თბილისი:
  • 10 :
  • 54
მანჩესტერი:
  • 6 :
  • 54
9-03-2013, 14:48
ავტორი: Esi,
ნანახია: 2753,
კომენტარები: 23
ვინ გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე?
პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოსაპოვებლად სამი ფეხბურთელი იბრძვის:გარეტ ბეილი,ლუის სუარესი თუ რობინ ვან პერსი? ვინ გახდება საუკეთესო?
ვინ გახდება პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე?
მართალია 2012/13 წლის პრემიერ ლიგის სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 10 ტურია დარჩენილი,მაგრამ ბრიტანული საფეხბურთო სამყარო უკვე მსჯელობს თუ ვინ შეიძლება მიიღოს 2012/13 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული პრემიერ ლიგაში? მსჯელობითა და სტატისტიკის მაჩვენებლებით იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ ამ სეზონში სამი ფეხბურთელი იბრძვის ამ ტიტულისათვის და ყველაზე ახლოს სწორედ ეს სამი ფეხბურთელია ამ ჯილდოსთან:გარეტ ბეილი ლონდონის ტოტენჰემიდან,ლუის სუარესი ლივერპულიდან და რობინ ვან პერსი იუნაიტედის მხრიდან შეეცდებიან მოიგონ ეს ჯილდო.

მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედმა გასული ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს,ლონდონის არსენალიდან შეიძინა ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი,რომელმაც გადმოსვლის პირველივე დღიდან შესანიშნავი ფორმით შეხვდა ამ სეზონს და მის ანგარიშზე ამ დროისათვის 19 გოლია.ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ არის მანჩესტერ იუნაიტედი ცხრილის პირველ საფეხბურზე,ეს არის რობინ ვან პერსის როლი,რადგანაც ის ძალიან დაეხმარა იუნაიტედს თავისი გოლებით სეზონის პირველ წრეში და თუ იუნაიტედმა მეოცედ მოიგო ეს ტიტული,რომლის შანსებიც ძალიან მაღალია,რადგანაც მეორე ადგილოსან სიტის იუნაიტედი 12 ქულით უსწრებს,მაშინ თამამად შეგვიძლია იმის თქმა,რომ ამ მეოცე ტიტულში ჰოლანდიელს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი კი უდავოდ საუკეთესოა ლონდონურ კლუბში,მეტიც ბოლო შეხვედრებში ის გოლის გარეშე თითქმის არ ტოვებს მოედანს,ის საოცარ სეზონს ატარებს და ალბათ ერთ-ერთ საუკეთესოსაც თავის კარიერის მანძილზე.ის ამ სეზონში თავის პოზიციაზე საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თუ მარტო პრემიერ ლიგის მხრივ განვიხილავთ მაშინ ის ამ სეზონში უკონკურენტოა მარცხენა ფლანგზე.ალბათ იმის თქმაც შეგვიძლია თამამად,რომ სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებაა ის,რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება და სიტის მხოლოდ და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.არსებობს შანსი,რომ ტოტენჰემმა სეზონი მეორე პოზიციაზეც დაასრულოს. უელსელის ანგარიშზე კი ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 16 გატანილი გოლია.

და ბოლო მესამე კანდიდატი ამ ჯილდოს მოგებისა გახლავთ ურუგვაელი ფეხბურთელი ლუის სუარესი,რომელიც ლივერპულის ღირსებას იცავს.ისიც ამ ორი ფეხბურთელის მსგავსად ამ სეზონში ლიდერია თავისი კლუბის და ერთ-ერთი საყრდენი მამოძრავებელი ფიგურაა ლივერპულისა,რადგან რომ არა სუარესი ალბათ ლივერპული იმ პოზიციაზეც არ იქნებოდა,რა პოზიციაზეც ამჟამად არის გუნდი.რა თქმა უნდა თეორიული შანსი ოთხეულში შესვლისა არსებობს,მაგრამ ვნახოთ რამდენად შეძლებს კლუბი ამ თეორიული შანსის გამოყენება.ბოლო ორ შეხვედრაში კი მათი თამაშის მიხედვით თითქოსდა ლივერპული ბრუნდებაო,რაშიც დიდი წვლილი სუარესს მიუძღვის და მეტიც მან რობინ ვან პერსის გადაასწრო და ერთ-ერთი ფავორიტია პრემიერ ლიგის ბომბარდირობისა,მას ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 21 გატანილი გოლი აქვს და გახდა ამ სეზონის პირველი ფეხბურთელი,რომელმაც 20 გოლზე მეტი გაიტანა.





სიახლეები
23 კომენტარი
№11
ავტორი: Donkirvala
9 მარტი 2013 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ბეილი ყველაზე მეტად იმსახურებს, ტიპი მარტო იგებს თამაშებს!
0
№12
ავტორი: I L C
9 მარტი 2013 17:17
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვან პერსიიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№13
ავტორი: davita
9 მარტი 2013 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ბეილი რო გადავიდეს მანჩესტერში ბაბუა ისე გაწვრთვნის მეორე კრისტიანო იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№14
ავტორი: always ReD
9 მარტი 2013 18:30
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
პერსი მინდა მარა ბეილი გახდება
0
№15
ავტორი: BERDI
9 მარტი 2013 19:56
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ან პერსი ან ბეილი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№16
ავტორი: --Amateur unitedis
9 მარტი 2013 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
რატო ბეილი ? როცა ვან პერსი ასეთ სეზონს ატარებს ენგლისში დღეს პერსი საუკეთესოა და მე ყოველთვის ამ კაცს მივიჩნევს ამ ლიგის ლიდერად...


(zd yvelas)
0
№17
ავტორი: buka oboladze
9 მარტი 2013 21:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
davita,
მაგისთვის ზაჰა გვყავს ძმა, პერსის და სუარესის შორის იქნება ძირითადად კონკურენცია

davita,
მაგისთვის ზაჰა გვყავს ძმა, პერსის და სუარესის შორის იქნება ძირითადად კონკურენცია
0
№18
ავტორი: I L C
9 მარტი 2013 21:37
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
buka oboladze,
ხოო დიდ იმედებს ვამყარებ მაგაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№19
ავტორი: creep
9 მარტი 2013 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
დარჩენილი თამაშებიც თუ ასევე ჩაატარა ბეილმა როგოც ეს ბოლო პერიოდი ულაპარაკოდ ბეილი გახდება.
0
№20
ავტორი: ლადო
10 მარტი 2013 10:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნამდვილად ძნელიააა აქედან რომელიმეს არჩევა თუ ობიექტურად ვიაზროვნებ.....მაგრამ მე მაინც მგონია რო სუარესი გახდებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

TOP.GE
Top