თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2022, 06:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1204,
კომენტარები: 11
მატიჩმა მაგუაიერის კრიტიკოსები მკაცრად გააკრიტიკა
ინგლისელი კრიტიკოსების თავსხმას განიცდის.
მატიჩმა მაგუაიერის კრიტიკოსები მკაცრად გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ნემანია მატიჩმა მხარი დაუჭირა ინგლისური გრანდის ცენტრალურ მცველს ჰარი მაგუაიერს, რომელსაც გულშემატკივრები უმოწყალოდ აკრიტიკებენ.

"ის რასაც ხალხი ჰარი მაგუაირს უკეთებს, კატასტროფაა. ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი.

ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ცუდ რაღაცეებს ​​წერენ მის მიმართ, არ აქვთ საკუთარი ცხოვრება და დაკავებული არიან სხვისი ცხოვრებით.

ასე რომ, ბუნებრივია მათ მხოლოდ სურთ სხვაზე ილაპარაკონ ცუდად", - ციტირებს The Times მატიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჰარი მაგუაირმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად თერთმეტეულში ადგილი საბოლოოდ დაკარგა.

რაც შეეხება ნემანიას, ფეხბურთელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და იტალიურ "რომა"- ში გადაბარგდა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
29 სექტემბერი 2022 06:51
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ძნელია მატიჩს არ დაეთანხმო. ზოგიერთი ადამიანი სხვის ცხოვრებაზეა ჩასაფრებული რომ მერე თავს დაესხას და დაგროვილი ნეგატივი გადმოაფრქვიოს, ყველამ რომ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს ყველაფერი უფრო უკეთესად იქნებოდა. დავამატებ რომ ეს არ ეხება საღი კრიტიკული აზრის მქონე ხალხს. ძაან აიგდეს მაგუაიერი და აშკარაა რომ ეს მაზოლზე წიხლის დაჭერას გავს, მსგავსი კრიტიკა ფაქტია ანგრევს მაგუაიერის კარიერულ წინსვლას და მაგრად ტეხავს.

