თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2022, 09:36
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1248,
კომენტარები: 15
"ჩელსი" ჰარი მაგუაიერით ინტერესდება
მოულოდნელი ინტერესი "სტემფორდ ბრიჯიდან"...
"ლურჯებს" სურთ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ცენტრალური მცველი შეიძინონ და თვალი ჰარი მაგუაიერს დაადგეს. Sportsmail-ის ინფორმაციით, "ჩელსის" რუდიგერისა და კრისტენსენის გაშვების შემდეგ ორი მცველის დამატება სურდა, მათ უკვე გადაიბირეს კალიდუ კულიბალი და ცდილობდნენ "ლესტერ სიტის" მცველის, ვესლი ფოფანას დამატებასაც. ეს უკანასკნელი ტრანსფერი "ლესტერს" არ სურს, რამაც ჰარი მაგუაიერი ლონდონელების შემდეგ მიზნად აქცია.

ჰარის კარიერა მანჩესტერში არც ისე კარგად მიდის და შესაძლოა ის "ჩელსიში" ,,გამოფხიზლდეს". შესაძლებელია ასევე საუბარი დაიწყოს კრისტიან პულისიჩისა და მის გაცვლაზე. The Athletic-ის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" პულისიჩის იჯარით გაფორმება სურთ. ამ უკანასკნელმა თავი ვერ დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში და გამორიცხული სულაც არაა კლუბის შეცვლა სურდეს, მით უფრო რომ "იუნაიტედს" შემტევი სურს.

რაც შეეხება მანჩესტერელების პოზიციას, სრულიად შესაძლებელია მისი "ჩელსიში" ტრანსფერი განიხილონ, კლუბი მცველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მით უმეტეს იმის ფონზე რომ ჰარი ბოლო სეზონში საშინლად გამოიყურებოდა და არც სეზონის პირველ მატჩებში გამოუჩენია დიდად თავი. თანაც, ჰარი მალე 30 წლის ხდება და თუ მან მანჩესტერული კარიერა ვერ გამოიკეთა და უკეთ თამაში არ დაიწყო, მისი გასხვისება მომავალში ბევრად უფრო რთული იქნება.

წყარო: Sportskeeda
ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
20 აგვისტო 2022 16:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Კაი ჭორი იქნება
0
№12
ავტორი: sancho6666
20 აგვისტო 2022 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 198
გიჟი უნდა იყო ეს რო არ გაუშვა ყველავარიანტში თან პუკისიცჩში გვიცვლიაან სუ გაგიჟდნეენ პულისიჩი ძალიან მაგარი ტალანტიაა ძალიააან მაგარი სკამიდან იდეალური იქნება იდეალუუურიი პულისიჩის ფასი ასაკიდან გამომდინარე 40 50 მილიონია და რაის მაგუაიერი იასნად უნდა გავუშვაათ დაჟე აქეთ ფულს დავუმატებთ ეს ბოელო სუ გამოშტერდაა ამაზე უკეთეს ვერავინ შემოგვთავაზებს...


ისე არგამიკვირდება რის ჯეიმსში რო გაგვიცვალონ ბოელი იმდენად სულელი ამერიკელია მართლა არგამიკვურდება
0
№13
ავტორი: levionok
20 აგვისტო 2022 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რა გინდა ძმაო მანჩესტერში ითამაშა რატომ კაცმა არ იცის,ყველაზე ძვირადღირებული მცველია რატომ არ იცის ახლა რონალდო სახეს იხევს და ლიგაზე ვერ თქმაშობს და ეს ჯიგარი არაფერს არ ცდილობს და ლიგაზეც გაიჩითება თავზე დიდი ბედი აქვს ამ კაცს
0
№14
ავტორი: Mishiko82
21 აგვისტო 2022 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
აუცილებლად უნდა გაყიდონ ამისგან არაფერი არ გამოვა იქნებ 50 მილიონი გამოუშვას ჩელსიმ, ფორვარდი გვინდა აუცილებლად, საინტერესო ისაა გაყიდვით რატომ არავის ყიდიან, გადავსებულია გუნდი უსარგებლო მოთამაშეებით.
0
№15
ავტორი: Vaskaa
21 აგვისტო 2022 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რა მაინტერესებს იცით? თუ ფერგი არის და იყო მანჩესტერის სტაფში ნუთუ კითხვა არ დაებადა ამ თავკომბალას რატომ ვყიდულობთ? ყიდვაც არის და ყიდვაც თუ არ მეშლება ყველაზე ძვირადღირებული მცველი მგონი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top