თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2022, 09:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2203,
კომენტარები: 20
ტენ ჰაგმა მაგუაერის გაყიდვა გადაწყვიტა
გუნდის კაპიტანი "იუნაიტედს" დატოვებს
ტენ ჰაგმა მაგუაერის გაყიდვა გადაწყვიტა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო ზაფხულს ჰარი მაგუაერის შესახებ შეთავაზებებს განიხილავს, ვინაინდა ერიკ ტენ ჰაგი გუნდის კაპიტნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით შემადგენლობის განახლებას აპირებს. მაგუაერი "იუნაიტედმა" 80 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა კლუბი აცნობიერებს, რომ გარკვეულ დანაკარგზე წასვლა მოუწევს.

სიახლე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა, სადაც მაგუაერი გარეტ საუთგეითის გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრად იქნება, თუმცა იგივე არ ხდება "წითელი ეშმაკების" რიგებში.

ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ "ლესტერიდან" შეძენილმა ფეხბურთლმა მიმდინარე სეზონში ტენ ჰაგის გუნდში "ბრაიტონთან" და "ბრენტფორდთან" საწყის ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ერთადერთი შეხვედრა დაიწყო სასტარტოში პრემიერ ლიგის ეგიდით.

მაგუაერი გუნდის მეოთხე არჩევანია დაცვის ხაზში, ძირითად წყვილს კი ლისანდრო მარტინესი და რაფაელ ვარანი წარმოადგენენ, ხოლო ამ უკანასკნელის ტრავმიანობის პერიოდში მარტინესს ვიქტორ ლინდელოფი უწევდა პარტნიორობას.

მაგუაერმა 2019 წელს 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან, რომელსაც 2026 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს. მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 190 ათასი ფუნტია, თუმცა ფორმის დაკარგვის გამო რთული წარმოსადგენია, რომ გუნდმა 80 მილიონად შეძლოს ინგლისელის გაყიდვა.

ტენ ჰაგის ფეხბურთელის პროფესიონალიზმით მოხიბლულია, მაგრამ იმასაც ამჩნევს, რომ მაგუაერი ძალიან ნელია და ეს პრობლემაც მიაჩნია, შესაბამისად, მისი გაყიდვით სურს, მარტინესაა და ვარანს რეალური კონკურენცია შეუქმნას დაცვის ხაზში.

მცველის გარდა ტენ ჰაგი ფრედთან განშორებასაც გეგმავს, როცა ივნისში მისი კონტრაქტი ამოიწურება. "იუნაიტედს" შეთანხმების 12 თვით გახანგრძლივების საშუალება აქვს, მაგრამ მას არ გამოიყენებს.

ტენ ჰამი მოხიბლულია ფრედის მიდგომითა და გუნდური ეთიკით, მაგრამ ნახევარდაცვის ხაზში სხვა მოთხოვნილებები აქვს, რომელსაც თავისი პროფესიონალიზმით მხოლოდ კაზემირო აკმაყოფილებს.