რა მისი ბრალია ინგლისელების ეგო, ვან დეიკი რო გაძვირადღირებულდა ოჰ ეგ როგორო ნიდერლანდელი როგორ უნდა იყოსო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული და საბრალო მაგუაიერს დაადეს სასწაული ფასი, ნუ ვინ იყიდდა რა თქმა უნდა ჩვენ ფულის ტომარა გუნდი რომ ვართ ბოლო წლებია. იმედია ტენ ჰაგი იქნება ნამდვილი დასაწყისის დასაბამი.
0
№2
ავტორი: manubro
29 სექტემბერი 2022 08:44
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
აუუ რაა კაი რაა მართლა... არა ისე სასაცილო არაა მაგაში რო 80 მილიონი გადაიხადეს? :D
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2022 09:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უკვე კომიკურო პერსონაჟი გახდა და ადამიანურად მეცოდება, მაგრამ საშინლად რო თამაშობს ფაქტია
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
29 სექტემბერი 2022 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ატრაკებ ახლა ნემანიავ. ფეხბურთი ძალიან მარტივი რამეა, ზედმეტს თუ არ იფილოსოფოსებ. თამაშობ კარგად - გაქებენ, თამაშობ *ლეურად - დამსახურებულად უნდა დაგე*ვას. ფანები მარტო ბილეთების და მაისურების საყიდლად არ ვარსებობთ. გვაქვს საკუთარი მოსაზრების უფლება და არც უსამართლო პრო*ები ვართ აბსოლუტური უმრავლესობა. 99% შემთხვევაში თუ რომელიმე მოთამაშე საყოველთაო კრიტიკის საგანია, ე.ი. ამ კრიტიკას იმსახურებს.
2
№5
ავტორი: shotkin
29 სექტემბერი 2022 13:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მატიჩის პოსტს კარგად გამოეხმაურა კომენტარებში 1 უცხოელიც რომელიც შემთხვევით წავიკითხე, ასე უწერია ჯიგარს, ჰეი მატიჩ შენ რომ გადაიხადო მანქანაში 2 მილიონი და მანქანა 25 000 დოლარის ღირებულების მანქანის კომფორტს და შესაძლებლობებს გთავაზობდესო არ იჩივლებდი იმ კომპანიაში ვინც მოგყიდა 2 მილიონად ეს მანქანაო? დარწმუნებული ვარ იჩივლებდიო, ასეა აქაც, მე მაქვს საკუთარი ცხოვრება მარა ის რასაც ჰარის უკეთებენ არ მოსულა არაფრიდან და არავის არაფერი გამოუგონია, აგერ ცხელ ცხელი მომენტი ავიღოთ გერმანიის წინააღმდეგ ჰარიმ რა პენალი გაიჩალიჩა ? ძალიან უსუსური თამაშით ხო აიკიდა პენალტი და ამას აკეთებს თითქმის ყოველ თამაშში , რამე უაზრობა რო არ ქნას არ შეუძლია, ზოგი მოთამაშე კარიერაში ერთხელაც არ უშვებს ესეთ შეცდომას ან კარიერაში 1-2 ჯერ მოსდით ამას კიდე სეზონში 30-40 ხაია აქვს ჩვეულებრივად და ფანი რო ხარ როგორ გინდა არ გაბრაზდე? გულშემატკივარს როგორ შეუძლია გამოხატოს უკმაყოფილება მაშინ ? ზუსტად ამ გიზით რასაც ჰარის უკეთებენ რო ჯიუტ მფლობელებს მაინც დაანახონ და აიძულონ რო გაყიდონ ეს მოთამაშე ხალხს აღარ შეუძლია ამის ყურება, ასე რომ მატიჩი ატრაკებს თან ძაან !!!!
2
№6
ავტორი: LASHQARA
29 სექტემბერი 2022 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ბოლო წლების ტრანსფერებს შორის winked
0
№7
ავტორი: Vaskaa
30 სექტემბერი 2022 05:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ტიპი დაღუპეს, ამაში რომ 40 ან 45 მილიონი გადაეხადათ არავინ ხმას არ ამოიღებდა.
1
№8
ავტორი: shotkin
30 სექტემბერი 2022 13:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Vaskaa
ტიპი დაღუპეს, ამაში რომ 40 ან 45 მილიონი გადაეხადათ არავინ ხმას არ ამოიღებდა.


უფასოდაც რო მოეყვანათ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ არ ამიოღებდა აავინ ხმას? ვერ უყურებ რას შვება ჩვეულებრივი ნაღმია ტიპი, როდის აფეთქდება და დაგაღალატებს არიცი არასდროს. ძაან კარგად გამოჩნდა რო ლესტერი იყო მაგის მაქსიმუმ ლეველი !! შემდეგ სეზონში აქ აღარ დავინახავთ იმედია, ნიუკასლი, ევერტონი, ან რომელიმე უფრო დაბალი დონის ინგლისური გუნდი წაიყვანს ამას 30 მილიონად სიხარულით და ჯოია გაატანონ
0
№9
ავტორი: manubro
30 სექტემბერი 2022 13:30
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: shotkin
ციტატა: Vaskaa
ტიპი დაღუპეს, ამაში რომ 40 ან 45 მილიონი გადაეხადათ არავინ ხმას არ ამოიღებდა.


უფასოდაც რო მოეყვანათ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ არ ამიოღებდა აავინ ხმას? ვერ უყურებ რას შვება ჩვეულებრივი ნაღმია ტიპი, როდის აფეთქდება და დაგაღალატებს არიცი არასდროს. ძაან კარგად გამოჩნდა რო ლესტერი იყო მაგის მაქსიმუმ ლეველი !! შემდეგ სეზონში აქ აღარ დავინახავთ იმედია, ნიუკასლი, ევერტონი, ან რომელიმე უფრო დაბალი დონის ინგლისური გუნდი წაიყვანს ამას 30 მილიონად სიხარულით და ჯოია გაატანონ



წელს როგორ არ მიყიდეს ჩელსის პროსტა ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№10
ავტორი: ikeoni
30 სექტემბერი 2022 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
jer xo saertod forma aqvs dakarguli da exla saertod aichra martla mecodeba((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top