მოულოდნელი ინტერესი "სტემფორდ ბრიჯიდან"...
"ლურჯებს" სურთ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ცენტრალური მცველი შეიძინონ და თვალი ჰარი მაგუაიერს დაადგეს.
Sportsmail-ის ინფორმაციით, "ჩელსის" რუდიგერისა და კრისტენსენის გაშვების შემდეგ ორი მცველის დამატება სურდა, მათ უკვე გადაიბირეს კალიდუ კულიბალი და ცდილობდნენ "ლესტერ სიტის" მცველის, ვესლი ფოფანას დამატებასაც. ეს უკანასკნელი ტრანსფერი "ლესტერს" არ სურს, რამაც ჰარი მაგუაიერი ლონდონელების შემდეგ მიზნად აქცია.
ჰარის კარიერა მანჩესტერში არც ისე კარგად მიდის და შესაძლოა ის "ჩელსიში" ,,გამოფხიზლდეს". შესაძლებელია ასევე საუბარი დაიწყოს კრისტიან პულისიჩისა და მის გაცვლაზე.
The Athletic-ის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" პულისიჩის იჯარით გაფორმება სურთ. ამ უკანასკნელმა თავი ვერ დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში და გამორიცხული სულაც არაა კლუბის შეცვლა სურდეს, მით უფრო რომ "იუნაიტედს" შემტევი სურს.
რაც შეეხება მანჩესტერელების პოზიციას, სრულიად შესაძლებელია მისი "ჩელსიში" ტრანსფერი განიხილონ, კლუბი მცველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მით უმეტეს იმის ფონზე რომ ჰარი ბოლო სეზონში საშინლად გამოიყურებოდა და არც სეზონის პირველ მატჩებში გამოუჩენია დიდად თავი. თანაც, ჰარი მალე 30 წლის ხდება და თუ მან მანჩესტერული კარიერა ვერ გამოიკეთა და უკეთ თამაში არ დაიწყო, მისი გასხვისება მომავალში ბევრად უფრო რთული იქნება.
წყარო:
Sportskeeda