წყარო: The Guardian
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Irakli_Kandelaki
12 ნოემბერი 2022 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 251
კლუბის დონის არაა მაგუაიერი, ფრედი, მაკტომინეი, დალო, ბისაკა, მარსიალი. სანჩო რით ჯობია კვარაცხელიას მაინც ვერ გავიგე. ყველაფერი წინაა, მარა ანტონის ისევ გრინვუდი მირჩევნია.
ფორვარდი ოფიციალურად არ გვყავს. რონალდოს პრობლემა ისაა, რო კიდე იჭაჭება და რაღაცეებს ამტკიცებს (რა აქ დასამტკიცებელი?), იმის მაგივრად რო მთლიანად გუნდზე და ახალგაზრდებზე ითამაშოს. ასე რო ნახევარდაცვის და შემტევების მაღალი დონე გვჭირდება და არა საშუალო დონის გუნდების ხარახურა ფეხბურთებელი (ფრედი ერთერთი მათგანია).
1
№2
ავტორი: Svanchester
12 ნოემბერი 2022 12:04
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
მაგუაიერი აუცილებლად უნდა გაიყიდოს. გასაშვებია ყველა ის ფეხბურთელი რომელიც კლუბის დონეს არ აკმაყოფილებს, სკამისთვის ამ კაცს არ გაწირავენ ინგლისელია და ჯობია რო გაიყიდოს, ფრედის გაყიდვაზეც დაიწერა და სკამისთვის დავტოვებდი მაგრამ გაჩერდება რო.
1
№3
ავტორი: K1llsw1tch
12 ნოემბერი 2022 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ალელუია. ეს და ფრედი ჩამოსაფერთხი ხალხია. იმედია ორივეს კარგი მსოფლიო ექნებათ და კარგ ფასებში გაიყიდებიან მერე ზაფხულში. კიდევ ბევრია მისაყოლებელი ზედ. ჰააგმა კარგი ტრანსფერები იცის, მაგ ფულს კარგად დახარჯავს.
0
№4
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2022 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
mosalodneli iyo es yvelaferi da isic ra tqma unda ro erti fanjara ar eyofoda eriks
0
№5
ავტორი: LASHQARA
12 ნოემბერი 2022 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
მაგუაერ დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე, დაძაბული უყურებ თამაშს როცა ეს დგას დაცვაში wink
0
№6
ავტორი: shotkin
12 ნოემბერი 2022 23:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Irakli_Kandelaki
კლუბის დონის არაა მაგუაიერი, ფრედი, მაკტომინეი, დალო, ბისაკა, მარსიალი. სანჩო რით ჯობია კვარაცხელიას მაინც ვერ გავიგე. ყველაფერი წინაა, მარა ანტონის ისევ გრინვუდი მირჩევნია.
ფორვარდი ოფიციალურად არ გვყავს. რონალდოს პრობლემა ისაა, რო კიდე იჭაჭება და რაღაცეებს ამტკიცებს (რა აქ დასამტკიცებელი?), იმის მაგივრად რო მთლიანად გუნდზე და ახალგაზრდებზე ითამაშოს. ასე რო ნახევარდაცვის და შემტევების მაღალი დონე გვჭირდება და არა საშუალო დონის გუნდების ხარახურა ფეხბურთებელი (ფრედი ერთერთი მათგანია).

+
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
13 ნოემბერი 2022 15:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვინ მოვა ის უფრო მთავარია
1
№8
ავტორი: Old Red Devil
13 ნოემბერი 2022 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
გააააააწურინეთ ბიჭებო.ეგეთ ფანდურა გუნდებთან 3 ქულა არ უნდა განიავდეს
0
№9
ავტორი: kashmara
13 ნოემბერი 2022 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
არ მახსოვს ამ ...... ფული მჭორდებოდეს დამედოს და მოეგოს ის თამაში... თქვენი .... სყუველას ცოლებისნპირში .....

დანიელ ჯემსის მკავდარი და ცოცოხალს შევთხარე რა ბილეთებში ჩანოჯბეს ამათუ დედას შევსცი.. 3 ბილეთი მქონდა ყველგან ეს ცენზურასშვილები დავწერე მერამდენედ უკვე თქვენი გულით საყვარლები.......

აეეეეეეეეეეეე მოვიგეეეეეე ჩემი დედა ვატირეე მიყვარხართთ სუყველააააა ძმებო
3
№10
ავტორი: Lev
13 ნოემბერი 2022 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
გარნაჩომ ხუთ წუთში გააკეთა ის რასაც რაშფორდი, ელანგა და მარსიალი მთელი თამაში ვერ აკეთებენ, სირცხვილია ბიჭო, სირცხვილი ამდენ ფულს იღებდე და ამდენ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებდე როცა გოლის გამტანი ხარ, ეხლა ნებისმიერი კარგი ფორვარდი ჰეთთრიკს გააკეთებდა ამ ტამაშში. მარსიალი ისევ ისეთი უჟმურია
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top