მართალია 2012/13 წლის პრემიერ ლიგის სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 10 ტურია დარჩენილი,მაგრამ ბრიტანული საფეხბურთო სამყარო უკვე მსჯელობს თუ ვინ შეიძლება მიიღოს 2012/13 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული პრემიერ ლიგაში? მსჯელობითა და სტატისტიკის მაჩვენებლებით იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ ამ სეზონში სამი ფეხბურთელი იბრძვის ამ ტიტულისათვის და ყველაზე ახლოს სწორედ ეს სამი ფეხბურთელია ამ ჯილდოსთან:გარეტ ბეილი ლონდონის ტოტენჰემიდან,ლუის სუარესი ლივერპულიდან და რობინ ვან პერსი იუნაიტედის მხრიდან შეეცდებიან მოიგონ ეს ჯილდო.
მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედმა გასული ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს,ლონდონის არსენალიდან შეიძინა ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი,რომელმაც გადმოსვლის პირველივე დღიდან შესანიშნავი ფორმით შეხვდა ამ სეზონს და მის ანგარიშზე ამ დროისათვის 19 გოლია.ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ არის მანჩესტერ იუნაიტედი ცხრილის პირველ საფეხბურზე,ეს არის რობინ ვან პერსის როლი,რადგანაც ის ძალიან დაეხმარა იუნაიტედს თავისი გოლებით სეზონის პირველ წრეში და თუ იუნაიტედმა მეოცედ მოიგო ეს ტიტული,რომლის შანსებიც ძალიან მაღალია,რადგანაც მეორე ადგილოსან სიტის იუნაიტედი 12 ქულით უსწრებს,მაშინ თამამად შეგვიძლია იმის თქმა,რომ ამ მეოცე ტიტულში ჰოლანდიელს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი კი უდავოდ საუკეთესოა ლონდონურ კლუბში,მეტიც ბოლო შეხვედრებში ის გოლის გარეშე თითქმის არ ტოვებს მოედანს,ის საოცარ სეზონს ატარებს და ალბათ ერთ-ერთ საუკეთესოსაც თავის კარიერის მანძილზე.ის ამ სეზონში თავის პოზიციაზე საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თუ მარტო პრემიერ ლიგის მხრივ განვიხილავთ მაშინ ის ამ სეზონში უკონკურენტოა მარცხენა ფლანგზე.ალბათ იმის თქმაც შეგვიძლია თამამად,რომ სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებაა ის,რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება და სიტის მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.არსებობს შანსი,რომ ტოტენჰემმა სეზონი მეორე პოზიციაზეც დაასრულოს. უელსელის ანგარიშზე კი ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 16 გატანილი გოლია.
და ბოლო მესამე კანდიდატი ამ ჯილდოს მოგებისა გახლავთ ურუგვაელი ფეხბურთელი ლუის სუარესი,რომელიც ლივერპულის ღირსებას იცავს.ისიც ამ ორი ფეხბურთელის მსგავსად ამ სეზონში ლიდერია თავისი კლუბის და ერთ-ერთი საყრდენი მამოძრავებელი ფიგურაა ლივერპულისა,რადგან რომ არა სუარესი ალბათ ლივერპული იმ პოზიციაზეც არ იქნებოდა,რა პოზიციაზეც ამჟამად არის გუნდი.რა თქმა უნდა თეორიული შანსი ოთხეულში შესვლისა არსებობს,მაგრამ ვნახოთ რამდენად შეძლებს კლუბი ამ თეორიული შანსის გამოყენება.ბოლო ორ შეხვედრაში კი მათი თამაშის მიხედვით თითქოსდა ლივერპული ბრუნდებაო,რაშიც დიდი წვლილი სუარესს მიუძღვის და მეტიც მან რობინ ვან პერსის გადაასწრო და ერთ-ერთი ფავორიტია პრემიერ ლიგის ბომბარდირობისა,მას ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 21 გატანილი გოლი აქვს და გახდა ამ სეზონის პირველი ფეხბურთელი,რომელმაც 20 გოლზე მეტი გაიტანა.