბურთელებისთვის როგორც 2012 წლამდე იყო
0
№14
ავტორი: Old Red Devil
2 თებერვალი 2023 06:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ისევ რო რთული ცხრილი გაიჩითა.2 დღე სხვაობა უეფასა და ნიუკასლთნ თამაშს შორის
0
№15
ავტორი: Lalana
2 თებერვალი 2023 11:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Old Red Devil
ისევ რო რთული ცხრილი გაიჩითა.2 დღე სხვაობა უეფასა და ნიუკასლთნ თამაშს შორის

მგონი ფინალი გადაიდო და სხვა დროს ჩატარდება.თებერვლისთვის საშინელი ცხრილი გვაქვს,თან ბარსაც კარგ ფორმაში შევიდა და გაგვიჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა
0
№16
ავტორი: temo-scholes
2 თებერვალი 2023 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: dzia_David
ციტატა: Old Red Devil
ალბათ როგორც წინაზე ქნა 50-60 წუთზე შეცვლის.რა ქნას.იცის 4ეული მაინც გამოვა და წელს რამე თასი აუცილებლად საჭიროა.ისე არა როგორც ოლემ ქნა.თითქოს ყველგან იყო გუნდი და ბოლოს...


ეგეც არის და თან ძირითადს აყალიბებს, მეტად შეთამაშებისთვის აყენებს უფრო ერთი და იგივე თერთმეტეულს.

აი. ზუსტად ეგააა!!;))

ციტატა: dzia_David
ციტატა: Old Red Devil
ალბათ როგორც წინაზე ქნა 50-60 წუთზე შეცვლის.რა ქნას.იცის 4ეული მაინც გამოვა და წელს რამე თასი აუცილებლად საჭიროა.ისე არა როგორც ოლემ ქნა.თითქოს ყველგან იყო გუნდი და ბოლოს...


ეგეც არის და თან ძირითადს აყალიბებს, მეტად შეთამაშებისთვის აყენებს უფრო ერთი და იგივე თერთმეტეულს.

აი. ზუსტად ეგააა!!;))
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
15 თებერვალი 2023 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
გვჭირდებოდა მარსელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top